კანაგავის პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანაგავის პრეფექტურა

კანაგავის პრეფექტურა (იაპონ. 神奈川県 კანაგავა-კენ?) — პრეფექტურა იაპონიაში. კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ფართობი 2,4 ათასი კმ2, მოსახლეობა 8.899.545 კაცი. მ. შ. დაახლოებით 90% ქალაქში ცხოვრობს. ადმინისტრაციული ცენტრი ქ. იოკოჰამა.

კანაგავა შედის იაპონიის უდიდესი ინდუსტრიული რაიონის კანტოს შემადგენლობაში. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა (უმთავრესად გემთმშენებლობა, ავტომშენებლობა და სხვა) და ელექტროტექნიკური, აგრეთვე ქიმიური, მეტალურგიული, კვების მრეწველობა. მთავარი სამრეწველო ცენტრებია: იოკოჰამა, ცურუმი, კავასაკი. სოფლის მეურნეობა სპეციალიზებულია ბრინჯის, ხორბლისა და თამბაქოს მოყვანაზე. განვითარებულია მეხილეობა, მებოსტნეობა, მეყვავილეობა, სახორცე-სარძეო მესაქონლეობა, მეფრინველეობა. მიურის ნახევარკუნძულის სანაპიროზე არის ზღვის სარეწი. ტურიზმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]