იკებანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იკებანა სოფუ

იკებანა (იაპონ. 生け花, აგრეთვე いけばな, სიტყვა-სიტყვით „ცოცხალი ყვავილი“) — ყვავილების დაწყობის იაპონური ხელოვნება. იგი ხელოვნების ფორმაა, რომელშიც ბუნება და ადამიანი, მისი ხასიათი ერწყმის ერთმანეთს. იმ აზრის საწინააღმდეგოდ, რომ მცენარეთა სილამაზე მხოლოდ მათ მრავალფეროვან ყვავილებშია, იკებანა ხაზს უსვამს მათ სხვა დეტალებს, როგორიცაა ღერო, ფოთლები და მათი ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ იკებანა შემოქმედებითი ხასიათისაა, მას გარკვეული წესები აქვს. ძირითადი წესია ის, რომ მისი შემადგენელი ყველა ელემენტი ორგანული უნდა იყოს, იქნება ეს ტოტები, ფოთლები, ბალახი თუ ყვავილები. ასევე, კომპოზიცია უნდა შეიცავდეს ყვავილების მინიმალურ რაოდენობას ღეროებსა და ფოთლებს შორის. ეს იაპონური ხელოვნების ნიმუშები ეყრდნობა სამკუთხედს, რომელიც 3 ტოტითაა გამოსახული. ითვლება, რომ ისინი გამოსახავენ ზეცას, მიწას და ადამიანს. ხოლო ზოგი თვლის, რომ ისინი მზის, მთვარის, სიყვარულისა და მიწის გამომსახველია. კონტეინერიც ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია კომპოზიციისა და ამიტომ ბევრ სხვადასხვაგვარი სტილის ქოთნებს იყენებენ თავიანთი შემოქმედებისათვის.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იკებანას ისტორია დაახლოებით 500 წლის წინ დაიწყო. მისი უძველესი სკოლა იყო იკენობო, რომლის წარმოშობაც დაკავშირებულია როკაკუდოს ტაძრის ერთ-ერთ მღვდელთან. იგი ძალიან გაწაფული იყო ყვავილების ხელოვნებაში, და ტბასთან ახლოს ცხოვრობდა (ტბა-იკენობო).

როკაკუდოს ტაძარი 587 წელს იქნა აშენებული, პრინც შოტოკუს მიერ. არსებობს თქმულება, რომ პრინცი ეძებდა მასალას შიტენოს ტაძრის ასაშენებლად. ერთ დღეს იგი საბანაოდ წავიდა და თავისი ბუდისტური ამულეტი ხეზე დაკიდა. როდესაც დაბრუნდა, ვერაფრით შეძლო მისი ჩამოხსნა. იმავე ღამეს, პრინცსს ბუდა დაესიზმრა, რომელმაც სწორედ იმ კედართან მიუთითა ტაძრის აშენება.

იკებანაზე ვარჯიშისას აუცილებელია სიჩუმე. ეს არის დრო, როცა ხალხი ეჩვევა ბუნების იმ ნაწილის პატივისცემას, აღქმას, რომელსაც თავისი დაკავებული სიცოცხლის განმავლობაში ვერც კი ამჩნევს. ადამიანი ხდება უფრო მომთმენი და სწავლობს სილამაზის დანახვას ხელოვნების ყველა ფორმაში. ეს ასევე არის დრო, როცა ადამიანი გრძნობს ბუნებასთან სიახლოვეს და ადუნებს, ასვენებს გონებას, სხეულსა და სულს.

ევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XV საუკუნის დასაწყისში იკებანა იმდენად გავრცელდა, რომ ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ მდიდრებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ხალხისთვისაც. თავიდან იგი ძალიან მარტივი იყო და მხოლოდ რამდენიმე ყვავილს და მარადმწვანე ტოტს შეიცავდა. მის პირველ ფორმას Kuge ეწოდება. დროთა განმავლობაში იკებანა განვითარდა. იგი გახდა ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ფესტივალებში და გამოფენები რეგულარულად ტარდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]