თურქეთის სავიზო პოლიტიკა
თურქეთის სავიზო პოლიტიკა განსაზღვრავს, მის ტერიტორიაზე ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით სტუმრობისას ზოგიერთი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ან ვიზის საზღვრის კვეთისას მიღებას. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ან ორმხრივი ურთიერთობის არარსებობის შემთხვევაში, ზოგიერთი ქვეყნისთვის ვიზის მიღებაზე დაწესებულია განსაკუთრებული შეზღუდვები.
თურქეთის ვიზები არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის შემდგომი დიპლომატიური მისიების საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტები, რომელთა მიზანია მიგრაციული ნაკადების რეგულირება და გამარტივება.[1][2]
თურქეთში შესვლა ID ბარათით შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: აზერბაიჯანი, ბელგია, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ კვიპროსი (ნაწილობრივ აღიარებული), პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია და უკრაინა.[3]
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მას აქვს უფრო რთული სავიზო პოლიტიკა, ვიდრე შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს.[2] თურქეთი ვიზის გარეშე არ უშვებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, კვიპროსის მოქალაქეებს. თურქეთში უვიზოდ ვერ მოხვდება ადამიანი, თუ ის ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა: ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, კანადა, დომინიკა, აღმოსავლეთი ტიმორი, გრენადა, კირიბატი, მარშალის კუნძულები, მავრიკი, მექსიკა, მიკრონეზია, პალაუ, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სამოა, სოლომონის კუნძულები, ტაივანი, ტონგა, ტუვალუ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შეერთებული შტატები და ვანუატუ.
თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2020 წლის 2 მარტიდან ვიზის გარეშე პასპორტით ქვეყანაში შესვლას შეძლებენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ირლანდია, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო.[4]
სავიზო მოთხოვნების რუკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეზღუდვების გარეშე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემდეგი ქვეყნების ან ნაწილობრივ აღიარებული ტერიტორიების მოქალაქეებს აქვთ საიმიგრაციო შეზღუდვების გარეშე თურქეთში განუსაზღვრელი ვადით შესვლის, ბინადრობის, სწავლისა და მუშაობის უფლება:
უვიზო რეჟიმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ყოველ 180 დღეში თურქეთში 90 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება აქვთ:
დიპლომატიური და მომსახურების კატეგორიის პასპორტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანები, რომელთა სამშობლოა: ალჟირი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელგია, ბულგარეთი (30 დღე), კამბოჯა (30 დღე), ჩინეთი, კოტ-დ’ივუარი, ხორვატია, კუბა, ჯიბუტი, ეგვიპტე, გრენადა, გაიანა, ინდონეზია, ერაყი, ისრაელი, იამაიკა, კენია, ლატვია, ლიბია (მხოლოდ ტურისტული მიზნები), მალდივის კუნძულები (30 დღე), მალტა, მავრიტანია, მავრიკი, მოზამბიკი, ნამიბია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ომანი, პაკისტანი, ფილიპინები, პოლონეთი, პორტუგალია (მხოლოდ ტურისტული მიზნები), ესპანეთი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, საუდის არაბეთი (მხოლოდ ტურისტული მიზნით), სიერა-ლეონე,[11] სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (30 დღე), ესპანეთი, ტანზანია, ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ვიეტნამი და იემენი (30 დღე) ავღანეთის, ბენინის, ბურკინა ფასოს, ბურუნდის, კონგოს რესპუბლიკის, ეთიოპიის, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, ინდოეთი, ლიბერია, მალი, მექსიკა, ნიგერია, ნიგერი, პალესტინა, რუსეთი, სენეგალი, ავღანეთი, ბენინი, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, კონგოს რესპუბლიკა, ეთიოპია, სამხრეთი სუდანი (მხოლოდ ტურისტული მიზანი), სუდანი (მხოლოდ ტურისტული მიზანი), ტოგო,[12] უგანდა და გაერთიანებული სამეფო - შეძლებენ თურქეთში მოგზაურობას პასპორტის საშუალებით 180 დღეში 90 დღის ხანგრძლივობით.
დიპლომატიური პასპორტების შესახებ უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებები გაფორმდა ლაოსთან 2018 წლის ნოემბერში და ზამბიასთან 2019 წლის მაისში.[13][14][15]
ვიზა ჩასვლისას
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ვიზა ჩამოსვლისთანავე მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში თუ ფლობენ შენგენის ზონასა და ირლანდიის, ან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ბინადრობის უფლებას.[2]
ვიზიტორთა სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთში ჩასული ტურისტების უმრავლესობა არის შემდეგი ქვეყნებიდან:[16][17][18][19][20]
N | ქვეყანა | 2019 | 2018 | 2017 | 2016 | 2015 |
---|---|---|---|---|---|---|
1 | რუსეთი | 7,017,657 | 5,964,631 | 4,715,438 | 866,256 | 3,649,003 |
2 | გერმანია | 5,027,472 | 4,512,360 | 3,584,653 | 3,890,074 | 5,580,792 |
3 | ბულგარეთი | 2,713,464 | 2,386,885 | 1,852,867 | 1,690,766 | 1,821,480 |
4 | გაერთიანებული სამეფო | 2,562,064 | 2,254,871 | 1,658,715 | 1,711,481 | 2,512,139 |
5 | ირანი | 2,102,890 | 2,001,744 | 2,501,948 | 1,665,160 | 1,700,385 |
6 | საქართველო | 1,995,254 | 2,069,392 | 2,438,730 | 2,206,266 | 1,911,832 |
7 | უკრაინა | 1,547,996 | 1,386,934 | 1,284,735 | 1,045,043 | 706,551 |
8 | ერაყი | 1,374,896 | 1,172,896 | 896,876 | 420,831 | 1,094,144 |
9 | ნიდერლანდები | 1,117,290 | 1,013,642 | 799,006 | 906,336 | 1,232,487 |
10 | აზერბაიჯანი | 901,723 | 858,506 | 765,514 | 606,223 | 602,488 |
11 | პოლონეთი | 880,839 | 646,365 | 296,120 | 205,701 | 550,779 |
12 | საფრანგეთი | 875,957 | 731,379 | 578,524 | 555,151 | 847,259 |
13 | საბერძნეთი | 836,882 | 686,891 | 623,705 | 593,150 | 755,414 |
14 | რუმინეთი | 763,320 | 641,484 | 423,868 | 357,473 | 441,097 |
15 | აშშ | 578,074 | 448,327 | 329,257 | 459,493 | 798,787 |
16 | ისრაელი | 569,368 | 443,732 | 380,415 | 293,988 | 224,568 |
17 | საუდის არაბეთი | 564,816 | 747,233 | 651,170 | 530,410 | 450,674 |
18 | ბელგია | 557,435 | 511,559 | 419,998 | 413,614 | 617,406 |
19 | იორდანია | 474,874 | 406,469 | 277,729 | 203,179 | 162,866 |
20 | ყაზახეთი | 455,724 | 426,916 | 402,830 | 240,188 | 423,744 |
21 | შვედეთი | 444,285 | 384,397 | 289,134 | 320,580 | 624,649 |
22 | ჩინეთი | 426,344 | 394,109 | 247,277 | 167,570 | 313,704 |
23 | ავსტრია | 401,475 | 353,628 | 287,746 | 310,946 | 486,044 |
24 | იტალია | 377,011 | 284,195 | 205,788 | 213,227 | 507,897 |
25 | ლიბანი | 376,721 | 338,837 | 237,476 | 191,642 | 197,552 |
26 | ქუვეითი | 374,191 | 298,620 | 255,644 | 179,938 | 174,486 |
27 | დანია | 335,877 | 326,278 | 269,026 | 329,618 | 408,841 |
28 | ჩეხეთი | 311,359 | 228,251 | 126,567 | 87,328 | 212,464 |
29 | შვეიცარია | 311,107 | 269,649 | 206,479 | 215,194 | 380,338 |
30 | თურქმენეთი | 297,706 | 252,911 | 230,881 | 165,762 | 174,330 |
31 | ალჟირი | 295,512 | 288,207 | 213,333 | 176,233 | 171,873 |
32 | სერბეთი | 282,347 | 225,312 | 146,852 | 110,594 | 178,997 |
33 | კვიპროსი | 268,341 | 266,859 | 256,059 | 233,181 | 246,245 |
34 | ლიბია | 259,243 | 188,312 | 99,395 | 72,014 | 234,762 |
35 | ბელარუსი | 258,419 | 245,254 | 229,229 | 113,793 | 204,355 |
36 | ესპანეთი | 257,342 | 178,018 | 106,757 | 106,582 | 236,063 |
37 | უზბეკეთი | 252,138 | 241,235 | 195,745 | 134,330 | 143,331 |
38 | მაროკო | 234,264 | 176,538 | 114,155 | 87,660 | 109,775 |
39 | ინდოეთი | 230,131 | 147,127 | 86,996 | 79,316 | 131,869 |
40 | ლიეტუვა | 229,704 | 199,371 | 134,264 | 109,749 | 112,654 |
საერთო ჯამში | 51,747,198 | 46,112,592 | 37,969,824 | 30,906,680 | 41,114,069 |
თურქეთმა გასცა 16 199 968 ელექტრონული ვიზა 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 1 იანვრამდე. ვიზა მიიღო კანდიდატთა 87,79%-მა. საერთო ჯამში ამ პერიოდში თურქერთის ვიზა 18 452 733 ადამიანმა მოითხოვა. ყველაზე მეტი ვიზა გაიცა გაერთიანებული სამეფოს (4,6 მილიონი), ერაყის (2 მილიონი) და ნიდერლანდების (1,8 მილიონი) მოქალაქეებზე.[21]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [1]
- ↑ 2.0 2.1 2.2 From Rep. of Turkey Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 3 April 2018
- ↑ Countries whose citizens are allowed to enter Turkey with their national ID’s / Rep. of Turkey Ministry of Foreign Affairs. Mfa.gov.tr. ციტირების თარიღი: 2016-05-04
- ↑ Türkiye'den 11 ülkeye vize muafiyeti. NTV (2020-03-02).
- ↑ https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2021/01/20210130-1.pdf
- ↑ Turkey Azerbaijan agree on Mutual visa exemption. Anadolu Agency (2020-06-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-03. ციტირების თარიღი: 2021-03-24.
- ↑ Cumhuriyet haber verir... Son dakika haberler ve doğru haberin sitesi. tr. ციტირების თარიღი: 2020-06-04
- ↑ Türkiye'den 11 ülkeye vize muafiyeti. NTV (2020-03-02).
- ↑ From Rep. of Turkey Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 3 April 2018
- ↑ Türkiye'den 6 Avrupa ülkesine vize muafiyeti. NTV (2020-02-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-20. ციტირების თარიღი: 2021-03-24.
- ↑ 200305-6.pdf (2020).
- ↑ https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2020/11/20201125M2-4.pdf
- ↑ Turkey in Ethiopia on Twitter. ციტირების თარიღი: 3 April 2018
- ↑ Foreign Minister Mevlüt Çavuşoğlu visited Laos, 7–8 November 2018
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-08. ციტირების თარიღი: 2021-03-24.
- ↑ Ministry of Culture and Tourism, Republic of Turkey. Number of Arriving-Departing Foreigners and Citizens, December 2016. ციტირების თარიღი: 16 May 2017
- ↑ NUMBER OF ARRIVING-DEPARTING VISITORS, FOREIGNERS AND CITIZENS December 2017
- ↑ „DISTRIBUTION OF ARRIVING FOREIGN VISITORS - TOP 5 COUNTRIES (2016-2018) JANUARY-DECEMBER“.
- ↑ „Tourism Receipts-Expenditures (2003-2019)“.
- ↑ https://www.ktb.gov.tr/EN-249306/2019.html
- ↑ Turkey issued over 16 million online visas since 2013. ციტირების თარიღი: 3 April 2018