სომხეთის სავიზო პოლიტიკა
სომხეთის სავიზო პოლიტიკა განსაზღვრავს, მის ტერიტორიაზე ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით სტუმრობისას ზოგიერთი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ან ვიზის საზღვრის კვეთისას მიღებას. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ან ორმხრივი ურთიერთობის არარსებობის შემთხვევაში, ზოგიერთი ქვეყნისთვის ვიზის მიღებაზე დაწესებულია განსაკუთრებული შეზღუდვები.
სავიზო პოლიტიკის რუკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უვიზო ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩამოთვლილი 49 ქვეყნის ნებისმიერი ტიპის პასპორტის მქონე მოქალაეებს, სომხეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ:[1][2][3]
|
1 – წელიწადში მასიმუმ 150 დღე.
სომხეთი სერბეთთან[7] და ბრაზილიასთან[8] უვიზო მიმოსვლის შეთანხმების გაფორმებას გეგმავს.
ბრაზილიის, ჩინეთის, ეგვიპტის, ირანის, ქუვეითის, ლიბანის, მექსიკის, ფილიპინების, სერბეთის, სინგაპურის, სირიის, სამხრეთ კორეის, თურქმენეთის, ურუგვაის, ვიეტნამის დიპლომატიური ან ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს და ინდოეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს სომხეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.
ვიზის საზღვარზე გაცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურისტული მიზნით მოგზაურობისას ვიზის ადგილზე აღება მაქსიმუმ 120 დღის ვადით შესაძლებელია ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ერევანში, გიუმრის აეროპორტში, აირუმის რკინიგზის სადგურში, ბაგრატაშენის, ბავრის, გოგავანისა და მეღრის სასაზღვრო-გამშვებ პუნტებზე. მათ ასევე შეუძლიათ წინასწარ ელეტრონული ვიზის აღება.[9]
ვიზის საზღვარზე გაცემა არ ხდება ავღანეთის, ალჟირის, ანგოლის, ბანგლადეშის, ბენინის, ბოტსვანის, ბურკინა-ფასოს, ბურუნდის, კამერუნის, კაბო-ვერდეს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ჩადის, ჩინეთის, კომორის კუნძულების, კონგოს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კოტ-დ’ივუარის, ჯიბუტის, ეგვიპტის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეის, ეთიოპიის, გაბონის, გამბიის, განის, გვინეის, გვინეა-ბისაუს, ინდოეთის, ერაყის, კენიის, ლესოთოს, ლიბერიის, ლიბიის, მადაგასკარის, მალავის, მალის, მავრიტანიის, მავრიკის, მაროკოს, მოზამბიკის, ნამიბიის, ნეპალის, ნიგერის, ნიგერიის, პაკისტანი, პალესტინის, რუანდის, სან-ტომე და პრინსიპის, საუდის არაბეთის, სენეგალის, სეიშელის კუნძულების, სიერა-ლეონეს, სომალის, სამხრეთ სუდანის, შრი-ლანკის, სუდანის, სვაზილენდის, სირიის, ტანზანიის, ტოგოს, ტუნისის, უგანდის, ვიეტნამის, ზამბიისა და ზიმბაბვეს მოქალაქეებისთვის[10].
სავიზო რეჟიმის ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნის პასპორტისა და სამოგზაურო დოკუმენტის მქონე მოქალაქეებს, მათ შორის გაეროს ლესე-პასეს მფლობელებს, ქვეყანაში შესასვლელად ესაჭიროებათ ვიზა. სომხეთის ვიზის მიღების გამარტივებისა და მონილობის მიზნით, საგარეო სამეთა სამინისტრომ ელეტრონული ვიზები შემოიღო.[11] გარდა ამისა, ვიზები აგრეთვე გაიცემა სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულოებში ან სასაზღვრო-გამშვებ პუნტებზე სომხეთის საზღვრის კვეთისას (ჩვეულებრივი ვიზები).
ვიზის მხოლოდ მოწვევით გაცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს სომხეთის ტერიტორიაზე შესასვლი ვიზის მისაღებად ესაჭიროებათ მოწვევა, რომელიც უნდა წარადგინონ საზღვარგარეთ არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებში მოგზაურობის დაწყებამდე. მათ ვიზის საზღვრის კვეთისას აღება არ შეუძლიათ.[12]
- აფრიკის ყველა ქვეყანა გარდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა
- ავღანეთი
- ბანგლადეში
- ვიეტნამი
- ნეპალი
- პაკისტანი
- პალესტინა
- საუდის არაბეთი
- შრი-ლანკა
- სირია
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Schematic instructions for the process of obtaining Armenian visa დაარქივებული 2015-02-09 საიტზე Wayback Machine.
- List of countries whose nationals are unilaterally exempted from the requirement of obtaining a visa დაარქივებული 2017-02-15 საიტზე Wayback Machine.
- List of countries, with which Armenia has a visa-free regime according to bilateral and multilateral agreements დაარქივებული 2015-04-12 საიტზე Wayback Machine.
- List of countries, citizens of which can obtain Armenian visa only upon invitation and only at the diplomatic representations of consular offices of the Republic of Armenia დაარქივებული 2017-01-10 საიტზე Wayback Machine.
- E-visa დაარქივებული 2015-10-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
- ↑ List of countries for whom visa waiver is applied. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-19. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
- ↑ ვატიკანის, მონაკოს, სან-მარინოს, ანდორისა და ჩერნოგორიის მოქალაქებს სომხეთში მოგზაურობისთვის ვიზა არ სჭირდებათ
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-09. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
- ↑ http://armenpress.am/eng/news/787400/us-visa-to-be-issued-for-10-year-period.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-26. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
- ↑ Serbia and Armenia bound by long-standing friendship. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
- ↑ [1]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
- ↑ Visa Information. Timatic. IATA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 27 December 2013.
- ↑ E-Visa to Armenia. Ministry of Foreign Affairs, Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-01. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-12. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
|