ახალი ზელანდიის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ზელანდიის სამეფოს რუკა

ახალი ზელანდიის სამეფო (ინგლ. Realm of New Zealand) — ტერიტორია რომლის ხელმძღვანელადაც ითვლება ახალი ზელანდიის მეფე. სამეფო მოიცავს: ახალ ზელანდიას, კუკის კუნძულებს, ნიუეს, ტოკელაუს და როსის ტერიტორიას ანტარქტიკაში.[1] სამეფოს მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4 400 000 ადამიანს (ახალი ზელანდიის გარეშე — 18 000 ადამიანს), ხოლო საერთო ფართობია 719 188 კმ² (როსის ანტარქტიდული ტერიტორიის (450 000 კმ²) და ახალი ზელანდიის გარდა (268 680 კმ²) — 508,2 კმ²).

2022 წლის 8 სექტემბრიდან ახალი ზელანდიის მონარქია მეფე ჩარლზ III.

რადგანაც ახალი ზელანდიის მონარქი ერთდროულად კიდევ 15 სხვა სახელმწიფოს მეთაურია, რომლებიც ცნობილია თანამეგობრობის სამეფოების სახით, ახალ ზელანდიაში უშუალოდ მონარქს წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი. 2011 წლის აგვისტოდან ეს თანამდებობა უკავია ჯერი მატეპარაის.

თანამეგობრობის სხვა სამეფოებისგან განსხვავებით, ახალი ზელანდიის სამეფო არ არის სახელმწიფო და არ აქვს საერთაშორისო სახელმწიფოებრივი აღიარება. ტერმინს «ახალი ზელანდიის სამეფო» აქვს კონცეფსუალური, სიმბოლური ხასიათი, რომელიც მიუთითებს სხვადასხვა ქვეყნების და სახელმწიფოების ისტორიის და მორალური ფასეულობების ერთიანობისკენ და სახელმწიფოს ერთი მეთაურის აღიარებისკენ.

დროშა გერბი ტერიტორია რეგიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2011)
დედაქალაქი სტატუსი
Flag of New Zealand.svg Coat of arms of New Zealand.svg ახალი ზელანდია* წყნარი ოკეანე 268 680 4 404 400 უელინგტონი სუვერენული სახელმწიფო
Flag of the Cook Islands.svg Coat of arms of the Cook Islands.svg კუკის კუნძულები წყნარი ოკეანე 236,7 14 974 ავარუა თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი
Flag of Niue.svg Public Seal of Niue.svg ნიუე წყნარი ოკეანე 261,46 1611 ალოფი თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი
Flag of Tokelau.svg Badge of Tokelau.svg ტოკელაუ წყნარი ოკეანე 10 1411 ნუკუნონუ დამოკიდებული ტერიტორია
Flag of the Ross Dependency (unofficial).svg Coat of arms of New Zealand.svg როსის ტერიტორია** ანტარქტიდა 450 000 0 დამოკიდებული ტერიტორია**
სულ 719 188 4 422 396
   * კერმადეკის კუნძულების, ჩატემის კუნძულების, ასევე ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების ჩათვლით.
   ** ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად არ სცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New Zealand's Constitution, New Zealand government, retrieved 20 November 2009