შინაარსზე გადასვლა

აკროტირი და დეკელია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკროტირი და დეკელია
ინგლ. Sovereign Base Areas of Akrotiri and Dhekelia
ბერძ. Περιοχές Κυρίαρχων Βάσεων Ακρωτηρίου και Δεκέλειας
აკროტირი და დეკელია
აკროტირი და დეკელის
ჰიმნი: ინგლ. "God Save the King"
"ღმერთო დაიფარე მეფე"
სტატუსი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია
დედაქალაქი
და
ეპისკოპი
34°35′ ჩ. გ. 32°59′ ა. გ. / 34.583° ჩ. გ. 32.983° ა. გ. / 34.583; 32.983
ოფიციალური ენა ინგლისური, ბერძნული
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
ფართობი
 -  სულ 254 კმ2 
 -  აკროტირი 123 კმ²
 -  დეკელია 131 კმ²
მოსახლეობა
 -  2020 შეფასება 18 195 ად.[1]
ვალუტა ევრო ()
სასაათო სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +357

აკროტირი და დეკელია (ინგლ. Sovereign Base Areas of Akrotiri and Dhekelia. ბერძ. Περιοχές Κυρίαρχων Βάσεων Ακρωτηρίου και Δεκέλειας) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორია. მდებარეობს კუნძულ კვიპროსზე. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ეპისკოპი.

1960 წელს დიდი ბრიტანეთის კოლონიამ კვიპროსმა მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ ბრიტანეთმა კვიპროსში დაიტოვა ორი ექსკლავი თავისი სამხედრო ბაზების განსალაგებლად. ბაზების სტატუსი განსაზღვრულია 1959 წელს ხელმოწერილი ციურიხის და ლონდონის შეთანხმებებით დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის და თურქეთის მთავრობებს შორის, ასევე კვიპროსის ბერძნული და თურქული თემების ლიდერების არქიეპისკოპოს მაკარიოს III-ს და ფაზილ ქიუჩუქის მიერ. ამას გარდა, 1960 წელს კვიპროსის რესპუბლიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის დადებულია შეთანხმება ბაზების ურთიერთსარგებლობის შესახებ. დიდი ბრიტანეთისთვის ამ ექსკლავების საჭიროება გამომდინარეობს ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში კვიპროსის სტრატეგიული მდებარეობით, სუეცის არხთან და ახლო აღმოსავლეთთან სიახლოვით.

1974 წელს, კვიპროსის საბერძნეთთან შეერთების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, „თურქული მოსახლეობის დაცვის“ მიზეზით თურქეთმა კუნძულზე გადასხა საკუთარი ჯარი, რის შედეგადაც კუნძულზე შეიქმნა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა.

კვიპროსის რესპუბლიკა ითხოვს აკროტირის და დეკელიის დაბრუნებას, ეყრდნობა იმას, რომ ამ ბაზებს დაკავებული აქვთ დიდი ტერიტორია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს განვითარებისათვის. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ფინანსურად ეხმარებოდა კვიპროსის რესპუბლიკას ოთხი წლის განმავლობაში 1960 წელს დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ, მაგრამ 1963—1964 წლებში ბერძნულ და თურქულ თემებს შორის ეთნოკონფლიქტის შემდეგ ის შეწყდა ამ დახმარების ორ თემს შორის სამართლიანი განაწილების გარანტიების არქონის მიზეზით. კვიპროსის მთავრობა დღემდე მაინც მოითხოვს 1964 წლიდან დღევანდელ დღემდე პერიოდში ამ თანხების გადახდას, თუმცა არ მოქმედება საერთაშორისო სამართლის დონეზე. ვალების რაოდენობის შეფასება ვარირებს რამდენიმე ასეული ათასიდან მილიონ ევროზე მეტ თანხამდე. დიდი ბრიტანეთი არ აპირებს დათმოს სამხედრო ბაზები, მაგრამ იგი მზადაა დაუბრუნოს კვიპროსს სამხედრო ბაზების ტერიტორიის დაახლოებით მესამედი კვიპროსის გაერთიანების შემდეგ ანანის გეგმის ჩარჩოებში.

BBC World Service-ის რადიოანძები აკროტირიში

2001 წლის ივლისში ადგილობრივმა კვიპროსელებმა გამართეს საპროტესტო მარშები სამხედრო ბაზებზე რადიოანძების მშენებლობის წინააღმდეგ. კვიპროსელებმა გაანადგურეს ზოგიერთი სამხედრო კომუნიკაცია. პროტესტანტები თვლიდნენ, რომ ეს ანძები საფრთხეს უქმნიდნენ გარემოს და ადგილობრივ მოსახლეობაში იწვევდნენ კიბოს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უარყო ეს ბრალდებები.

2008 წლის თებერვალში კვიპროსის პრეზიდენტად კომუნისტი დიმიტრის ქრისტოფიასის არჩევამ დიდ ბრიტანეთში შეშფოთება გამოიწვია. ქრისტოფიასი ხალხს დაპირდა, რომ კუნძულიდან გაიყვანდა ყველა უცხოურ შეიარაღებულ ძალას, როგორც ნაწილი კვიპროსზე დავის მომავალი დარეგულირებისა და გამოაცხადა ბრიტანელთა ყოფნა კუნძულზე, როგორც „სისხლიანი და კოლონიალური“. 2013 წელს პრეზიდენტის პოსტზე ქრისტოფიასი შეცვალა კვიპროსის ნატოში შესვლის მომხრემ ნიკოს ანასტასიადესმა.

სამხედრო ბაზები იმართება ადმინისტრატორის მიერ, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს წარდგენის შემდეგ ნიშნავს დიდი ბრიტანეთის მონარქი. ადმინისტრატორს სამხედრო ბაზებზე აქვს სრული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება. მოსახლეობის მიერ ადმინისტრატორის არავითარი არჩევა არ ტარდება, თუმცა ბრიტანელ მოქალაქეებს აქვთ უფლება დიდ ბრიტანეთში მონაწილეობა მიიღონ საყოველთაო არჩევნებში (როგორც სამხედრო ან უცხოელი ამომრჩევლები).

კვიპროსელი ბერძნები, თავის მხრივ, მონაწილეობას იღებენ კვიპროსის რესპუბლიკის არჩევნებში.

აკროტირის რუკა
დეკელიის რუკა

აკროტირის სამხედრო ბაზა (ბერძ. Ακρωτήρι, თურქ. Agrotur; ეპისკოპის გარნიზონის ჩათვლით) მდებარეობს კვიპროსის სამხრეთში, ქალაქ ლიმასოლთან ახლოს. დეკელიის სამხედრო ბაზა (ბერძ. Δεκέλεια, თურქ. Dikelya) — კვიპროსის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ლარნაკასთან შორიახლოს.

აკროტირს და დეკელიას უკავიათ კუნძულ კვიპროსის ფართობის დაახლოებით 3 %. მიწის 60 % კვიპროსის ან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების საკუთრებაა, ხოლო 40 % მიეკუთვნება დიდი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის თავდაცვის სამინისტროს.

აკროტირის სამხედრო ბაზის ტერიტორიას გარს აკრავს კვიპროსის ბერძნული ნაწილი, ხოლო დეკელიის სამხედრო ბაზა ესაზღვრება, როგორც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, ასევე გაეროს ბუფერულ ზონას, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს კუნძულის ბერძნულ და თურქულ ნაწილებს, კიდევ ესაზღვრება ტერიტორიას, რომელიც იმყოფება თურქი კვიპროსელების კონტროლის ქვეშ.

დეკელიის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს კვიპროსის რესპუბლიკის ორი ანკლავი — სოფლები ქსილოტიმვუ და ორმიდია.

აკროტირის სამხედრო ბაზის კოორდინატები: 34°35′ ჩ. გ. 32°59′ ა. გ. / 34.583° ჩ. გ. 32.983° ა. გ. / 34.583; 32.983. დეკელიის სამხედრო ბაზის კოორდინატები: 35°01′ ჩ. გ. 33°46′ ა. გ. / 35.017° ჩ. გ. 33.767° ა. გ. / 35.017; 33.767.

აკროტირის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს კვიპროსის ყველაზე უფრო დიდი ტბა — ლიმასოლის მარილიანი ტბა.

სამხედრო ბაზების ორგანიზების დროს შეირჩა ნაკლებად დასახლებული ტერიტორიები. 2020 წელს აკროტირისა და დეკელიის სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე ცხოვრობდა დაახლოებით 18 195 ადამიანი, მათგან დაახლოებით 11 000 ადგილობრივი კვიპროსელი ბერძნები იყვნენ და 7,2 ათასი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე — სამხედროები და მათი ოჯახის წევრები.[1] კვიპროსელი ბერძნები მუშაობენ თავად ამ ტერიტორიებზე ან ამ ტერიტორიების საზღვრებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ცხოვრობენ რა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე მათ არ გააჩნიათ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა, ბევრ მათგანს აქვს კვიპროსის რესპუბლიკის პასპორტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Akrotiri. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 June 2022. ციტირების თარიღი: 5 January 2021