თარგის განხილვა:წალკის მუნიციპალიტეტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამის საფუძველზე შევასწორე სახელები. — ჯაბა ლაბაძე () 20:24, 29 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სიაში ვერ ვნახე:

ქსე-დან ინფორმაციის შემოტანისთვის[წყაროს რედაქტირება]

ქსე-დან ინფორმაციის შემოტანისთვის აუცილებლად დაგვჭირდება ეს ინფორმაცია:

ვიკიციტატა
„სოფელ ხადიკის ახალი სახელწოდებაა ტბეთი, სოფელ გუნიაკალას სამება ეწოდა, სოფელ თიაქილისას – განთიადი, სოფელ ედიქილისას – საყდრიონი, სოფელ ახლიკს –კოხტა, სოფელ შიპიაკს – ჩრდილისუბანი, სოფელ ქვემო ხარაბას –ხარება, სოფელ კიარიაკს –ახალშენი, სოფელ საფარ-ხარაბას –სამადლო, სოფელ ჩაპაევკას –კავთა, სოფელ ჯინისს –არწივანი, სოფელ კარაკომს – საბეჭისი.“

ჯაბა ლაბაძე () 20:43, 29 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

აგერ დოკუმენტიც: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №947 2010 წლის 20 ნოემბერი. --ჯაბა ლაბა 15:42, 6 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

ამის მიხედვით მუნიციპალიტეტში 2 დაბაა, ბედიანი და თრიალეთი. — GIO→13 06:05, 9 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩათახი და ჭოჭიანი - გვ. 205 დმანისის თემის გომარეთის შემადგენლობაში არიან... ჩათახი (დმანისის მუნიციპალიტეტი), ჭოჭიანი (დმანისის მუნიციპალიტეტი)GIO→13 06:35, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

1987 წელს გამოცემულ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში წერია, რომ მხოლოდ ერთი სოფელი ჩათახია და ისიც წალკის რაიონში, იგივე ეხება ჭოჭიანსაც--დათო1010 07:49, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
აქ კი პირიქით გვაქვს, ორივე სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში გვიწერია, წყაროც ამას გვეუბნება და ბოლო აღწერაც... ძალიან არეული სიტუაციაა ასეთ სოფლებთან დაკავშირებით, სასწრაფოდ საჭიროა ახალი აღწერა... მგონი 2014-ისკენ გეგმავენ... — GIO→13 08:17, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

არსებობს მხოლოდ ერთი ჩათახი, დმანისის მუნიციპალიტეტში აი, დასტური. ჭოჭიანი იქ საერთოდ არ იძებნება. 1987 წლის დოკუმენტებს ძალიან ნუ დავეყრდნობით ამ საკითხში --M. განხილვაწვლილი 09:12, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაშ საიდან მოვიდა ამ თარგში ეს 2 სოფელი? არც 2002 წლის აღწერაშია ნახსენები წალკის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში და ყველაზე „ახალი“ წყარო, თანაც ოფიციალური, ეგ გვაქვს... — GIO→13 09:22, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰოდა უნდა ვენდოთ უახლეს, ოფიციალურ საბუთს. --ჯაბა ლაბაძე 09:27, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს ეგ ორი სოფელი დამოუკიდებლობის მოპოვების მერე წალკის მუნიციპალიტეტს გამოეყო და დმანისისაში შევიდა--დათო1010 09:41, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
დათო, მეც მასე ვიფიქრე, საზღვრის ცვლილება მეგონა, თუმცა რუკაზე ჩათახი ისეთ ადგილზეა, რომ მაგ ვარიანტს გამორიცხავს. თუმცა რაც არის, არის. ჩათახს მოვაცილოთ ფრჩხილები და მივუთითოთ წყაროები, ხოლო წალკის თარგიდან ამოვიღოთ. ჭოჭიანზე კიდევ ვიმეორებ, ვერანაირი მოქმედი დოკუმენტი ვერ ვიპოვე და მაგ შემთხვევაში ისევ 2002 წლის აღწერით ვისარგებლოთ --M. განხილვაწვლილი 10:34, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]


ფიჭვებისხევი და ყიზილქილისა - ამათზე რას იტყვით? თარგში ორივეგან წერია, არა და დმანისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის... — GIO→13 09:53, 18 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

  • საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი — გვ.103 ფიჭვებისხევი- სოფელი წალკის რაიონში, გვ.114 ყიზილქილისა - სოფლები დმანისისა და წალკის რაიონებში.
  • ქსეში ფიჭვებისხევზე არ არის სტატია, ხოლო ყიზილქილისაზე წერია - სოფელი დმანისის რაიონში, თემის ცენტრი და სოფელი წალკის რაიონში, კუშჩის თემი.--დათო1010 10:48, 18 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

M.-ის მიერ მითითებულ ბმულს თუ გავყვებით მეხუთე წყაროში (კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ) ჩათახი და ჭოჭიანი სწორედ წალკის მუნიციპალიტეტში მოიხსენიება. --JABA 1977 05:36, 6 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხარ. ოფიციალურ დოკუმენტებშიც დიდი უწესრიგობაა. ქსე-ში რა წერია? ადგილზე კითხვაც კარგი იქნებოდა. --M. განხილვაწვლილი 06:34, 6 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
აქაც მხოლოდ ერთი ჩათახია და ისიც დმანისის მუნიციპალიტეტში. ჩათახზე ჩემი აზრი ისაა, რომ გადავამოწმოთ ქსე-ში და თუ რამე ახალი არ არის, ამოვიღოთ წალკის თარგიდან და დავტოვოთ მხოლოდ დმანისში. ჭოჭიანზე არ ვიცი ჯერ. --M. განხილვაწვლილი 06:41, 6 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი, არ ვიცი. მივწერე ოთოს და გადაამოწმებს და ვნახოთ მერე. არადა ფიქსირდება. :) --JABA 1977 12:46, 6 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ში წერია ჩათახი - ბედიანის სადაბო საბჭო. რთულია და დამღლელი წყაროების გარეშე საუბარი. - ოთოჯი განხილვა 07:22, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ფიჭვებისხევს რა ერქვა ადრე ბოლოს და ბოლოს ? - ოთოჯი განხილვა 07:23, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ოთო მაგის გარკვევას ვცდილობ. იმედია როგორც ბოლნისის სოფლებზე გავარკვიე, მანდაც მასე გავარკვევ. ცოტა დავიცადოთ. :) --JABA 1977 10:24, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

შუა ხარაბა ამოსაღებია უკვე სამადლო არის ჩამატებული.--GagaVaa განხილვაწვლილი 12:48, 27 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

  • ხადიკი – ტბეთი
  • გუნიაკალა – სამება
  • თიაქილისა – განთიადი
  • ედიქილისა – საყდრიონი
  • ახლიკი –კოხტა
  • შიპიაკი – ჩრდილისუბანი
  • ქვემო ხარაბა – ხარება
  • კიარიაკი –ახალშენი
  • საფარ-ხარაბა (შუა ხარაბა) – სამადლო
  • ჩაპაევკა – კავთა
  • ჯინისი – არწივანი
  • კარაკომი – საბეჭისი აქედან
  • ოლიანგი – ბერთა
  • ბაშქოი – ბარეთი აქედან

--GagaVaa განხილვაწვლილი 13:38, 27 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ არ ფიგურირებს 2002 წლის აღწერაში 6 სოფელი ამ ინფოდაფიდან:

  • ტბეთი (ყოფ. ხადიკი)
  • ზემო აშკალა
  • პანტიანი
  • ჩათახი
  • ჭოჭიანი
  • ფიჭვებისხევი

--GagaVaa განხილვაწვლილი 13:51, 27 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეს დოკუმენტი ყველაზე უახლესია, ამ წლის აპრილის --M. განხილვაწვლილი 14:03, 27 სექტემბერი 2013 (UTC) ესეც --M. განხილვაწვლილი 14:09, 27 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ყველაფერი გასაგებია ტბეთი იგივე ხადიკი ყოფილა ქალაქის საკრებულოს დაქვემდეარებაში და ეტყობა ქალაქთან ერთად აღწერეს, ხოლო დანარჩენ ხუთზე მხოლოდ ძალიან მოძველებული ინფორმაციები, ეს სოფლები ან შეუერთდნენ სხვა სოფლებს ან სახელი გადაერქვათ მრავალგზის, მოკლედ ოფიციალური ადმი ნისტრაციული 41 სოფელი გვაქვს, სოფლებს: ზემო აშკალა, პანტიანი, ჩათახი, ჭოჭიანი და ფიჭვებისხევი ამოვაკლებ ინფოდაფიდან და ცოტა ყურადღება გამოიჩინეთ სანამ ჩაამატებთ ახალ დასახლებულ პუნქტს.--GagaVaa განხილვაწვლილი 17:48, 27 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ეს ოთხი სოფელი: პანტიანი, ჩათახი, ჭოჭიანი და ფიჭვებისხევი აშკარად დმანისის რაიონის გომარეთის თემს ეკუთვნის, მდინარე ხრამის ხეობაა და ბედიანიც ახლოს უდგება და ადრე შეიძლება ბედიანის თემი იყო ან შეცდომაა გაპარული ძველ წყაროებში, 0,0000000000001 პროცენტიც კი არ არის ალბათობა იმის რომ დმანისში და წალკაში ერთდაიგივე დასახელების ოთხი პუნქტი არსებობს, ასე, რომ მრავალმნიშვნელოვნების გვერდებზეც უნდა ამოვაკლო. რაც შეეხება ზემო აშკალას ეტყობა როგორც აშკალა ისე აღწერეს და აღარ არის ცალკე სოფელი--GagaVaa განხილვაწვლილი 18:55, 27 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

რამდენიმე კითხვა მაქვს:

  1. ეს სოფლებისა და მისი ახალი სახელების ჩამონათვალი რომ ჩამოწერე რა საჭირო იყო ზემოთაც ხომ ეწერა?
  2. რატომ არ ელოდებით სხვების აზრს და რატომ ახდენთ ცვლილებებს მანამდე დამოუკიდებლად?
  3. ვიკიპედიაში რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ვარაუდებზე დაფუძნებით ცვლილებების შეტანა (ეტყობა..., ან შეუერთდნენ ან სახელი გადაერქვათ...., შეიძლება ბედიანის თემი იყო ან შეცდომა გაეპარათ ძველ წყაროებში...). ჩვენც ბევრი ვარაუდი გამოვთქვით, მაგრამ წყაროს გარეშე ვერ გადავიტანეთ. სანამ არ დაადასტურებთ წყაროებით მაგათ არარსებობას მანამდე აღვადგენ შენს ცვლილებას თარგში.
  4. სანამ ცვლილებებს გააკეთებდი ეს განხილვა თუ ნახე?
  5. როგორ ფიქრობ ამხელა განხილვას როცა წაიკითხავ. ამის შემდეგ შენი მითითება ყურადღებასთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი ხომ არააა? --JABA 1977 20:09, 27 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა ჯაბა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თქვენი ყურადღება თუნდაც წვრილმანი საკითხების მიმართ ძალიან მომწონს და მივესალმები. რაც შეეხება ჩემს მიერ გაკეთებულ ცვლილებებს მინდა ვთქვა, რომ ლოგიკას მხოლოდ მაშინ ვეყრდნობი, როდესაც ის უტყუარია,ხოლო თარგში ჩამატებულ სოფლების ამოკლება გამოწვეული იყო იმით, რომ ინტერნეტ რესურსების საკმარისზე მეტი რაოდენობა იყო დაგროვილი იმისი, რომ არც 2002 წლის აღწერისას და არც მის შემდეგ გამოცემულ დოკუმენტებში ნახსენები არ იყო მსგავსი ტიპის დასახლებული პუნქტები. რაც შეეხება ვარაუდებს ეს იყო უბრალოდ გამოთქმული და არანაირად არ მოუხდენია გავლენა ცვლილებების საჭიროებაზე. ხოლო წყარო საჭირო იქნება იმ მომხმარებლებისთვის რომლებიც დააპირებენ სიაში ახალი სოფლების დამატებას და უფრო ახალ წყაროებს არ წარმოადგენენ ვიდრე ახლა გვაქვს ხელმისაწვდომი. რაც შეეხება შემდეგ საკითხს შენიშვნასთან დაკავშირებით დავამატებ, რომ ქართული ვიკიპედია რათქმაუნდა ვითარდება და არაკომპეტენტური კადრების ქართული ვიკიდან გაძევების ბუნებრივი პროცესი აუცილებლად დაიძვრება, სამწუხაროდ მე ვერ ვუთმობ დიდ დროს ვერც ვიკიპედიას და მითუმეტეს იმას რომ მსგავსი საკითხების ორგანიზატორად გამოვავლინო თავი, მაგრამ შენიშვნა, უფრო სწორედ მართებული მითითება საწყენი არ უნდა გახდეს არცერთი ვიკიპედიელისთვის, ისე ვერ გავიზრდებით, თუ ერთმანეთის აზრებს და შეხედულებებს პატივი არ ვეცით. რაც შეეხება სოფლების ჩამოთვლას შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ, იმაზე რომ სახელშეცვლილი სოფლების სრული ჩამონათვალი არსად არ იყო განხილვის გვერდზე მოცემული, მე ჩემთვის ძალიან ძვირფასი დრო დაკარგე იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მომეძიებია, სრულყოფილი და ადვილად აღსაქმელი სახე მიმეცა და განმეთავსებინა იმის გამო, რომ გაცნობოდნენ ისინი ვისაც ჩემგან განსხვავებით არ ჰქონდათ სრული წარმოდგენა შექმნილ სიტუაციაზე. ხოლო, თუ ვინმე (უ)მსგავსად მოეკიდებოდა ჩემს გაწეულ შრომას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ბატონო ჯაბა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თქვენ აგდებულად ეკიდებით პირადად ჩემს მიერ გაწეულ სამუშაოს, ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ჩემს ადამიანურ პატივმოყვარეობას ეხება და შეურაწყოფას მიახლოებული ფორმით საუბარს თავი დაანებოთ.--GagaVaa განხილვაწვლილი 07:34, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

წყაროები დღევანდელი მდგომარეობით[წყაროს რედაქტირება]

აქვე ვამატებ წყაროების ჩამონათვალს სადაც არსად არ ფიგურირებს შეცდომით და წყაროს გარეშე ჩამატებული 5 სოფელი, რომელიც მე რათქმაუნდა ამოვაკელი და ბატონმა ჯაბამ ისევ აღადგინა, კვლავ წყაროს გარეშე. ბატონ ჯაბას ვაძლევ 1 საათს (მაგდენიც არ არის საჭირო წყაროებიდან გამომდინარე) სანამ მოიძევდეს უფრო ახალ წყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში თარგიდან ამოვაკლებ ხსენებულ სოფლებს, თუ კიდევ მოხდება ვანდალიზმის მსგავსი გამოვლინება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბატონი ჯაბა იგნორირებას უკეთებს ყველა ახალ წყაროს და მხოლოდ საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე აკეთებს შესწორებებს, იძულებული ვიქნები დახმარება ვთხოვო ვიკიპედიელებს, ვინაიდან არ ვიცი მსგავს შემთხვევაში როგორ მოვიქცე.

დავამატებ რომ თითქმის ყველა წყარო უკვე იყო მოყვანილი ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა განხილვის გვერდზე, და უბრალოდ არაკომპეტენტური პირების ხუშტურების გამო მომიწია თითქმის საათის დაკარგვამ რათა შემეკრიბა და დაღეჭილი სახით მომეწოდებინა.--GagaVaa განხილვაწვლილი 08:42, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გვერდებზე საქმეების გარჩევა არ ხდება და არც ვაპირებ გიპასუხო. საქმეს რაც შეეხება: როდესაც დაასკვნი მოკლედ ოფიციალური ადმინისტრაციული 41 სოფელი გვაქვს და მოგყავს წყარო სადაც წერია მუნიციპალიტეტში 51 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი- წალკა, 2 დაბა- ბედიანი (ხრამჰესი), თრიალეთი (ჩაპაევკა) და 48 სოფელი, ხოლო მეორეგან ვერ გაურკვევიათ თრიალეთი და ბედიანი დაბაა თუ სოფელი ცოტა არ იყოს მეეჭვება ზემოთხსენებული ლოგიკისა. მაგ წყაროებს კარგად გადაავლე თვალი ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ნახავ და მასე რომ დაგვემართა ჩვენც და ვერ შევაჯერეთ ამიტომ ვითხოვე დრო რათა როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტში დავრეკე, ისე დამერეკა წალკაშიც და გამერკვია რა ხდებოდა ამ კუთხით. --JABA 1977 14:06, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

2013 წლის ამ ბრძანებულების მიხედვით ჭოჭიანი და ჩათახი – წალკის მუნიციპალიტეტში იძებნება. ამის მიხედვით პანტიანი – კასპის, თეთრიწყაროსა და დმანისის რაიონებშია. დმანისის პანტიანი კი არა გომარეთის არამედ დმანისის თემშია. ხოლო ფიჭვებისხევს საერთოდ არ ძებნის ეს სისტემა. მოხარული ვიქნები ჩემს და თქვენს წყაროებს თუ შეაჯერეთ და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას. --JABA 1977 15:16, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
მაგ ბრძანებულებაში (2006 წლის, პრეზიდენტის ბრძანებულება) აშკარად შეცდომაა. ძეგლი, რომელიც ჩათახში, წალკის მუნიციპალიტეტშია მითითებული, ლამაზი საყდარი არის ეს ძეგლი ლიპარიტისუბანი - რომელიც რეალურად დმანისის მუნიციპალიტეტშია. არცერთი სხვა თანამედროვე წყარო და სახელმწიფო უწყებს დოკუმენტი ამ სადაო სოფლების არსებობას არ ადასტურებს. დარეკვის მომხმრე მეც ვარ, ვცადე უკვე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემი პოზიცია დადასტურდება. მაგრამ სანამ ნომრებს გავიგებთ და დავრეკავთ, მანამდე უნდა ამოვიღოთ ეს ინფორმაცია --M. განხილვაწვლილი 15:27, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ისეთ სიტუაციებს ვაწყდები ამ ბოლო დროს, ალბათ 2*2=5 რომ ჩავასწორო 2*2=4-ად მაგაზეც განხილვის გვერდის გავსება გახდება საჭირო. პირველ წყაროს რაც შეეხება არ გავაკეთებ კომენტარს, მაინცდამაინც სარწმუნოდ არ გამოიყურება (პირადი მოსაზრებაა), რაც შეეხება მეორე წყაროს მანდ კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ჩათახი (ერთერთი ოთხი სადაო სოფლიდან) ნამდვილად არის დმანისის რიგებში, ხოლო საპირისპირო, რომ რომელიმე ზემოთნახსენები სოფლებიდან წალკას ეკუთვნის მე ნამდვილად ვერ დავინახე. აშკარააა, რომ ეს სოფლები დღეს წალკის მუნიციპალიტეტის ბედიანის თემს აღარ ეკუთვნის, საკითხავი და გასარკვევი თუ ვინმე დარეკავს მუნიციპალიტეტში, არის ის ოდესმე საერთოდ ეკუთვნოდა თუ არა, და როდის გამოეყო წალკას. საინტერესო ინფორმაცია იქნება და სოფლების გვერდებზე ჩავამატებთ. დაველოდები კიდევ ვინმეს თუ გაუჩნდება რაიმე მოსაზრება და ერთი დღე დავტოვებ თარგს ხელუხლებლად.--GagaVaa განხილვაწვლილი 15:57, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მთავარი პრობლემა აქ თარგის ცვლილებაა და არაა, მთავარია გადამოწმებადი წყაროების მიხედვით სტატიები გამდიდრდეს. პრეზიდენტის ბრძანებულებებშიც თუ შეცდომაა მაშინ არ ყოფილა ჩვენი საშველი (ისე საინტერესოა იქნებ მოახდინეს ამის ჩასწორება). ზემოთ მითითებული წყაროს მიერ მოტანილ ნომრებზე დავრეკე, უმეტესობა არარეგისტრირებულია და სადაც გავედი აბსოლიტურად სხვებთან აღმოვჩნდი ხაზზე. მე ვფიქრობ რომელიმე სოფელი ამჟამად დმანისს მიეკუთვნება და ადრე წალკას ეკუთვნდა. ცოტა ხანი მადროვე და დავრეკავ მუნიციპალიტეტში (ხვალე სამუშაო დღე არაა), გავარკვევ სიმართლეს (იმედია მათ ეცოდინებათ) და ისე ვიმოქმედოთ. --JABA 1977 17:11, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

პანტიანზე რას იტყვი? რომ გადაიტანე სათაურზე პანტიანი (გომარეთის თემი)? არადა დმანისის თემშია მითითებული წყაროს მიხედვით. აქაც შეცდომააა? --JABA 1977 17:13, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ ბედიანის მდებარეობას დააკვირდით წალკის მუნიციპალიტეტის რუკაზე, როგორაა შეჭრილი სხვა რაიონებში. საფიქრებელია რომ გარკვეული სოფლები ადრე წალკას ეკუთვნოდა და მერე მიაკუთვნეს დმანისის გომარეთის თემს. ეს ვარაუდი უნდა დავამტკიცოთ. გავერკვეთ. --JABA 1977 17:17, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ბედიანის მდებარეობას დავაკვირდი და სწორედ მაგიტომ ვთქვი რომ ეტყობა ადრე ეკუთვნოდა ბედიანის თემსთქო. დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ორი პანტიანი და ორი კაკლიანი ერთი პანტიანი და ერთი კაკლიანი არის გომარეთის თემში, მეორე პანტიანი დმანისის თემში, მეორე კაკლიანი კი ყიზილქილისის თემში. რავ შეეხება დარეკვას ვფიქრობ დმანისის მუნიციპალიტეტს დავუკავშირდეთ ჯობია, ვფიქრობ მანდ უფრო გაგვარკვევენ ვიდრე წალკაში.--GagaVaa განხილვაწვლილი 17:50, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს ნელ-ნელა კონსესუსისკენ მივდივართ. --JABA 1977 17:53, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

აქ არის ყველა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ნომერი მათ შორის გომარეთისაც, საკონსესუსოც არაფერია, რადგან მაინცდამაინც დარეკვაა საჭირო დავრეკოთ, დავრწმუნდებით რაღაცაში და თან მე ყველაზე მეტად მაინტერესებს ადრე ეკუთვნოდა თუ არა წალკას. ვფიქრობ მუნიციპალიტეტშიც გაგვიჭირდება ბოლომდე კომპეტენტური პირის მოძიება, მაგრამ იქნება ერთი კაცი მაინც ვისაც კარგად ეცოდინება რა ხდება.--GagaVaa განხილვაწვლილი 18:13, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ხო ეს ნომრები ერთ დროს კორპორაციული იყო. მე უფრო სხვა ხერხს ვამჯობინებ ხოლმე. --JABA 1977 18:17, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]


წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგნილება ნახეთ მე-14 მუხლი. სადავო აღარაფერია. --M. განხილვაწვლილი 09:23, 7 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ენციკლოპედია საქართველო და რუკა[წყაროს რედაქტირება]

სამწუხაროდ ჯერ დასარეკად ვერ მოვიცალე, მაგრამ წარმოვადგენ ინფორმაციას 1997 წლის ენსიკლოპედია საქართველოს და 2006 წელს გამოცემული რუკის მიხედვით:

ბედიანი, დაბა (1963-დან) წალკის რაიონში, მდ. ხრამის ნაპირას. დაბის საკრებულოს ცენტრი (დაბა ბ., სოფლები: პანტიანი, ფიჭვებისხევი, ჩათახი, ჭოჭიანი, ხრამჰესი). – ენციკლოპედია საქართველო, ტ. 1, თბ., 1997 წ. გვ. 389

ამ რუკის მიხედვით, რომელიც 2006 წელსაა გამოცემული ბედიანი დმანისის მუნიციპალიტეტშია.

მე მაგალითად გაურკვევლობაში ვარ. იქნებ მოვახერხო და დარეკვით გავარკვიოთ ამ რეალურად არსებული სოფლების ბედი. --JABA 1977 15:17, 30 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

არც მე მქონდა თავისუფალი დრო, ხვალ მეც ვცდი ვინმესთან დაკავშირებას. პირველი წყარო გასაგებია, აი რუკებზე დღემდე ისე ჩანს რომ ბედიანი ერთგვარი ექსკლავია წალკის რაიონის.--GagaVaa განხილვაწვლილი 22:15, 1 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვესაუბრე წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს (თამარ ცქიტიშვილი). დამიდასტურა, რომ ბედიანის თემში შედის მხოლოდ დაბა ბედიანი და ხრამჰესი. ჩათახი, ჭოჭიანი, ფიჭვებისხევი წალკის მუნიციპალიტეტში არ შედიან!. ისიც მითხრა, ბედიანში ვერავის დაუკავშირდებით, რადგან ტელეფონი ცუდად იჭერსო. --M. განხილვაწვლილი 09:41, 7 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

რომ არ შედიან მაგაზე ვმსჯელობთ სწორედ აქ, მაგრამ პასუხი კითხვაზე რატომ აღარ შედიან კიდევ არ ჩანს. --JABA 1977 14:38, 7 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

რატო არ შედიან ეგ კი არა, ადრე რომ შედიოდა (ქსე-ს მიხედვით) ეგეც არ იციან წალკის საკრებულოში. --M. განხილვაწვლილი 06:25, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

დმანისის მუნიციპალიტეტის ფეისბუკის გვერდიდან მივიღე ეს ინფორმაცია: პანტიანი შედის დმანისის თემის ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ჭოჭიანი და ფიჭვებისხევი ადგილების სახელწოდებებია სოფელ გომარეთში, ხოლო სოფელი ჩათახი შედის გომარეთის ადმინისტრცაიულ ორგანოში. იმოქმედეთ ისე როგორც საჭიროდ ჩათვალოთ. --JABA 1977 14:14, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჭოჭიანი და ფიჭვებისხევი ჯერჯერობით დარჩებიან, როგორც სოფლები, ხოლო თუ ახალი აღწერის შემდეგ აღარ იარსებებს მგავსი დასახელებით სოფლები მაშინ შეგვიძლია ნასოფლარებად ან ყოფილ სოფლებად და გომარეთის ნაწილად მოვიხსენიოთ. ჩემი აზრით ეს არის ოპტიმალური ვარიანტი და ამით ეს თემაც ერთხელ და სამუდამოდ ვფიქრობ დახურულად უნდა გამოცხადდეს და სხვა პრობლემებს მივხედოთ. ხოლო თუ შევიტყობთ როდის და რატომ შეუერთდა აღნიშნული სოფლები დმანისის მუნიციპალიტეტს ინფორმაციისთვის ჩავამატოთ შესაბამის გვერდებზე, ისე უფრო სავარაუდოა, რომ არც არასდროს შედიოდა წალკის მუნიციპალიტეტში და უბრალოდ ქსე-ში იყო გაპარული შეცდომა, აქედან დასკვნა: ქსე-ც ადამიანების დაწერილია ანუ შეცდომაც დასაშვებია და ბრმად ნდობა არ შეიძლება --GagaVaa განხილვაწვლილი 20:09, 8 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ეგ მეც ქსე-სშეცდომა მგონია, მაგრამ ჭოჭიანს და ფიჭვებისხევს რაც შეეხება, რატომ უნდა შევინარჩუნოთ მათზე სტატიები? (1) ქსე-ში არ იხსენიება (2) დმანისის საკრებულო არ მოისხენიებს ოფიციალურ დოკუმენტში (3) და ფეისბუკზეც იმავეს წერენ ჯაბას, რომ სოფელი კი არა ტოპონიმებია. --M. განხილვაწვლილი 07:51, 9 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჩათახთან დაკავშირებით იხილეთ ეს დადგენილება. ჩათახი → ქცია. --JABA 1977 17:37, 9 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]