ვიშის რეჟიმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიშის რეჟიმი
État français

Flag of France.svg







19401944 Flag of France.svg





Flag of France.svg Coat of Arms of the French State.svg
დროშა გერბი
დევიზი
"Travail, Famille, Patrie"
ჰიმნი
La Marseillaise
Vichy france map.png
დედაქალაქი ვიში (დე-ფაქტო)
პარიზი (დე-იურე)
ზიგმარინგენი (1944-1945)
ენა ფრანგული
ფულის ერთეული ფრანკი
მმართველობის ფორმა ავტორიტარული სახელმწიფო

ვიშის საფრანგეთი, ვიშის რეჟიმი, ან ვიშის მთავრობა, ამ ტერმინით მოიხსენიებენ 1940 წლის აგვისტოდან 1944 წლამდე არსებულ საფრანგეთის მთავრობას. ვიშის რეჟიმის წინ არსებობდა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, ხოლო მის შემდგომ იყო დროებითი მთავრობა. ვიშის რეჟიმის შექმნას წინ უძღოდა, მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის მარცხი ნაცისტურ გერმანიასთან. ახლად შექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა მარშალი ანრი ფილიპ პეტენი.

ვიშის რეჟიმი ვერ აკონტროლებდა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ვინაიდან ეს ტერიტორია გერმანულ ვერმახტს ჰქონდა დაკავებული. რეჟიმის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვიში. პეტენი და ვიშის რეჟიმის წარმომადგენლები, თანამშრომლობდნენ გერმანელებთან. აქაც ისევე ხორციელდებოდა ებრაელების დევნა როგორც გერმანულების მიერ დაპყრობილ სხვა ტერიტოირებზე.

რამდენიმე წილის შემდეგ, შარლ დე გოლმა ვიშის რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი დააყენა. მოკავშირეების მიერ საფრანგეთში შეჭრის და ოპერაცია ოვერლორდის წარმატებით გახორციელების შემდეგ, შარ დე გოლი გახდა საფრანგეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი. 1944 წელს გათავისუფლდა პარიზი. მოკავშირეების მიერ შარ დე გოლის მთავრობა ლეგიტიმურად იქნა აღიარებული.

პეტენის მთავრობა გადავიდა გერმანიაში და 1945 წლის აპრილამდე დევნილი მთავრობის სტატუს ატარებდა. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, ვიშის რეჟიმის წარმომადგენლების უმრავლესობას დახვრეტა მიესაჯა, ანალოგიური ბედი ელოდა პეტენსაც. მას წაუყენეს სამშობლოს ღალატის ბრალდება, თუმცა მოგვიანებით დახვრეტა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.