ხალხური ეტიმოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხალხური ეტიმოლოგია — სიტყვის ანალიზის გარეშე ან სიტყვის უშუალო გააზრებით მიღებული ეტიმოლოგია; მისწრაფება ამა თუ იმ სიტყვის მოტივაციისკენ; ბუნდოვანი აგებულების სიტყვათა „გააზრება“ გარეგნულად მსგავს, ნაცნობ სიტყვებთან დაკავშირების გზით. მაგალითად, სამაია (სპარს. სამა-როკვა) ქართულად ხალხური ეტიმოლოგია განიცადა და გააზრებულია, როგორც სამი ქალის ცეკვა[1]. ამ არამეცნიერულ ხალხურ ეტიმოლოგიას უპირისპირდება ენათმეცნიერების დარგი — ეტიმოლოგია.

ხალხური ეტიმოლოგიის მიზეზი ხდება ასევე სიტყვის შემადგენელი ნაწილის ვერ გააზრება.

ხალხური ეტიმოლოგიის მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხური ეტიმოლოგიის შედეგად სიტყვა უფრო გასაგები ხდება. ხოლო სიტყვისშემადგენელი ნაწილი შეიძლება გახდეს ორი მიზეზის გამო გაუგებარი, ან მოძველდეს ან უცხოური ენიდან იყოს.

ქართულში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულში განსაკუთრებით ხშირია ხალხური ეტიმოლოგია საკუთარი სახელების „ამოცნობისას“.

  • რაჭა -> რა ჭაა? (ვახუშტი ბატონიშვილი)
  • ჭიათურა -> ჭიაა თუ რა?
  • სამტრედია -> სამტრედო (მტრედების ადგილი).

ინგლისური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვები, რომლებიც სიტყვის შემადგენელი ნაწილი მოძველდა.

  • სიტყვიდან shamefast (სიტყვასიტყვით: სირცხვილში დაჭერილი; მორცხვი) ფონეტიკური მსგავსებით მივიღეთ shamefaced (მორცხვი). მიუხედავად იმისა რომ fast (რისამე ფიქსირებულად ყოფნა) არააა მოძველებული სიტყვათა მყარ შეხამებებში გაუგებარია.

სიტყვები, რომლებიც სიტყვის შემადგენელი ნაწილი უცხო ენის კუთვნილება იყო:

  • causeway შეიცვალა causey-დან (ფრანგული causee) რათა სიტყვის მეორე ნაწილი მიემსგავსებინათ სიტყვისთვის way.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 425-426.