ანდორის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდორას დროშა
ანდორას სამთავრო
მიღებულია 1866
პროპორცია 7:10
კომპიუტერული
დიზაინი
ანდორას დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება სამი არათანაბარი ზომის ვერტიკალური ლურჯი, ყვითელი და წითელი ზოლისაგან (პროპორციით 8:9:8). ცენტრში (ყვითელ ზოლზე) გამოსახულია ანდორას გერბი.

ანდორის დროშა (კატალან. Bandera d'Andorra) — ანდორას სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. ეს სამფეროვანი დროშა მიღებულია 1866 წელს. ერთი შეხედვით, სამივე ზოლი თანაბარი სიგანისაა, მაგრამ რეალურად ცენტრალური ყვითელი ზოლი უფრო ფართოა ვიდრე ლურჯი ან წითელი. მათი სიგანეთა შეფარდება 8:9:8-ის ტოლია.

დროშის დიზაინი შექმნილია საფრანგეთისა და ესპანეთის (პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობის დამცველი ქვეყნების) დროშების მიხედვით. ანდორის დროშა საფრანგეთისას სამფეროვნებითა და ზოლების ვერტიკალური განლაგებით ჰგავს, ხოლო ფართო ცენტრალური ზოლი ესპანეთის დროშის გავლენის შედეგია. ლურჯი და წითელი ფერები მეორდება საფრანგეთის, ხოლო ყვითელი და წითელი ფერები ესპანეთის დროშაზე.

1806-1866 წლებში ანდორაში გამოიყენებოდა თანაბარი ზომის ვერტიკალური ყვითელი და წითელი ზოლებისაგან შედგენილი დროშა.

ანდორის დროშა ფერებითა და მათი განლაგებით ძალიან ჰგავს რუმინეთის, მოლდოვისა და ჩადის დროშებს, თუმცა მათგან პროპორციებითა და ფერების სიმკვეთრით განსხვავდება, თანაც ამ დროშებზე ზოლები თანაბარი სიგანისაა. ჩადისა და რუმინეთის დროშებზე, ანდორისა და მოლდოვის დროშებისაგან განსხვავებით, ეროვნული გერბი გამოსახული არაა.

პროპორციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშის პროპორციაა 200:140 (იგივე 10:7).

ანდორას დროშის კონსტრუქცია და პროპორციები.

სხვა დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსგავსი დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]