საფრანგეთის პრეზიდენტი — საფრანგეთის სახელმწიფო მეთაური, აირჩევა 5 წლით საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით ხმების აბსოლუტური უმრავლესობით ორტურიანი მაჟორიტარული სისტემით. იგი ნიშნავა პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს, ხელმძღვანელობს მინისტრთა კაბინეტს და შეიარაღებულ ძალებს. პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს საფრანგეთის ეროვნული კრება. 2012 წლის 6 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ფრანსუა ოლანდმა, რომელმაც მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა.
პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს ელისეის სასახლეში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]