შინაარსზე გადასვლა

ჰაროლდ პინტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაროლდ პინტერი
ინგლ. Harold Pinter
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1930(1930-10-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო[15]
გარდაცვალების თარიღი 24 დეკემბერი, 2008(2008-12-24)[16] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13] [14] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო[15] [17]
დასაფლავებულია კენსალ-გრინის სასაფლაო[17]
ფსევდონიმი David Baron[18]
საქმიანობა დრამატურგი[13] , მსახიობი[13] , კინორეჟისორი, სცენარისტი[19] , მწერალი, თეატრის რეჟისორი, პოეტი[13] , რომანისტი და რეჟისორი[13] [20]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი Central School of Speech and Drama[21] და დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია[22]
Magnum opus The Room, The Birthday Party, The Dumb Waiter და The Caretaker
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[23] [24] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, ლოურენს ოლივიეს პრემია, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, ჰერმან კესტენის პრემია, ფრანც კაფკას პრემია, ამერიკის პრემია ლიტერატურაში, Sretenje Order, ღირსების კავალერი, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[25] , Society of London Theatre Special Award, Critics' Circle Award for Distinguished Service to the Arts და Europe Theatre Prize
მეუღლე Vivien Merchant[26] და Antonia Fraser[26]
შვილ(ებ)ი Daniel Brand[26]
საიტი haroldpinter.org

ჰაროლდ პინტერი (ინგლ. Harold Pinter; დ. 10 ოქტომბერი, 1930, ლონდონი — გ. 24 დეკემბერი, 2008) — ინგლისელი დრამატურგი, პოეტი, რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. 2005 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. პინტერი ბრისტოლის უნივერსიტეტში სწავლობდა დრამას.

პინტერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი დრამატურგია, რომლის მწერლობის კარიერა 50 წელზე მეტს მოიცავს. მისი ყველაზე ცნობილი პიესების სათავეშია: „დაბადების დღე“ (1957), „შინ დაბრუნება“ (1964) და „ღალატი“ (1978), თითოეული მათგანი ადაპტირებულია ეკრანზე. ეკრანიზებულია მისი სხვა პიესებიც: „მსახური“ (1963), „გადასასვლელი“ (1971), „ფრანგი ლეიტენანტის ქალი“ (1981), „სასამართლო“ (1993) და „Sleuth“ (2007).

პინტერი დაიბადა და გაიზარდა ჰაკნიში, აღმოსავლეთ ლონდონში. სწავლობდა „ჰაკნის სკოლაში“, იგი თამაშობდა კრიკეტს, მონაწილეობდა სკოლის სპექტაკლებში და წერდა ლექსებს. სწავლა ლონდონში დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში დაოწყო, თუმცა კურსის დამთავრებამდე შეწყვიტა აქ სწავლა. შემდგომ სწავლობდა „მეტყველებისა და დრამის ცენტრალურ სკოლაში“, ამის პარალელურად მუშაობდა თეატრში, ირლანდიასა და ინგლისში. 1956 წელს დაქორწინდა ინგლისელ მსახიობზე ვივიენ მერჩანტზე, რომელთანაც 1958 წელს მას ვაჟი, დენიელი ეყოლა. ისინი 1975 წელს დაშორდნენ, ჰაროლდი 1980 წელს ბრიტანელ მწერალზე ლედი ანტონია ფრასტერზე დაქორწინდა.

პინტერმა პირველი პიესა „ოთახი“ 1957 წელს დაწერა, სწორედ აქედან იწყება მისი კარიერა დრამტურგიაში. მისი მეორე პიესა „დაბადების დღე“ რომელიც 8 დადგმული სპექტაკლის შემდეგ დაიხურა, ინგლისელმა კრიტიკოსმა და ავოტრმა ჰაროლდ ჰობსონმა ენთუზიაზმით შეამოწმა. მისი პირვანდელი ნამუშევრები კრიტიკოსებმა შეაფასეს როგორც „კომედიის მუქარა“. მისი ისეთი პიესები როგორიცაა: „არავის მიწა“ (1975) და „ღალატი“ (1978) მოგვიანებით საქვეყნოდ ცნობილი გახდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული თავვისავე ნამუშევრებში, როგორც ფილმებში ასევე რადიოში. პინტერს ასევე სხვა მწერლების ნაშრომების დადგმებშიც აქვს როლი მორგებული. მას სცენისთვის, თეატრისა და ფილმისთვის მთლიანობაში 50-მდე პიესა აქვს შედგენილი. სიცოცხლის განმავლობაში 50-მდე პრიზი და ნომინაცია აქვს აღებული, მათ შორისაა: ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში (2005) და „Légion d'honneur“ (2007).

პინტერის ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2001 წლის დეკემბერში „ეზოფაგენური კიბოს“ დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა მან მაინც განაგრძო სცენაზე თამაში. მისი ბოლო ტიტულოვანი როლი სამუელ ბეკეტის პიესაში „Krapp's Last Tape“-ში ითამაშა, რომელიც განკუთვნილი იყო „სამეფო სასამართო თეატრის“ 50-ე სეზონისთვის (ოქტომბერი, 2006). ჰაროლდ პინტერი 2008 წლის 24 დეკემბერს ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა.

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინტერი დაიბადა 1930 წლის 10 ოქტომბერს, ჰაკნიში, აღმოსავლეთ ლონდონში. იყო ბრიტანელი ებრაელების ერთადერთი ვაჟი. მამამისი ჰიმან ჯეკ პინტერი (1902-1997) იყო მკერავი, ხოლო დედამისი ფრანცეს (ნი მოსკოვიტზ; 1904-1992) დიასახლისი.[27][28] დასაწყისში პინტერი პოემების წერისას იყენებდა ფსევდონიმს - პინტა, ასევე „და პინტოს“. მისი მეორე მეუღლის ლედი ანტონია ფრაზერის კვლევებმა აჩვენა რომ პინტერის სამი ბებია და ბაბუა იყვნენ პოლონეთიდან, ხოლო მეოთხე იყო ოდესადან, შესაბამისად ისინი იყვნენ აშქენაზები, ებრაელების სუბეთნიკური ჯგუფი, შუასაუკუნეების გერმანიიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები.

პინტერმა, როგორც სტუდენტმა „ჰაკნის სკოლასა“ და „ლონდონის გრამატიკის აკოლაში“ აღმოაჩინა თავისი სოციალური პოტენციალი. ის მეგობრები რომლებიც მან აქ სწავლისას შეიძინა, განსაკუთრებით კი: ჰენრი ვულფი, მაიკლ (მიკ) გოლდშტეინი და მურის ვერნიკი ყოველთვის იყვნენ მისი ცხოვრების ემოციური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. პინტერის შთაგონების წყარო იყო მისი ინგლისური ენის მასწავლებელი ჯოზეფ ბრიერლი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა რომ სკოლის სპექტაკლებში მიეღო მონაწილეობა, პინტერი მასთან ერთად ასევე ხშირად საუბრობდა ლიტერატურაზე. ბილინგტონის თანახმად, „პინტერმა ბრწყინვალედ იცოდა ინგლისური ენა, წერდა სკოლის ჟურნალებისთვის და დასაჩუქრებული იყო სამსახიობო ნიჭით“. 1947 წელსა და 1948 წელს მან სპექტაკლებში რომეო და მაკბეტის როლი ითამაშა.

12 წლის ასაკში პინტერმა დაიწყო ლექსების წერა, 1947 წლის გაზაფხულზე მისი ნამუშევრები პირველად გამოქვეყნდა „ჰაკნის სკოლის ჟურნალში“. 1950 წელს მისი პოეტური ნაშრომები პირველად გამოიცა „Poetry London“-ში, ფსევდონომით „პაროლდ პინტა“.[29]

პინტერი იყო ათეისტი.

თეატრალურზე სწავლა და სასცენო გამოცდილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს სწავლა განაგრძო „დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში“. თუმცა მას აქ სწავლა ეზიზღებოდა, აცდენდა გაკვეთილებს და ჰქონდა მენტალური პრობლემები, მან 1949 წელს, კურსის დამთავრებამდე შეწყვიტა სწავლა.[30] 1949 წლიდან 1950 წლამდე ჩესტერფილდში, საახალწლო სასცენო დადგმაში, „დიკ უიტინგტონი და მისი კატა“-ში თამაშობდა პატარა როლს. 1951 წლის იანვრიდან ივლისამდე ესწრებოდა „მეტყველებისა და დრამის ცენტრალური სკოლის“ გაკვეთილებს.

1951 წლიდან 1952 წლამდე „მაკმასტერის კომპანიასთან“ ერთად მოინახულა ირლანდია, სადაც მან სცენაზე ათეულობით როლი შეასრულა. 1953 წლიდან 1954 წლამდე „მეფის თეატრში“, ჰამერსმითში, მუშაობდა „დონალდ ვოლფიტის კომპანიისთვის“, სადაც მან 8 როლი მოირგო.[31][32] 1954 წლიდან 1959 წლამდე, სცენაზე თამაშობდა სასცენო სახელით, როგორც დეივიდ ბაირონი. ამ სახელით მან 20-მდე როლი ითამაშა. ამ პერიოდში იგი რადიოსთვის, ფილმებისთვის და ტელევიზიისთვის მონაიწლეობას იღებდა როგორც თავის პიესებში, ასევე სხვა დრამატურგების ნაშრომებშიც.

ქორწინება და ოჯახური ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პინტერის სახლი 1962–64

1956 წლიდან 1980 წლამდე იგი დაქორწინებული იყო ინგლისელ მსახიობზე, ვივიენ მერჩანტზე, რომელიც მან გასტროლების დროს გაიცნო.[33] ვივიენი ცნობილია ფილმ „Alfie“-ში შესრულებული როლით. მათ 1958 წელს ეყოლათ ვაჟი, დენიელი. 1970-იან წლებში მერჩანტი პინტერის მრავალი ნამუშევრის სასცენო დადგმაში გამოჩნდა. მათ შორისაა პიესა „შინ დაბრუნება“, რომლის ეკრანიზაციაც 1973 წელს გამოვიდა. თუმცა მათი ქორწინება მშფოთვარე იყო. 7 წლის განმავლობაში, 1962 წლიდან 1969 წლამდე პინტერს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა BBC-ის ჟურნალისტთან ჯოან ბეიკველთან, რომელმაც მას 1978 წლის პიესის „ღალატის“ დაწერა შთააგონა. ამ წლებში მას ურთიერთობა ასევე ჰქონდა ამერიკელ სოციალისტთან, რომელსაც იგი „კლეოპატრის“ სახელწოდებით მოიხსენიებდა.

პინტერი და მერჩანტი ლედი ანტონია ფრაზერს (პინტერის მომავალ მეუღლეს) პირველად 1969 წელს შეხვდნენ, ისინი ერთად მუშაობდნენ ლონდონის „ეროვნულ მუზეუმში“ პროგრამაზე „მარიამ სტიუარტი“. პინტერსა და ფრაზერს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, იგი თავის მეუღლეს ამ ურთიერთობას ორი თვე უმალავდა, თუმცა 1975 წლის 21 მარტს, მან საბოლოოდ უთხრა თავის მეუღლეს: „მე ვიღაცას შევხვდი“. ამის შემდეგ, 1975 წლის 28 აპრილს, პინტერის პიესის „არავის მიწის“ პრემიერიდან 5 დღის შემდეგ იგი საცხოვრებლად სხვა სახლში ფრაზერთან ერთად გადავიდა.[34][35]

  • The Room (1957)
  • The Birthday Party (1957)
  • The Dumb Waiter (1957)
  • A Slight Ache (1958)
  • The Hothouse (1958)
  • The Caretaker (1959)
  • A Night Out (1959)
  • Night School (1960)
  • The Dwarfs (1960)
  • The Collection (1961)
  • The Lover (1962)
  • The Homecoming (1964)
  • Tea Party (1964)
  • The Basement (1966)
  • Landscape (1967)
  • Silence (1968)
  • Old Times (1970)
  • Monologue (1972)
  • No Man's Land (1974)
  • Betrayal (1978)
  • Family Voices (1980)
  • Other Places (1982)
  • A Kind of Alaska (1982)
  • Victoria Station (1982)
  • One For The Road (1984)
  • Mountain Language (1988)
  • The New World Order (1991)
  • Party Time (1991)
  • Moonlight (1993)
  • Ashes to Ashes (1996)
  • Celebration (1999)
  • Remembrance of Things Past (2000)

ავტორი სცენარისა შემდეგი ფილმებისთვის:

  • The Caretaker (1963)
  • The Servant (1963)
  • The Pumpkin Eater (1963)
  • The Compartment (1963)
  • The Quiller Memorandum (1965)
  • Accident (1966)
  • The Birthday Party (1967)
  • The Go-Between (1969)
  • The Homecoming (1969)
  • Langrishe, Go Down (1970)
  • The Proust Screenplay (1972)
  • The Last Tycoon (1974)
  • ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი (1980)
  • Betrayal (1981)
  • Victory (1982)
  • Turtle Diary (1984)
  • The Handmaid's Tale (1987)
  • Reunion (1988)
  • Heat of the Day (1988)
  • The Comfort of Strangers (1989)
  • Party Time (1992)
  • The Trial (1989)
  • Lolita (1994)
  • The Dreaming Child (1997)
  • The Tragedy of King Lear (2000)

ითამაშა რამდენიმე როლი ფილმებში:

  • მსახური
  • უბედური შემთხვევა
  • კუს დღიური
  • მენსფილდ პარკი (Mansfield Park, 1999; სერ თომას ბერტრამი)
  • პანამელი მკერავი (Tailor of Panama, 2001; ძია ბენი)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. 4.0 4.1 Lundy D. R. The Peerage
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 Babelio — 2007.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 The Fine Art Archive
  14. 14.0 14.1 Munzinger Personen
  15. 15.0 15.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118594494 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. http://www.nytimes.com/2008/12/26/theater/26pinter.html
  17. 17.0 17.1 Find a Grave — 1996.
  18. https://www.webcitation.org/5zu83jkqV?url=http://www.haroldpinter.org/acting/index.shtml
  19. HOLLISHarvard University.
  20. www.acmi.net.au
  21. http://www.cssd.ac.uk/content/high-profile-alumni
  22. https://www.rada.ac.uk/profiles?aos=acting&yr=1949&fn=harold&sn=pinter
  23. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2005/
  24. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  25. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
  26. 26.0 26.1 26.2 Kindred Britain
  27. Harold Pinter, as quoted in Gussow, Conversations with Pinter 103.
  28. http://www.lib.utexas.edu/taro/uthrc/00108/hrc-00108.html
  29. Staff. (2011)Harold Pinter: An Inventory of His Collection at the Harry Ransom Humanities Research Center. Harry Ransom Humanities Research Center. University of Texas at Austin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2011.
  30. Billington, Harold Pinter 20–25, 31–35; and Batty, About Pinter 7.
  31. Acting. haroldpinter.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 July 2011. ციტირების თარიღი: 29 January 2011.
  32. Billington, Harold Pinter 20–25, 31, 36, and 37–41.
  33. Staff (25 December 2008). „Harold Pinter: the most original, stylish and enigmatic writer in the post-war revival of British theatre“. The Daily Telegraph. London: TMG. ISSN 0307-1235. OCLC 49632006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 January 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2011.
  34. Billington, Harold Pinter 253–55.
  35. Staff (11 August 1975). „People“. Time. Time Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 May 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2011.