შინაარსზე გადასვლა

ყირგიზეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყირგიზეთის რესპუბლიკა
Кыргыз Республикасы
Кыргызская Республика
ყირგიზეთი
ყირგიზეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი

ყირგიზეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბიშკეკი
42°52′ ჩ. გ. 74°36′ ა. გ. / 42.867° ჩ. გ. 74.600° ა. გ. / 42.867; 74.600
ოფიციალური ენა ყირგიზული, რუსული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი
 -  პრ.-მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი
ფართობი
 -  სულ 199 951 კმ2 (86-ე)
 -  წყალი (%) 3.6
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 6 000 000 (110-ე)
 -  2009 აღწერა 5 362 800 
 -  სიმჭიდროვე 26 კაცი/კმ2 (176-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $10.764 მილიარდი (134-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2150 (140-ე)
აგი (2007) 0.696 (საშუალო) (116-ე)
ვალუტა ყირგიზული სომი (KGS)
დროის სარტყელი UTC+06:00
ქვეყნის კოდი KGZ
Internet TLD .kg
სატელეფონო კოდი 996

ყირგიზეთი (ყირგ. Кыргызстан, რუს. Киргизия ან Кыргызстан), ოფიციალურად ყირგიზეთის რესპუბლიკა (ყირგ. Кыргыз Республикасы, რუს. Кыргызская Республика) — სუვერენული სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში.[1] მთიან და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ყირგიზეთს ესაზღვრებიან: ყაზახეთი ჩრდილოეთიდან, უზბეკეთი დასავლეთიდან, ტაჯიკეთი სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩინეთი აღმოსავლეთიდან. ქვეყნის დედაქალაქია ბიშკეკი.

ყირგიზეთს 2000 წელზე მეტი ხნის ისტორია გააჩნია, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და იმპერიის პერიოდებს მოიცავს. მიუხედავად გეოგრაფიული იზოლაციისა, რაც მისი უკიდურესად მთიანი რელიეფითაა განპირობებული და რაც ქვეყანას მისი უძველესი კულტურის შენარჩუნებაში დაეხმარა, ყირგიზეთი, ისტორიულად, რამდენიმე დიდი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა, როგორც აბრეშუმის დიდი გზისა და სხვა საკომუნიკაციო და კულტურული გზების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო დასახლებული დამოუკიდებელი ტომებისა და თემების შთამომავლებით, ქვეყანა პერიოდულად ექცეოდა უცხოელთა ბატონობის ქვეშ და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს მოიპოვა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყირგიზეთი, ოფიციალურად, უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა ქვეყნისათვის კვლავ გამოწვევებს წარმოადგენს ეთნიკური კონფლიქტები,[2][3] რევოლუციები,[4] ეკონომიკური პრობლემები,[5][6] გარდამავალი მთავრობები[7] და პოლიტიკურ პარტიათა კონფლიქტები.[8] ყირგიზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული საბჭოს, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია.

ეთნიკური ყირგიზები ქვეყნის 5,7 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. ასევე, აღსანიშნავია, უზბეკებისა და რუსების მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობები. ოფიციალური, ყირგიზული ენა, მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა თურქულ ენებთან, მიუხედავად ამისა, რუსული ენა ფართოდაა გავრცელებული ქვეყანაში, რაც საუკუნოვანი რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს. მოსახლეობის უმრავლესობა (64 %) არარადიკალური მუსლიმია.[9] მისი თურქული წარმოშობის გარდა, ყირგიზული კულტურისათვის დამახასიათებელია სპარსული, მონღოლური და რუსული გავლენის ნიშნები.

მიჩნეულია, რომ სახელი „ყირგიზ“ მომდინარეობს სიტყვა „ორმოცის“ თურქული შესატყვისისაგან და მიანიშნებს ორმოც თემზე რომლებიც ლეგენდის მიხედვით გმირმა მანამ უიღურთა სახანოს წინააღმდეგ გააერთიანა. სიტყვასიტყვით, ყირგიზ ნიშნავს ჩვენ ვართ ორმოცი.

ქვეყნის ტერიტორია 1855 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1924 წელს შეიქმნა ყარა-ყირგიზეთის ავტონომიური ოლქი, 1926 წელს - ყირგიზეთის ასსრ. 1936 წელს - შეიქმნა ყირგიზეთის სსრ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. 2005 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა დაასრულა ასკარ აკაევის 15-წლიანი მმართველობა.

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ცენტრალურ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია - ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი. ფართობი - 199 951 კვ. კმ. ბუნება - ქვეყნის ტერიტორიის 90 % ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს. უდიდესი ტბა - ისიქ-ქოლი.

ქვეყნის მთელი ტერიტორია მდებარეობს ზღვის დონიდან 500 მეტრზე ზევით. მისი ნახევარი 1000-დან 3000 მეტრამდე დიაპაზონში. ხოლო მესამედი 3000 მეტრს ზემოთ. მთიანი ქედები შეადგენს ქვეყნის დაახლოებით მეოთხედს. უდიდესი მწვერვალია გამარჯვების პიკი - 7439 მ.

უდიდესი მთათა სისტემებია:

  • სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. 2005 წლიდან ყურმანბეკ ბაკიევი.
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (ჟოგორკუ კენეში - 70 წევრი, საკანონმდებლო ასამბლეა - 35 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყირგიზეთი ადმინისტრაციულად იყოფა 7 ოლქად (oblasty) და 2 ქალაქად (shaar), ესენია:

  1. ქალაქი ბიშკეკი
  2. ქალაქი ოში
  3. ბათქენის ოლქი
  4. ოშის ოლქი
  5. ჩუის ოლქი (ცენტრი - ბიშკეკი)
  6. ჯალალაბადის ოლქი
  7. ნარინის ოლქი
  8. თალასის ოლქი
  9. ისიკ-ყულის ოლქი (ცენტრი - კარაკოლი)
  • მოსახლეობა - 4892 ათასი (2003), მათ შორის 52 % ყირგიზი, 18 % რუსი, 13 % უზბეკი, 2,5 % უკრაინელი, 2,4 % გერმანელი.
  • სახელმწიფო ენები - ყირგიზული და რუსული.
  • რელიგია - ისლამი.
  • დედაქალაქი - ბიშკეკი (825 ათასი). დიდი ქალაქები - ოში (226), ჯალალ-აბადი (76).

ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თურქულენოვანი ხალხი, ყირგიზები წარმოადგენენ, რომლებიც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 72 %-ს შეადგენენ (2013 წლის შეფასება). ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ რუსები (9,0 %), სამხრეთში კი — უზბეკები (14,5 %). პატარა, თუმცა აღსანიშნავ უმცირესობებს წარმოადგენენ დუნგანები (1,9 %), უიღურები (1,1 %), ტაჯიკები (1,1 %), ყაზახები (0,7 %), უკრაინელები (0,5 %) და სხვა უფრო მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობები (1,7 %). ქვეყანაში სულ 80-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.[10]

ისტორიულად, ყირგიზები ნახევრად მომთაბარე მწყემსები იყვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ მრგვალ კარვებში (იურტა) და მწყემსავდნენ ცხვარს, ცხენსა და იაკს. მომთაბარეობის ეს ტრადიცია ახლაც არსებობს, როდესაც მწყემსი ოჯახები ზაფხულობით მაღალმთიან საძოვრებზე მიდიან. ტრადიციულად უძრავად მცხოვრებ უზბეკებსა და ტაჯიკებს ფერღანის ხეობის დაბლობი მიწები აქვთ ათვისებული.[11]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყირგიზეთის ეთნიკურმა შემადგენლობამ აშკარა ცვლილებები განიცადა.[12][13][14] თუ 1979 წლისათვის ყირგიზები, პროცენტულად, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50 %-ს შეადგენდნენ, 2013 წლისათვის მათმა რაოდენობამ 70 %-ს გადააჭარბა, მაშინ, როცა ევროპული ეთნიკური ჯგუფების (რუსები, უკრაინელები და გერმანელები), ასევე თათრების რაოდენობა 35 %-დან 10 %-მდე შემცირდა.[15] ეთნიკური რუსების რაოდენობა 1970-1989 წლებში 29,2 %-დან 21,5 %-მდე შემცირდა.[16] 1991 წლიდან გერმანელთა უზარმაზარი რიცხვი, რომელთა რაოდენობაც 1989 წელს 101 000-ს შეადგენდა, საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.[17] 1990-იან წლებში ქვეყანა 600 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რომელთაგან ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო.[18]

ყირგიზეთის მოსახლეობა ეთნიკური ჯგუფების მიხედვით 1926-2014 წლებში
ეთნიკური
ჯგუფი
1926 წლის აღწერა1 1959 წლის აღწერა3 1989 წლის აღწერა6 1999 წლის აღწერა7 2014 წლის აღწერა7
რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა %
ყირგიზები 661 171 66,6 836 831 40,5 2 229 663 52,4 3 128 147 64,9 4 193 850 72,6
უზბეკები 110 463 11,1 218 640 10,6 550 096 12,9 664 950 13,8 836 065 14,4
რუსები 116 436 11,7 623 562 30,2 916 558 21,5 603 201 12,5 369 939 6,4
1 წყარო:.[19] 3 წყარო:.[20] 6 წყარო:.[21] 7 წყარო:.[22]

ყირგიზეთი, ყაზახეთთან ერთად, ცენტრალური აზიის იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენს, რომელმაც რუსული ოფიციალურ ენად შეინარჩუნა. ის ყირგიზულ ენას 1991 წლის სექტემბერში დაამატეს, რის შემდეგაც ყირგიზეთი ოფიციალურ ორენოვან სახელმწიფოდ იქცა.

ყირგიზული ენა თურქული ენების ყივჩაყურ შტოს წარმოადგენს და მჭიდროდაა დაკავშირებული ყაზახურ, ყარაკალპაკურსა და ნოღაიურ ენებთან. მეოცე საუკუნემდე მის ჩასაწერად არაბული დამწერლობა გამოიყენებოდა. 1928 წელს დაამტკიცეს ლათინური ანბანი, რომელიც 1941 წელს კირილიცამ შეცვალა.

2009 წლის აღწერის მიხედვით,[23] 4,1 მილიონი ადამიანი ლაპარაკობდა ყირგიზულად როგორც მშობლიურ ან მეორე ენაზე, ხოლო 2,5 — რუსულად, როგორც მშობლიურ ან მეორე ენაზე. უზბეკური მეორე ყველაზე გავრცელებული მშობლიური ენაა, რომელსაც რუსული მოჰყვება. რუსული ენა, ამასთანავე, ყველაზე გავრცელებულ მეორე ენას წარმოადგენს, რომელსაც მოჰყვება ყირგიზული, უზბეკური და ინგლისური ენები.

მრავალი ბიზნეს და პოლიტიკური საკითხების შესახებ მოლაპარაკება რუსულად ხორციელდება. ბოლო დრომდე, ყირგიზული რჩებოდა შინ სალაპარაკო ენად და იშვიათად გამოიყენებოდა შეხვედრებზე ან სხვა ღონისძიებებზე, თუმცა, დღესდღეობით, საპარლამენტო შეხვედრათა უმეტესობა ყირგიზულ ენაზე მიმდინარეობს, რომელიც, იმავდროულად, ითარგმნება მათთვის, ვინც ყირგიზულად არ ლაპარაკობს.

ენა მშობლიურია მეორეა მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობა
ყირგიზული 3 830 556 271 187 4 121 743
რუსული 482 243 2 109 393 2 591 636
უზბეკური 772 561 97 753 870 314
ინგლისური 28 416 28 416
ფრანგული 641 641
გერმანული 10 10
სხვა 277 433 31 411

მიუხედავად დონორების, უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, დიდი დახმარებისა, დამოუკიდებლობის შემდეგ ყირგიზეთი ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის. მთავარი ბუნებრივი რესურსები - ჰიდროენერგია, ოქრო და მიწის იშვიათი ლითონების მნიშვნელოვანი მარაგები, ქვანახშირის, ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპლუატაცია საკუთარი მოხმარებისათვის; ვერცხლისწყალი, ბისმუტი, ტყვია, თუთია. საექსპორტო პროდუქცია - კვების პროდუქტები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, შალი, ლითონები. ეროვნული ვალუტა - სომი (KGS);

  • არქიტექტურა: მანასის მავზოლეუმი (XIV ს,), კოშკი „ბურანა“ (XI ს.), მავზოლეუმი უზგენეში (XII ს.), შაჰ-ფაზილის მავზოლეუმი (XII ს).
  • ტურიზმი: ყირგიზეთის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა ისიკ-ყულის ტბა, რომლის ირგვლივ ტურისტული ბაზები და დასასვენებელი სახლებია განლაგებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მთავრობა
ძირითადი ინფორმაცია
რუკები
  1. BBC News – Kyrgyzstan profile – Leaders. Bbc.co.uk (14 December 2011). ციტირების თარიღი: 26 March 2013.
  2. „Investigating Kyrgyzstan's ethnic violence: Bloody business“. The Economist. 12 May 2011. ციტირების თარიღი: 26 March 2013.
  3. Foreigners in Kyrgyzstan: 'Will We Be Banned, Too?'. EurasiaNet.org (15 June 2011). ციტირების თარიღი: 26 March 2013.
  4. Kyrgyz private armies incite "permanent revolution" — RT. Rt.com (17 March 2012). ციტირების თარიღი: 26 March 2013.
  5. Kyrgyzstan: Economy globalEDGE: Your source for Global Business Knowledge. Globaledge.msu.edu (20 December 1998). ციტირების თარიღი: 26 March 2013.
  6. Kyrgyz Republic Economy: Population, GDP, Inflation, Business, Trade, FDI, Corruption. Heritage.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 26 March 2013.
  7. BBC News – Kyrgyzstan profile – Timeline. Bbc.co.uk (10 October 2012). ციტირების თარიღი: 26 March 2013.
  8. Kyrgyz Unrest. EurasiaNet.org. ციტირების თარიღი: 26 March 2013.
  9. "Chapter 1: Religious Affiliation". The World's Muslims: Unity and Diversity. Pew Research Center's Religion & Public Life Project. 9 August 2012. Retrieved 4 September 2013
  10. 10 Things You Need To Know About The Ethnic Unrest In Kyrgyzstan. RFERL (14 June 2010).
  11. "Kyrgyzstan – population". Library of Congress Country Studies. თარგი:PD-notice
  12. KYRGYZSTAN: Focus on post-Akayev Russian exodus. IRIN Asia (19 April 2005).
  13. Spoorenberg, Thomas (2013). „Fertility changes in Central Asia since 1980“. Asian Population Studies. 9 (1): 50–77. doi:10.1080/17441730.2012.752238. ISSN 1744-1730.
  14. Spoorenberg, Thomas (2015). „Explaining recent fertility increase in Central Asia“. Asian Population Studies. Routledge. doi:10.1080/17441730.2015.1027275.
  15. Ethnic composition of the population in Kyrgyzstan 1999–2014 ru. National Statistical Committee of the Kyrgyz Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 14 April 2014.
  16. Flynn, Moya (1994). Migrant resettlement in the Russian federation: reconstructing 'homes' and 'homelands', გვ. 15. ISBN 1-84331-117-8. 
  17. Kokaisl, Petr and Kokaislova, Pavla (2009). The Kyrgyz – Children of Manas. Кыргыздар – Манастын балдары. NOSTALGIE Praha, გვ. 132. ISBN 978-80-254-6365-9. 
  18. „KYRGYZSTAN: Economic disparities driving inter-ethnic conflict“. IRIN Asia. 15 February 2006.
  19. http://demoscope.ru/weekly/ssp/rus_nac_26.php
  20. http://demoscope.ru/weekly/ssp/sng_nac_59.php
  21. http://demoscope.ru/weekly/ssp/sng_nac_89.php
  22. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-13. ციტირების თარიღი: 2016-01-16.
  23. Перепись населения и жилищного фонда Кыргызской Республики (Population and Housing Census of the Kyrgyz Republic), 2009. NSC of Kyrgyzstan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 9 October 2012.
  24. КНИГА III РЕГИОНЫ КЫРГЫЗСТАНА (в таблицах). National Committee on Statistics – 2010.