ყირგიზეთის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ყირგიზეთს გააჩნია ადმინისტრაციული დაყოფის 3 დონე. პირველ დონეზე დგას რესპუბლიკური მნიშვნელობის 2 ქალაქი და 7 ოლქი. ოლქების შემადგენლობაში შედის საოლქო მნიშვნელობის 13 ქალაქი და 40 რაიონი. რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქი ბიშკეკი იყოფა 4 შიდასაქალაქო რაიონად. საოლქო რაიონების შემადგენლობაში შედიან აიილური აიმაკები (სასოფლო აიმაკები), რაიონული მნიშვნელობის ქალაქები და ქალაქის ტიპის დასახლებები. აიილური აიმაკები იყოფა სოფლებად (აიილები).

სოფლები და ქალაქის ტიპის დასახლებები შეიძლება პირდაპირი გზით შევიდნენ ბიშკეკის შიდასაქალაქო რაიონებში და საოლქო მნიშვნელობის ქალაქებში. სოფლები შეიძლება შევიდნენ არა მარტო აიილურ აიმაკებში, არამედ რაიონული მნიშვნელობის ქალაქებშიც და ქალაქის ტიპის დასახლებებშიც[1].

პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. ბიშკეკი
2. ბათქენის ოლქი
3. ჩუის ოლქი
4. ჯალალაბადის ოლქი
5. ნარინის ოლქი
6. ოშის ოლქი
7. თალასის ოლქი
8. ისიქ-ქოლის ოლქი
9. ოში

ოლქები და რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქი ადმინისტრაციული ცენტრი რაიონების რაოდენობა მოსახლეობა(2017[2]),
ად.
ტერიტორია,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ქართული სახელწოდება ყირგიზული სახელწოდება
რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქები
1 ქალაქი ბიშკეკი Бишкек ბიშკეკი 4 980 400 170 5767,06
2 ქალაქი ოში Ош ოში არა აქვს 281 900 18,5 15237,84
ოლქები
3 ბათქენის ოლქი Баткен областы ბათქენი 3 503 500 17 000 29,62
4 ჯალალაბადის ოლქი Жалалабат областы ჯალალაბადი 8 1 168 700 33 700 34,68
5 ისიქ-ქოლის ოლქი Ысыккөл областы ყარაქოლი 5 476 800 43 100 11,06
6 ნარინის ოლქი Нарын областы ნარინი 5 281 000 45 200 6,22
7 ოშის ოლქი Ош областы ოში 7 1 287 500 29 200 44,09
8 თალასის ოლქი Талас областы თალასი 4 255 200 11 400 22,39
9 ჩუის ოლქი Чүй областы თოქმაქი 8 905 200 20 200 44,81
სულ 44 6 140 200 199 988,5 30,70

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]