ყარაქოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყარაქოლი
ყარაქოლის სატელიტური გამოსახულება
ყარაქოლის სატელიტური გამოსახულება
კოორდინატები: 39°01′ ჩ. გ. 73°27′ ა. გ. / 39.017° ჩ. გ. 73.450° ა. გ. / 39.017; 73.450
მდებარეობა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 3914 
სიგრძე 33 კმ
სიგანე 23 კმ
ფართობი 380 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 236 
გამჭვირვალობა
ყარაქოლი — ტაჯიკეთი
ყარაქოლი

ყარაქოლი (ტაჯ. Қарокул) — გაუდინარი ტბა ტაჯიკეთში, პამირის ჩრდილო ნაწილში. მოქცეულია ბრტყელ მთიან ქვაბულში, ზღვის დონიდან 3914 მ სიმაღლეზე. ტბის მაქსიმალური სიგრძეა 33 კმ, სიგანე 24 კმ. ზედაპირის ფართობი 380 კმ². შემოსაზღვრულია მაღალი მთებით, შედგება ორი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან ორი ვიწრო სრუტით. სიღრმე დასავლეთ ნაწილში 236 მ, აღმოსავლეთში — 22,5 მ. წყალი მომლაშოა, გამჭვირვალობა 9 მ-მდე. ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე ყინულით არის დაფარული. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 12°C-მდე. ყარაქოლს ერთვის პატარა მდინარეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]