ფერღანის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერღანის ქედი
ფერღანის ქედი ყირგიზეთში
ფერღანის ქედი ყირგიზეთში
კოორდინატები: 41°00′15″ ჩ. გ. 73°56′16″ ა. გ. / 41.00417° ჩ. გ. 73.93778° ა. გ. / 41.00417; 73.93778
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
უმაღლესი წერტილი უჩ-სეითი
სიმაღლე 4940 
სიგრძე 225 კმ
სიგანე 62 კმ
ფერღანის ქედი — ყირგიზეთი
ფერღანის ქედი

ფერღანის ქედი (ყირგ. Фергана тоо кыркасы) — ქედი ყირგიზეთში. შედის ტიან-შანის მთათა სისტემაში, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ყოფს ფერღანის ხეობას შიგა ტიან-შანისაგან. ფერღანის ქედის სიგრძე 225 კმ-ია, ხოლო სიგანე — 62 კმ.

ქედის კალთები დასერილია შემდეგი მდინარეების ხეობებით: ყარაყულჯა, ყარაუნქური, კულუკი, ჯაზი და ალა-ბუკა. უდიდესი ტბები, რომლებიც ქედს მიეკუთვნებიან: კულუნი და კარასუ. დაცული ბუნებრივი ტერიტორიებიდან აღსანიშნავია კულუნათინის სახელმწიფო ნაკრძალი, საიმალუუ-თაშის სახელმწიფო ბუნებრივი ეროვნული პარკი, ყარა-შოროს სახელმწიფო ბუნებრივი ეროვნული პარკი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]