ყირგიზეთის პრეზიდენტი
იერსახე
ყირგიზეთის პრეზიდენტი — ყირგიზეთის სახელმწიფოს მეთაური, მოსახლეობა ირჩევს 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პიროვნება არ შეიძლება აირჩიონ ორჯერ. პრეზიდენტად შეიძება აირჩიონ ყირგიზეთის მოქალაქე არანაკლებ 35 წლისა და არაუმეტეს 70 წლის ასაკისა, უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში მინიმუმ 15 წელი.
პრეზიდენტის უფლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი მნიშვნელოვან ფუნქციებს ფლობს:
- ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს.
- წარადგენს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრებს.
- ხელმძღვანელობს საგარეო პოლიტიკას.
- წარადგენს და ხელს აწერს კანონებს.
- ნიშნავს არჩევნებს და გამოსცემს ბრძანებულებებს.
- არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
ყირგიზეთის პრეზიდენტების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურათი | სახელი | უფლებამოსილების დაწყება |
უფლებამოსილების დამთავრება | |
---|---|---|---|---|
1. | ასკარ აკაევი | 27 ოქტომბერი 1990 | 24 მარტი 2005 | |
2. | იშენბაი კადირბეკოვი | 24 მარტი 2005 | 25 მარტი 2005 | |
3. | ყურმანბეკ ბაკიევი | 25 მარტი 2005 | 7 აპრილი 2010 | |
4. | როზა ოტუნბაევა | 7 აპრილი 2010 | 1 დეკემბერი, 2011 | |
5. | ალმაზბეკ ატამბაევი | 1 დეკემბერი, 2011 | 1 დეკემბერი, 2017 | |
6. | სოორონბაი ჟეენბეკოვი | 1 დეკემბერი, 2017 | 15 ოქტომბერი, 2020 | |
7. | სადირ ჟაპაროვი | 15 ოქტომბერი, 2020 | 14 ნოემბერი, 2020 | |
8. | ტალანტ მამიტოვი | 14 ნოემბერი, 2020 | 27 იანვარი, 2021 | |
9. | სადირ ჟაპაროვი | 27 იანვარი, 2021 | დღემდე |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებგვერდი დაარქივებული 2005-02-04 საიტზე Wayback Machine.
- ყირგიზეთის ისტორიის ქრონოლოგია
- ყირგიზეთის პრეზიდენტები