თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია (თურქსოი)
Uluslararası Türk Kültürü Teşkilatı (TÜRKSOY)

Map-TurksoyMembers.png

დაარსების თარიღი

1993

შტაბ-ბინა

ანკარა თურქეთის დროშა თურქეთი

წევრები

6 დამოუკიდებელი ქვეყანა
8 არასუვერენული დამკვირვებელი სახელმწიფო[1]

ოფიციალური ენები

თურქული ენა

გენერალური მდივანი

დუსენ კასეინოვი

საიტი

http://www.turksoy.org/

თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია (თურქსოი) (თურქ. Uluslararası Türk Kültürü Teşkilatı (TÜRKSOY)) — კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს თურქულენოვანი მოსახლეობით დასახლებული ქვეყნების ერთიანობას, რომლების სასაუბრო ენა მიეკუთვნება თურქულ ენათა ოჯახს.

თურქსოის გენერალური მდივანი არის დუსენ კასეინოვი, ყაზახეთის კულტურის ყოფილი მინისტრი. თურქსოის შტაბ-ბინა მდებარეობს ანკარაში, თურქეთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაცია თავის ფესვებს იღებს შეხვედრებით, რომლებიც 1992 წელს ბაქოსა და სტამბოლში გაიმართა, სადაც აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქეთის და თურქმენეთის კულტურის მინისტრებმა განაცხადეს თავიანთ მზადყოფნაზე ითანამშრომლონ ერთობლივ კულტურულ გარემოში. თურქსოი შეიქმნა ალმათის 1993 წლის 12 ივლისის დადგენილების ხელმოწერით.

1996 წელს, თურქსოისა და იუნესკოს შორის ოფიციალური თანამშრომლობა დადგინდა, მათ შორის ორმხრივი კონსულტაციების და საპასუხო წარმომადგენლობის სახით.[2]

განაცხადდა, რომ თურქსოი ინტეგრირებული იქნება თურქულ საბჭოში, რომელიც არის თურქულენოვანი ქვეყნების გეოპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 3 ნოემბერს.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 მონაცემებით, თურქსოიში ექვსი დამოუკიდებელი წევრია და ორი არასუვერენული დამკვირვებელი სახელმწიფოა გაწევრიანებული.[1]

წევრი ქვეყნები ენა შენიშვნა
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი აზერბაიჯანული
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი ყაზახური
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი ყირგიზული
თურქეთის დროშა თურქეთი თურქული
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი თურქმენული
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი უზბეკური
დამკვირვებელი სახელმწიფო ენა შენიშვნა
გაგაუზიის დროშა გაგაუზია გაგაუზური მოლდოვის ავტონომიური ადმინისტრაციული ერთეული.
ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დროშა ჩრდილოეთი კვიპროსი თურქული დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც აღიარა მხოლოდ თურქეთმა; იხილეთ კვიპროსის კონფლიქტი.

ყოფილი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ფედერაციის ექვსმა სუბიექტმა დატოვა თურქსოი, მას შემდეგ, რაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2015 წლის ბოლოს ჩამოაგდო რუსული სამხედრო თვითმფრინავი.[3]

დამკვირვებელი სახელმწიფო ენა შენიშვნა
ალტაის რესპუბლიკის დროშა ალთაის რესპუბლიკა ალთაური რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
ბაშკორთოსტანის დროშა ბაშკირეთი ბაშკირული რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
Flag of Khakassia.svg ხაკასეთი ხაკასური რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
სახის რესპუბლიკის დროშა სახა იაკუტური რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
თათრეთის დროშა თათრეთი თათრული რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
ტუვის დროშა ტუვა ტუვური რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
თურქსოის შტაბ-ბინა, ანკარაში

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქსოის საქმიანობა წარმოადგენს, თურქულენოვანი ხალხების კულტურული კავშირების გაძლიერება და განვითარება. ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გადასცეს მათი საერთო კულტურული მემკვიდრეობა მომავალ თაობებს და მოახდინოს მისი პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში.[4]

ღონისძიებები მოიცავს:[4]

  • თურქულენოვანი მსოფლიოს მსახიობების, ფოტოგრაფების, მხატვრების, საოპერო მომღერლების, პოეტების, ჟურნალისტების, თეატრის, ცეკვის და მუსიკის ანსამბლების ყრილობა.
  • ყოველთვიური ჟურნალი, გამოცემული სამ ენაზე.
  • დაწერილი ნაშრომები სხვადასხვა ენებზე და თურქულენოვან დიალექტებზე.
  • მხატვრების, ავტორების, პოეტების და მეცნიერების ხსენების დღე და მათი წვლილის აღიარება, რომელიც შეიტანეს თურქულ კულტურაში.
  • სიმპოზიუმები და კონფერენციები, რომელიც მოიცავს თემებს თურქულენოვანი ხალხების საერთო ისტორიის, ენის, კულტურისა და ხელოვნების.
  • ნოვრუზის დღის აღნიშვნა, სადაც იმართება კონცერტები და ღონისძიებები,ამ დღის აღნიშვნა გაიმართა იუნესკოს შტაბ-ბინაში 2010 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეაში 2011 წელს, და სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიასა და გაერთიანებულ სამეფოში.

თურქულენოვანი მსოფლიოს კულტურული დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველ წელს, თურქულენოვანი მსოფლიოს ერთი ქალაქი ირჩევა, როგორც "თურქულენოვანი მსოფლიოს კულტურული დედაქალაქი". თურქულენოვანი მსოფლიოს კულტურული დედაქალაქის აღვნიშვნის ფარგლებში ტარდება, უამრავი კულტურული ღონისძიებები, იმართება მეცნიერთა, ხელოვანთა და ინტელიგენციის შეხვედრა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ გაცვალონ გამოცდილება, აგრეთვე ხელს უწყობს ქალაქის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზებას.[5]

ბოლო ქალაქები ამ სტატუსით არიან:[4]

წელი ქალაქი ქვეყანა
2012 ასტანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
2013 ესქიშეჰირი თურქეთის დროშა თურქეთი
2014 ყაზანი თათრეთის დროშა თათრეთი
2015 მერვი თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
2016 შექი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი[5]
2017 თურქესტანი ყაზახეთის დროშა ყაზახეთი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 TURKSOY Official Web Site. (2009)Homepage > TÜRKSOY > Member States. წაკითხვის თარიღი: 2009-12-04.
  2. UNESCO Web Site. (1996)Relations with the Joint Administration of the Turkic Culture and Arts (TÜRKSOY), and Draft Agreement between that Organization and UNESCO. წაკითხვის თარიღი: 2009-12-04.
  3. Russia suspends cooperation with TURKSOY en. news.az (2015-11-28). წაკითხვის თარიღი: 2016-05-28.
  4. 4.0 4.1 4.2 POLAT, Orhan. About :: TURKSOY.
  5. 5.0 5.1 POLAT, Orhan. Cultural Capital of the Turkic World 2016: Sheki :: TURKSOY.