არაბული დამწერლობა
არაბული დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | კონსონანტური | |
ენები: | არაბული, ქურთული, სპარსული(ფარსი), პუშტუ, დარი, ურდუ და სხვა | |
დროის პერიოდი: | 400-დან დღემდე | |
წინამორბედი დამწერლობები: | ქანაანური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა არამეული დამწერლობა სირიული დამწერლობა არაბული დამწერლობა | |
ISO 15924 კოდი: | Arab | |
![]() |
არაბული დამწერლობა (არაბ. الأبجدية العربي "ალ–აბჯადიჲა ალ-არაბიჲა") — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დამწერლობა მსოფლიოში. მას ძირითადად იყენებენ არაბულ ქვეყნებში, აგრეთვე ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში. ისტორიულად არაბული ანბანის არსებობა მტკიცდება ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, ან ბოსნია. ამ უკანასკნელში არაბული ანბანის ბოსნიურ, დიაკრიტიკულად გავრცობილ ნაირსახეობას "არებიცას" უწოდებენ.
სექციების სია
ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არაბული ანბანი შედგება 28 ასოსგან და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. ასოების დიდ ნაწილს ოთხი სხვადასხვა სახე აქვს იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში. არაბულ ანბანში არ არის ხმოვნები. მათ აღსანიშნავად გამოყენებულია დიაკრიტიკულ ნიშნები. წერის დროს ასოები ერთმანეთზეა გადაბმული, გამონაკლისია 6 ასო რომელიც მარცხნიდან არ გადაებმებიან ეს ასოებია: ( ا )-ალიჶ,( د )- დალ,( ذ )- ზალ,( ر )- რა, ( ز )-ზაინ, ( و )-ვავ. გადაბმული წერა აუცილებელი მოთხოვნა არაბულისთვის. ქართულში გადაბმულად წერას ვიყენებთ მხოლოდ ხელნაწერში და სავარაუდოა, რომ არაბულის გავლენა უნდა იყოს.
სიტყვის თავში | სიტყვის შუაში | სიტყვის ბოლოში | თავისუფალი | სახელწოდება (არაბულად) |
სახელწოდება (ქართულად) |
ქართული მნიშვნელობა |
---|---|---|---|---|---|---|
ﺍ | ﺎ | ﺎ | ﺍ | أَلِف | ʾალიჶ | ʾ |
ﺑ | ﺒ | ﺐ | ﺏ | بَاء | ბა | ბ |
ﺗ | ﺘ | ﺖ | ﺕ | تَاء | თა | თ |
ﺛ | ﺜ | ﺚ | ﺙ | ثَاء | სა | ს |
ﺟ | ﺠ | ﺞ | ﺝ | جِيم | ჯიმ | ჯ |
ﺣ | ﺤ | ﺢ | ﺡ | حَاء | ჰა | ჰ |
ﺧ | ﺨ | ﺦ | ﺥ | خَاء | ხა | ხ |
ﺩ | ﺪ | ﺪ | ﺩ | دَال | დალ | დ |
ﺫ | ﺬ | ﺬ | ﺩ | ذَال | ზალ | ზ |
ﺭ | ﺮ | ﺮ | ﺭ | رَاء | რა | რ |
ﺯ | ﺰ | ﺰ | ﺯ | زَاي | ზაჲნ | ზ |
ﺳ | ﺴ | ﺲ | ﺱ | سِين | სინ | ს |
ﺷ | ﺸ | ﺶ | ﺵ | شِين | შინ | შ |
ﺻ | ﺼ | ﺺ | ﺹ | صَاد | სად | ს |
ﺿ | ﻀ | ﺾ | ﺽ | ضَاد | დად | დ |
ﻃ | ﻂ | ﻄ | ﻁ | طَاء | ტა | ტ |
ﻇ | ﻆ | ﻈ | ﻅ | ظَاء | ზა | ზ |
ﻋ | ﻌ | ﻊ | ﻉ | عَيْن | ʻაჲნ | ʻ, ჸ |
ﻏ | ﻐ | ﻎ | ﻍ | غَيْن | ღაჲნ | ღ |
ﻓ | ﻔ | ﻒ | ﻑ | فَاء | ჶა | ჶ |
ﻗ | ﻘ | ﻖ | ﻕ | قَاف | კაჶ | მაგარი კ (ახლოსაა ყ-თან) |
ﻛ | ﻜ | ﻚ | ﻙ | كَاف | ქაჶ | ქ |
ﻟ | ﻠ | ﻞ | ﻝ | لاَم | ლამ | ლ |
ﻣ | ﻤ | ﻢ | ﻡ | مِيم | მიმ | მ |
ﻧ | ﻨ | ﻦ | ﻥ | نُون | ნუნ | ნ |
ﻫ | ﻬ | ﻪ | ﻩ | هَاء | ჰა | ჰ |
ﻭ | ﻮ | ﻮ | ﻭ | وَاو | ვავ | ვ |
ﻳ | ﻴ | ﻲ | ﻱ | يَاء | ჲეჰ | ჲ |
დიაკრიტიკული ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არაბული ციფრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბები გამოიყენებენ ინდურ ციფრებს. ეს ციფრები მოგვიანებით ევროპელებმა გადაიღეს და დღემდე არაბულს უწოდებენ, მაგრამ ევროპაში გამოყენებული ციფრები მნიშვნელოვნად განსხვავდება არაბულ ქვეყნებში გამოყენებული ციფრებისაგან:
აღმოსავლეთ არაბულ ქვეყნებში, ირანში, პაკისტანში, ინდოეთში იყენებენ აღმოსავლეთ არაბულ ციფრებს:
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- «Арабское письмо», Советский энциклопедический словарь. ред. А. М. Прохоров. М. Советская Энциклопедия. 1987 г., გვ. 70