თურქული საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურქულენოვანი სახელმწიფოების
თანამშრომლობის საბჭო
(თურქული საბჭო)
Cooperation Council of
Turkic-Speaking States
(Turkic Council)
Flag of the Turkic Council.svg

Conseilturcique.svg

დაარსების თარიღი

3 ოქტომბერი 2009

შტაბ-ბინა

სტამბოლი თურქეთის დროშა თურქეთი
ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ასტანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი

წევრები [1]
ოფიციალური ენები [2]
გენერალური მდივანი

რამილ ჰასანოვი

საიტი

ოფიციალური გვერდი

თურქული საბჭო ან სრულად თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო (აზერ. Türk Şurası; ყაზახ. Түрік кеңесі; ყირგ. Түрк кеңеш; თურქ. Türk Keneşi; თურქ. Türk Dili Konuşan Ülkeler İşbirliği Konseyi) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ზოგიერთ თურქულ ქვეყანას. იგი დაფუძნდა 2009 წლის 3 ოქტომბერს ნახჭევანში. გენერალური სამდივნოთი სტამბოლში, თურქეთი. წევრი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და თურქეთი. დარჩენილი ორი თურქულენოვანი ქვეყანა, თურქმენეთი და უზბეკეთი, არ არიან ოფიციალურად საბჭოს წევრები, მათი ნეიტრალური პოზიციიდან გამომდინარე; თუმცა, ისინი მომავალში შესაძლოა გახდნენ საბჭოს წევრები.[3] საბჭოს შექმნის იდეა ეკუთვნის ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს, 2006 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუკუნეების განმავლობაში, თურქები გლობალური ისტორიის ფორმაში გააჩნდათ საკუთარი კონკრეტული გზა. მათ ჩამოაყალიბეს და მართავდნენ მრავალ იმპერიას და სახელმწიფოს, რომლებიც ფართობით გადაჭიმული იყო ევროპიდან ინდოეთამდე. დღეს, თურქულენოვანი სახელმწიფოები შევიდნენ მჭიდრო თანამშრომლობის ფაზაში, რომელიც გულიხმობს ძლიერი ურთიერთობების მშენებლობას და მათი საერთო მომავალის ერთად დაგეგმარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის, ისევე როგორც შეუცვლელი წინაპირობა მისი მომავალი განვითარების, არის თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს შექმნა. თურქული საბჭო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი მიზანია ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ხელშეწყობა თურქულენოვანი სახელმწიფოებს შორის.

საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქული საბჭო დამკვირვებელია ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ორგანიზაციამ, ასევე მიმართა დამკვირვებლის სტატუსის მისაღებად გაეროსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას. გარდა ამისა, თურქული საბჭოს აქვს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა მოსახლეობა ფართობი (კმ²) მშპ (ნომინალური) 2013[4] მშპ ერთ სულ მოსახლეზე (ნომინალური) 2013[5] დაპროექტებული მშპ ერთ სულ მოსახლეზე (ნომინალური) (2019)[5]
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 9,552,500 86,600 $74 მილიარდი $7,812 $11,674
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 17,377,800 2,724,900 $232 მილიარდი $13,509 $20,609
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი 5,776,570 199,900 $8 მილიარდი $1,280 $1,898
თურქეთის დროშა თურქეთი 76,667,864 783,562 $822 მილიარდი $10,721 $13,301
Flag of the Turkic Council.svg თურქული საბჭო 109,374,734 3,794,962 $1136 მილიარდი $10,411 $13,718

სამომავლო წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა მოსახლეობა ფართობი (კმ²) მშპ (ნომინალური) მშპ ერთ სულ მოსახლეზე
(ნომინალური) (2014)[6]
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 29,559,100 447,400 $62.64 მილიარდი $2,090
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი 5,110,000 488,100 $47.93 მილიარდი $8,020
Flag of the Turkish Republic of Northern Cyprus.svg ჩრდილოეთი კვიპროსი 301,988 3,355 $4.27 მილიარდი $15,302[7]

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992-10-30 თურქეთის დროშა თურქეთი ანკარა პირველი სამიტი
1993-07-12 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი ალმათი ალმათის შეთანხმება თურქსოის დაფუძნების შესახებ
1994-10-18 თურქეთის დროშა თურქეთი სტამბოლი მეორე სამიტი
1995-08-28 ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი ბიშკეკი მესამე სამიტი
1996-10-21 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი ტაშკენტი მეოთხე სამიტი
1998-06-09 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი ასტანა მეხუთე სამიტი
2000-04-08 აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი ბაქო მეექვსე სამიტი
2001-04-26 თურქეთის დროშა თურქეთი სტამბოლი მეშვიდე სამიტი
2006-11-17 თურქეთის დროშა თურქეთი ანტალია მერვე სამიტი
2008-11-21 თურქეთის დროშა თურქეთი სტამბოლი სტამბოლის შეთანხმება „TURKPA“ დაფუძნების თაობაზე
2009-10-03 აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი ნახჭევანი მეცხრე სამიტი, თურქულენოვანი საბჭოს დამფუძნებელი (ნახჭევანის) შეთანხმება
2010-09-15 თურქეთის დროშა თურქეთი სტამბოლი მეათე სამიტი (დასასრული თურქულენოვანი ქვეყნების სახელმწიფოების არასამთავრობო კორპორატიული სამიტების)
2011-10-21 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი ალმათი პირველი თურქული საბჭოს სამიტი, თანამშრომლობა ეკონომიკურ და სავაჭრო ზონაში
2012-08-23 ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი ბიშკეკი მეორე თურქული საბჭოს სამიტი, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში[8]
2013-08-16 აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი კაბალა მესამე თურქული საბჭოს სამიტი, თანამშრომლობა სატრანსპორტო სფეროში[9]
2014-06-05 თურქეთის დროშა თურქეთი ბოდრუმი მეოთხე თურქული საბჭოს სამიტი, ტურიზმის განვითარების საკითხზე[10]
2014-12-24 უკრაინის დროშა უკრაინა კიევი პირველი თურქული საბჭოს რეგიონული დიასპორის ცენტრის გახსნა[11]
2015-09-11 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი ასტანა მეხუთე თურქული საბჭოს სამიტი, თანამშრომლობა მედია და საინფორმაციო სფეროში

საბჭოს გენერალური მდივნები სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

No. სახელი ქვეყანა თანამდებობაზე
მოვიდა
თანამდებობა
დატოვა
შენიშვნა
1 ჰალილ აქინჯი თურქეთის დროშა თურქეთი 3 ოქტომბერი 2009 16 სექტემბერი 2014 გაფართოებული ვადა
2 რამილ ჰასანოვი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 16 სექტემბერი 2014 თანამდებობაზე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]