ყირგიზეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თარგი:ინფოდაფა ქედი ყირგიზეთის ქედი (ყირგ. Кыргыз Ала-Тоо; ყაზახ. Қырғыз Алатауы) — ქედი ყირგიზეთში; დასავლეთი ნაწილი განფენილია ყაზახეთის საზღვართან. სიგრძე 375 კმ. სიმაღლე 4875 მ (მთა დასავლეთი ალამედინი). გადაჭიმულია მდინარე ჯამბულიდან მდინარე ჩუს ხეობამდე. აგებულია დანალექი და მეტამორფული ქანებით, პორფირიტებით, გრანიტებით. ჩრდილოეთი კალთა შედარებით ციცაბო და წაგრძელებულია, ვიდრე სამხრეთი. კალთებზე 2500 მ-მდე სტეპი და ტყეებია, მაღლა — სუბალპური და ალპური მდელოები, 3700 მ-ის ზევით — თოვლნარი და მყინვარები. გამყინვარების ფართობი აღწევს 223 კმ².

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]