The Final Cut (სიმღერა)
„The Final Cut“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Final Cut | ||||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
21 მარტი 1983 (ბრიტანეთი) 2 აპრილი 1983 (აშშ) | |||
ჩაიწერა | ივლისი-დეკემბერი 1982 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, სიმფონიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:42 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Capitol Records (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი | |||
The Final Cut – სიმღერები | ||||
|
„The Final Cut“ — მეათე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut[1][2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერაში საუბარია ადამიანის მარტოობაზე, დეპრესიაზე, სექსუალურ რეპრესიასა და უარყოფაზე. სიმღერის ბოლოს პერსონაჟი ამბობს, რომ ცდილობდა თავის მოკვლას, მაგრამ უკანასკნელ ნაბიჯს ვერ დგამდა. კომპოზიციაში აგრეთვე ჟღერს ფრაზა „behind the wall“, რომელსაც გასროლა ახშობს.
„The Final Cut“ ამავე სახელწოდების ალბომის ის სიმღერაა, რომელიც იწერებოდა The Wall-ისთვის. სიმღერის ვიდეო შეტანილია მოკლემეტრაჟიან The Final Cut Video EP-ში. კომპოზიცია მოხვდა რადიოსთვის განკუთვნილ პრომო სინგლში „Selections From The Final Cut“, რომელზეც „Your Possible Pasts“ A-მხარეზეა წარმოდგენილი.[3][4] სიმღერა შეტანილია ანიმაციურ ფილმში „უცნაური კადრი“.
სიმღერის პრომო ფილმს (რომელიც შეტანილია ფილმში The Final cut EP) ახლავს სხვადასხვა წლების კინოქრონიკა, ცნობილი თუ უცნობი ქალბატონების კადრებით, რომლებიც ისვენებენ ან მუშაობენ.
სიმღერა ჯგუფის ან როჯერ უოტერსის მიერ კონცერტებზე არასოდეს შესრულებულა.
ციტატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვფიქრობ, ალბომზე სამი დიდებული სიმღერა არის: Fletcher, The Gunner's Dream და The final Cut, ყველა კარგია. ვფიქრობ, დანარჩენი არ არის საჩემო. მხოლოდ ჩემი აზრია. როჯერი, ჩემი აზრით, ალბომით ამაყობს.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როჯერ უოტერსი — ვოკალი, ბასი
- დევიდ გილმორი — გიტარა, ბეკ-ვოკალი
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები
აგრეთვე
- მაიკლ კემენი — ფორტეპიანო, ფისჰარმონია, ორკესტრირება
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Povey, Glenn (2010) Echoes: The Complete History of Pink Floyd.
- ↑ Discogs "Selections From The Final Cut".
|