შინაარსზე გადასვლა

The Fletcher Memorial Home

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Fletcher Memorial Home“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Final Cut
გამომცემელი Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 21 მარტი 1983 (ბრიტანეთი)
2 აპრილი 1983 (აშშ)
ჩაიწერა ივლისი-დეკემბერი 1982
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:12
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Capitol Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი
The Final Cutსიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

The Fletcher Memorial Home“ — მერვე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut.[1][2] სიმღერა აგრეთვე შეტანილია ჯგუფის კომპილაციურ ალბომებში Echoes: The Best of Pink Floyd[3] და A Foot in the Door – The Best of Pink Floyd.[4]

სიმღერის სახელწოდება, ისევე როგორც ალბომი, ეძღვნება როჯერ უოტერსის მამას, ერიკ ფლეტჩერ უოტერსს. როჯერი ტექსტში ამბობს, რომ საჭიროა, „ერთ ადგილას თავი მოვუყაროთ ყველა მსოფლიო ლიდერს და იგივე განაჩენი გამოვუტანოთ, რაც თავად გამოგვიტანეს“. სავარაუდოდ, ფლეტჩერის სახელობის სახლში იგულისხმება რაღაც საშუალო შეშლილთა თავშესაფარსა და საბავშვო ბაღს შორის, სადაც „განუკურნებელ ტირანებსა და მეფეებზე ზრუნავენ მედდები და ძიძები“. ფილმში The Final Cut EP მთავარი გმირი (რომელსაც ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ მასწავლებლის როლის შემსრულებელი ალექს მაკევოი განასახიერებს) ჩნდება ამ სახლში, რათა ძველი რევოლვერით „შური იძიოს ყველაზე, ვინც მას და სხვებს შვილები წაართვა“.

ფილმში The Final Cut EP ამ სიმღერის სცენაში ჩნდება ნაპოლეონ ბონაპარტი გიგანტური ლოკოკინით, მარგარეტ ტეტჩერი და არგენტინელი გენერალი გალტიერი (რომლებიც კრიკეტის ბურთის გამო კამათობენ), ხოლო უინსტონ ჩერჩილი, რომელიც იქვე დგას, ყველაფერს თვალს ადევნებს და ხელით გამარჯვების ჟესტს აჩვენებს.

სიმღერა ჯგუფის მიერ კონცერტებზე არ შესრულებულა. როჯერ უოტერსი მას ასრულებდა 2006-2008 წლების ტურნეს მსვლელობისას. ვიდეოპროექციისთვის სპეციალურად მომზადდა ახალი ვიდეორგოლი, „შეშლილთა სახლის“ კადრებით, სადაც კედელზე ეკიდა სურათები ოსამა ბინ ლადენისა და ჯორჯ ბუშის გამოსახულებით.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Echoes: the album credits. Pink Floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 June 2010. ციტირების თარიღი: 20 June 2013.
  4. A Foot in the Door: The Best of Pink Floyd - Pink Floyd | Songs, Reviews, Credits | AllMusic. ციტირების თარიღი: 27 July 2017