Get Your Filthy Hands Off My Desert

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Get Your Filthy Hands Off My Desert“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Final Cut
გამოიცა Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 21 მარტი 1983 (ბრიტანეთი)
2 აპრილი 1983 (აშშ)
ჩაიწერა ივლისი-დეკემბერი 1982
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 1:19
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Capitol Records (აშშ)
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი
The Final Cut - სიმღერები

Get Your Filthy Hands Off My Desert“ — მეშვიდე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut.[1][2]

სიმღერის დასაწყისში ჟღერს ხმოვანი ეფექტი - რაკეტა, რომელიც წინიდან არის გამოშვებული, ყურსასმენებში (ან ხმოვან სისტემაში) უკან ფეთქდება. ეფექტი ეფუძნება ჰუგო ზუკარელის ტექნოლოგიას Holophonics, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს, შეიგრძნოს სივრცის იმიტირება სპეციალური ხმოვანი სისტემის გარეშეც.

სიმღერის დასაწყისში ჟღერს ფრაზა „Get Your Filthy Hands Off My Desert“ (შენი ბინძური ხელები - ჩემს უდაბნოსგან შორს) - ქცეული სიმღერის სახელწოდებად.

ავღანეთში რუსეთის შეჭრის ხსენების გამო პინკ ფლოიდმა 1980-იან წლებში საბჭოთა პროპაგანდის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, ხაზი გაესვა რა „საბჭოთა კავშირის ავღანეთში პოლიტიკის დამახინჯების ფაქტს“. თუმცა, 1989 წელს ჯგუფი მოსკოვს კონცერტებით ეწვია.

სიმღერა სრულდებოდა როჯერ უოტერსის თითქმის ყველა ტურნეს მსვლელობისას, ტურნეს In The Flesh ჩათვლით. ჯგუფს იგი არასოდეს დაუკრავს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.