რონ გისინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რონ გისინი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რონალდ გისინი
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1943
შოტლანდიის დროშა სტივენსტონი, ეარშირი, შოტლანდია
დაბ. ადგილი North Ayrshire
ჟანრ(ებ)ი ავანგარდი
ექსპერიმენტული როკი
კონკრეტული მუსიკა
სიმფონიური როკი
საქმიანობა მუსიკოსი
კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო, ბანჯო
აქტიური 1960 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Headscope
ასოციაციები პინკ ფლოიდი
როჯერ უოტერსი
საიტი www.rongeesin.com

რონალდ რონ გისინი (ინგლ. Ronald Geesin) (დ. 12 მაისი, 1943, სტივენსტონი, ეარშირი, შოტლანდია) — ბრიტანელი მუსიკოსი და კომპოზიტორი, გამორჩეული თავისი უცნაური არანჟირებითა და უჩვეულო ჟღერადობით. გისინმა თავისი მოღვაწეობა 1962 წელს ბანჯოს დაკვრით დაიწყო. დღესაც ბანჯო მის ძირითად ინსტრუმენტად რჩება.

ყველაზე მეტად გისინი ცნობილია, როგორც პინკ ფლოიდის სუიტის Atom Heart Mother (1970) საორკესტრო პარტიების და რთული არანჟირების შემქმნელი. სწორედ მისი წყალობით ჯგუფმა შეძლო გაეერთიანებინა ამ კომპოზიციის ცალკეული ნაწილები. უფრო მოგვიანებით, იმავე 1970 წელს, როჯერ უოტერსთან თანაავტორობით ჩაიწერა მუსიკა ფილმისთვის სხეული. კომპოზიციათა უმეტესობაში გამოყენებული იყო ადამიანის სხეულის ხმები.

9 წლის ასაკში გისინმა დაიწყო ვიოლინოს შესწავლა, 2 წელიწადში ის ტუჩის ჰარმონიკას დაეუფლა, ბანჯოს და გიტარას 15 წლისამ მოჰკიდა ხელი, 16 წლის ასაკში მან ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. 15 წლისამ დაიწყო არანჟირებების გაკეთება და ჯაზის დაკვრა. გისინზე ზეგავლენას ახდენდა ბლუზი, ჯაგ ბენდი, ხალხური მუსიკა და სკიფლი. 1961 წლის აგვისტოში 18 წლისამ დატოვა სახლი და შეუერთდა ჯაზ ანსამბლს Downtown Syncopators, 1962-ში ჩაიწერა მისი პირველი EP. შემდეგი ოთხი წელი რონი აგრძელებდა ჯგუფთან ერთად სიმღერების ჩაწერას და ტურნეების მოწყობას. ჯაზ-კლუბებში, ბარებში და კაბარეებში დაკვრით ნელ-ნელა ყალიბდებოდა მისი საკუთარი სტილი. 1965 წლის აპრილში მან ჩაწერა პირველი სოლო EP, შემდგარი ბანჯოს ოთხი სოლო კომპოზიციისგან. მომდევნო თვეში მან დატოვა ჯგუფი, შემოდგომაზე კი მისი სატელევიზიო კომერციული საუნდტრეკი ჩაიწერა.

პირველი სოლო ალბომის, A Raise of Eyebrows (1967), შემდეგ გისინმა გახსნა ერთ-ერთი პირველი ერთი კაცის ხმისჩამწერი კომპანია Headscope, და გამოუშვა ალბომები As He Stands, Patruns და Right Through. 70-იან 80-იან წლებში მისი ელექტრონული კომპოზიციების უმეტესობა გამოიყენებოდა როგორც საუნდტრეკი ტელეარხ ITV-ის პროგრამებში სკოლებისა და კოლეჯებისთვის.

1990-იან წლებში Headscope-მა გამოსცა წყვილი დისკი, Funny Frown და Bluefuse, რომელიც წარმოადგენდა ხმების ახალი ტექნოლოგიების ნაერთს, გისინისთვის დამახასიათებელი გარემომცველი სამყაროს ხმების გამოყენებით. 1994 წელს ლეიბლზე Cherry Red Records გამოიცა კრებული, სახელწოდებით Hystery, სადაც მიმოიხილებოდა გისინის შემოქმედება. 1995-ში Cleopatra Records-მა გამოუშვა კრებული Land of Mist. ამავე წელს See for Miles Records-მა გამოსცა მისი პირველი ორი ალბომი CD-ზე, რომლის თავდაპირველი ფორმატი ვინილი იყო. 2003 წელს Headscope-მა ყურადღების მიღმა არც ალბომი Right Through დატოვა და გამოსცა იგი სახელწოდებით Right Through and Beyond, რომელშიც, ორიგინალური ალბომის გარდა, ჯერ არგამოცემული მასალაც შედიოდა.

თავისი შემოქმედებითი გზის არცთუ მცირე ნაწილი გისინმა დაუთმო გარემომცველი ხმებისა და ვიდეო ინსტალაციების პოტენციალის შესწავლას. 1970 წელს ოსაკაში მსოფლიო გამოფენა-გაყიდვაზე მან მუსიკალურად გააფორმა ბრიტანული პავილიონი. 90-იან წლებში იენ ბრეიკველთან ერთად დიდ აუდიტორიას წარუდგინა რამდენიმე ვიდეო პროექტი.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • A Raise of Eyebrows (1967)
  • Music from The Body (1970)
  • Electrosound (1972)
  • As He Stands (1973)
  • Electrosound (Volume 2) (1975)
  • Patruns (1975)
  • Atmospheres (1977)
  • Right Through (1977)
  • Magnificent Machines (1988)
  • Funny Frown (1991)
  • Bluefuse (1993)
  • Hystery (1994) (კრებული)
  • Land of Mist (1995)
  • A Raise of Eyebrows/As He Stands (1995) (2 ალბომი CD-ზე)
  • Right Through and Beyond (2003) (Right Through + დამატებითი სიმღერები)
  • Biting the Hand (2008)
  • Roncycle1 (2011)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.