შინაარსზე გადასვლა

სტენლი კუბრიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტენლი კუბრიკი

სტენლი კუბრიკი 1964 წელს
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1928
მანჰეტენი, ნიუ იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 7 მარტი, 1999 (70 წლის)
ჰერპენდენი, ინგლისი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
აქტიური 1951-1999
მეუღლე(ები) კრისტიანა ჰარლანი 1958-1999
ოსკარი

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

1968 — 2001: კოსმოსური ოდისეა
BAFTA

საუკეთესო სცენარი
1972 — მექანიკური ფორთოხალი
საუკეთესო რეჟისორი

1975 — ბარი ლინდონი
საიტი ოფიციალური საიტი

სტენლი კუბრიკი (ინგლ. Stanley Kubrick; დ. 26 ივლისი, 1928, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 7 მარტი, 1999, ჰერპენდენი, ჰერტფორდშირი, ინგლისი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, ცნობილი როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნოვატორი კინემატოგრაფისტი.

კუბრიკი სკოლაში ცუდად სწავლობდა, განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ ჭადრაკის მიმართ ჰქონდა. 13 წლის ასაკში დაბადების დღეზე ნაჩუქარმა ფოტოაპარატმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება, სერიოზულად დაინტერესდა ფოტოგრაფიით და 17 წლისამ დაიწყო მუშაობა ფოტოგრაფად. ფოტოგრაფიამ კუბრიკი სამუშაო ხელოვნებით დააინტერესა, ის ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად, საარსებო თანხას ფულზე ჭადრაკის თამაშით შოულობდა.

კუბრიკი სრულწლოვანი გახდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას და მას, ისევე როგორც მის თაობას, აღელვებდა ბირთვული ომის საშიშროება. მას სურდა ამ თემაზე ფილმის გადაღება და ურჩიეს რომანი „წითელი საფრთხე“. კუბრიკმა დაიწყო ეკრანიზაციაზე მუშაობა ჯეიმზ ბ. ჰარისთან ერთად, რომელიც მისი ბოლო სამი ფილმის პროდიუსერი იყო. კუბრიკმა ორმოცამდე პოლიტიკური და სამხედრო შინაარსის წიგნი შეისწავლა. მან გადაწყვიტა სერიოზული წიგნის სატირულ ფილმად ქცევა. ფილმს „დოქტორი სტრეინჯლავი: ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი“ ეწოდა. ფილმის გადაღება ტექნიკური და პოლიტიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო აშშ-ში, ამიტომ კუბრიკი ინგლისში გადავიდა სამუშაოდ. კუბრიკმა მიიწვია პიტერ სელერსი, რომელთან თანამშრომლობა „ლოლიტაში“ წარმატებული გამოდგა ამ ფილმშიც და მას სამი სხვადასხვა როლი შეასრულებინა.

კუბრიკმა თავდაპირველად დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. შემდეგ კი საკუთარი ხარჯებით მხატვრული ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი. ის თავად იყო საკუთარი ადრეული ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, მემონტაჟე და ხმის რეჟისორი. ჰოლივუდისკენ გზა მას პროდიუსერმა ჯეიმზ ჰარისმა გაუკვალა. კუბრიკის მხოლოდ პირველი ორი ფილმი იყო ორიგინალური სცენარით გადაღებული, ყველა სხვა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს. კუბრიკის მიერ ეკრანიზებულია ენტონი ბერჯესის, ვლადიმერ ნაბოკოვის, სტივენ კინგის, უილიამ თეკერეისა და სხვათა ნაწარმოებები. მას ასევე უმბერტო ეკოს რომანების ეკრანიზაციაც სურდა, თუმცა ავტორისგან თანხმობა ვერ მიიღო. რეჟისორი თავის ფილმებში დიდ ყურადღებას აქცევდა სპეციფიკურ მსხვილ ხედებს, იყენებდა პოპულარულ და კლასიკურ მუსიკას.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1951დფ ბრძოლის დღე Day of the Fightრეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი
1951დფ მფრინავი პადრე Flying Padreრეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი
1953დფ მეზღვაურები The Seafarersრეჟისორი, ოპერატორი
1953შიში და გატაცებაFear and Desireრეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი
1955მკვლელის კოცნაKiller’s Kissრეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, ოპერატორი
1956მკვლელობაThe Killingრეჟისორი, სცენარისტი
1957დიდების ბილიკებიPaths of Gloryრეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1960სპარტაკიSpartacusრეჟისორი
1962ლოლიტაLolitaრეჟისორი, სცენარისტი
1964დოქტორი სტრეინჯლავიDr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bombრეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
19682001: კოსმოსური ოდისეა2001: A Space Odysseyრეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1971მექანიკური ფორთოხალიA Clockwork Orangeრეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1975ბარი ლინდონიBarry Lyndonრეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1980ნათებაThe Shiningრეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1987სრულმეტალიკური გარსიFull Metal Jacketრეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
1999ფართოდ დახუჭული თვალებითEyes Wide Shutრეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]