Summer '68

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Summer '68“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან Atom Heart Mother
გამოსვლის თარიღი 10 ოქტომბერი, 1970
ჩაიწერა ივლისი 1970, ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:28
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
ავტორი რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
Atom Heart Mother - სიმღერები

Summer '68“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. მისი ავტორია რიჩარდ რაიტი[1][2]. სიმღერა შეტანილია ჯგუფის 1970 წლის სტუდიურ ალბომში Atom Heart Mother.

ეს არის ალბომის ერთადერთი კომპოზიცია, რომელიც არასოდეს შესრულებულა კონცერტებზე. მის ტექსტში საუბარია ერთდღიან სიყვარულზე. სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო „One Night Stand“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიტის თქმით, ლექსების წერა არც ისე სასიამოვნო საქმე იყო მისთვის, თუმცა ეს სიმღერა მის რეალურ გრძნობებზეა. სხვადასხვა წყაროში მითითებულია, რომ ეს მისი ერთადერთი სიმღერაა, რომელიც თავად მოსწონდა.

სიმღერაში ჟღერს რაიტის საყვარელი თემა - პოპულარული ჯგუფის წევრს ერთდღიანი სიყვარულის განცდა აქვს. მოვლენებს, როგორც ცნობილია, ნამდვილად ჰქონდა ადგილი ჯგუფის 1968 წლის საზაფხულო ამერიკული ტურნეს დროს. რაიტი:

გრუპი გოგონები ყველგან იყვნენ. მოდიოდნენ და გემსახურებოდნენ, გირეცხავდნენ, შენთან ეძინათ, მერე კი ჰონორეას გიტოვებდნენ.

სიმღერაში ჟღერს ჩასაბერი ინსტრუმენტები. სხვადასხვა რესურსის მიხედვით, ეს შესაძლებელია იყოს სინთეზატორი, მაგრამ ამის უარყოფა ბევრი მიზეზით შეიძლება. 1990-იანების ერთ-ერთ ინტერვიუში რაიტი ახსენებს, რომ მისი პირველი სინთეზატორი იყო VCS3. ამ შემთხვევაში დასაშვებია, რომ სინამდვილეში გამოიყენებოდა Moog. მაგრამ ეს თეორიაც გაბათილდება - კლიფ ჯოუნსის წიგნის მიხედვით, შესაძლებელია ეს იყოს თავად ები-როუდის ადგილობრივი მინი-ორკესტრი. აგრეთვე ვარაუდობენ რომ ეს მელოტრონი იყო, რომლის ჟღერადობის პარამეტრები უბრალოდ შეცვალეს.

მეორე ვოკალს სიმღერაში დევიდ გილმორი ასრულებს. სიმღერის დასაწყისში ჟღერს რაიტის ღიღინი (doo, doo...).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Summer_%2768&oldid=3352988“-დან