Alan's Psychedelic Breakfast

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Alan's Psychedelic Breakfast“
სიმღერა - პინკ ფლოიდი, ალბომიდან Atom Heart Mother
გამოიცა World Copyrights
გამოსვლის თარიღი 2 ოქტომბერი 1970
(გაერთიანებული სამეფო)
10 ოქტომბერი 1970
(აშშ)
ჩაიწერა აგვისტო 1970
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი
ფსიქოდელიური როკი
ექსპერიმენტული როკი
კონკრეტული მუსიკა
ხანგრძლივობა 13:01
ავტორი დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი
Atom Heart Mother - სიმღერები

Alan's Psychedelic Breakfast“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეხუთე და უკანასკნელი კომპოზიცია ალბომიდან Atom Heart Mother. მისი ძირითადი ავტორი ჯგუფის დრამერი ნიკ მეისონია, მაგრამ ავტორებად ჯგუფის ოთხივე წევრია მითითებულია. კომპოზიცია სამი ნაწილისგან შედგება.[1][2]

ჩაწერა და ხმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიციაში პინკ ფლოიდის მუსიკა ფონის სახით ჟღერს, ხოლო მათი როუდ-მენეჯერი, ალან სტაილზი (რომელიც Ummagumma გარეკანზე არის გამოსახული)[2] საუბრობს საუზმის შესახებ, პარალელურად მას ამზადებს, მოგვიანებით კი საუზმობს[2][3][4], აგრეთვე იხსენებს ერთ-ერთ საუზმეს ("Breakfast in Los Angeles. Macrobiotic stuff..."). სამ ნაწილს შორის არის შუალედები, რომლებშიც ჟღერს ალანის ბუტბუტი და მისი მოძრაობის ხმები, სხვა ხმაურებით. კომპოზიცია სამჯერ შესრულდა ჯგუფის ბრიტანული ტურნეს დროს, 1970 წელს.[2]

დევიდ გილმორი: „ამ კომპოზიციამ არ მიაღწია იმ ეფექტს, რომლისთვისაც გათვლილი იყო. მან მხოლოდ გვიჩვენა, რისი გაკეთება შეგვეძლო. ეს ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო. პრაქტიკულად, ერთადერთი უაზრო კომპოზიცია, რომელიც ოდესმე გაგვიკეთებია“.

როჯერ უოტერსი: „ყოველთვის ვგრძნობდი, რომ განსხვავება ხმოვან ეფექტებსა და მუსიკას შორის უაზრობაა. შენი საქმეა, გიტარაზე დაუკრავ თუ წყლის ონკანით“.

წყლის ხმაური, რომელიც გაისმის კომპოზიციის ბოლოს, ფირფიტაზე უსასრულობამდე ჟღერდა - ფირფიტის ზედაპირზე სპეციალურად არ იყო ამოტვიფრული ნემსისთვის განკუთვნილი მანიშნებელი. ეფექტები ჩაიწერეს ნიკ მეისონის სამზარეულოში.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენაზე ჯგუფი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი ხმოვანი ეფექტებით და ნამდვილი ფსიქოდელური საუზმის წარდგენა გადაწყვიტა. პირველ ნაწილში, „Rise and Shine“ დევიდ გილმორი დიდი ხნის განმავლობაში სპეციალური ეფექტით გიტარის ხმას აფერხებდა. მისი დასრულების შემდეგ (აღწერა ეფუძნება ბუტლეგურ ჩანაწერს Alan's Psychedelic Mastertape, რომელიც ჩაწერილია 1970 წლის 22 დეკემბერს) გაისმა ხმა, რომელიც ჩაიდნის სტვენას ჰგავდა. ჯგუფის წევრები სცენაზე, დაბალ მაგიდასთან დასხდნენ და ჩაის სმის დროს მხიარული დიალოგებით და დარბაზთან საუბრით დაკავდნენ. როჯერმა წარმოთქვა: „როგორ ფიქრობთ, შაქარს ჩაიყრის? ის ყველაფერს გადმოყრის თუ კოვზს მაინც აიღებს? თუ ყველაფერს გადმოყრის, მაგრამ უკვე კოვზის დახმარებით?“

ჩანაწერზე დარბაზში სიცილი ისმის. ჯგუფი უბრუნდება ინსტრუმენტებს. უოტერსი და გილმორი ასრულებენ ნაწილ „Sunny Side Up“-ს („Grantchester Meadows“-ის სტილში). ამას კვლავ მოჰყვება ერთგვარი წარმოდგენა - პირდაპირ სცენაზე ამზადებენ ომლეტს, ხოლო დარბაზში გაისმის რადიოწამყვანის საუბრები. დასასრულს მთელი ჯგუფი ასრულებს საბოლოო ნაწილს - „Morning Glory“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Manning, Toby (2006). "The Albums", The Rough Guide to Pink Floyd, 1st, London: Rough Guides, გვ. 162. ISBN 1-84353-575-0. 
  4. Manning, Toby (2006). "Set the Controls", The Rough Guide to Pink Floyd, 1st, London: Rough Guides, გვ. 64. ISBN 1-84353-575-0.