If (პინკ ფლოიდის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„If“
სიმღერა , შემსრულებელი პინკ ფლოიდი
ალბომი Atom Heart Mother
გამოსვლის თარიღი 10 ოქტომბერი 1970
ჩაიწერა აგვისტო 1970
ები-როუდი, ლონდონი
ჟანრი პროგრესული ხალხური მუსიკა
ხანგრძლივობა 4:31
ავტორი როჯერ უოტერსი
Atom Heart Mother სიმღერების სია

If — ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან Atom Heart Mother.[1][2]

შექმნა[რედაქტირება]

სიმღერის ავტორი და შემსრულებელია როჯერ უოტერსი. ისევე, როგორც Grantchester Meadows, ისიც პასტორალის ტიპის არის, მაგრამ ტექსტში ავტორი საკუთარ პიროვნებას იკვლევს.

ცოცხალი ვერსიები[რედაქტირება]

სიმღერა ცოცხლად შესრულდა ჯონ პილის გადაცემაში, BBC-ს პარიზის თეატრში (ლონდონი), 1970 16 ივლისს. ამ შესრულებისას რიჩარდ რაიტი უკრავდა ორგანსა და ბას-გიტარაზე. როჯერ უოტერსი სიმღერას საკუთარ სოლო ტურნეებზე ასრულებდა, დამატებითი სტრიქონებით და აკორდების თანმიმდევრობით.

ფაქტები[რედაქტირება]

  • დაგეგმილი იყო სიმღერის შეტანა კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd, მაგრამ იგი მასში არ მოხვდა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.