Fat Old Sun
| „Fat Old Sun“ | ||||
|---|---|---|---|---|
| სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
| ალბომიდან Atom Heart Mother | ||||
| გამოსვლის თარიღი |
2 ოქტომბერი 1970 (გაერთიანებული სამეფო) 10 ოქტომბერი 1970 (აშშ) | |||
| ჩაიწერა |
აგვისტო 1970 ები-როუდის სტუდიები, ლონდონი | |||
| ჟანრი |
ფსიქოდელიური ხალხური ფსიქოდელიური როკი | |||
| ხანგრძლივობა | 5:24 | |||
| ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი | |||
| Atom Heart Mother – სიმღერები | ||||
| ||||
„Fat Old Sun“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან „Atom Heart Mother“. მისი ავტორი და შემსრულებელია დეივიდ გილმორი.[1][2] სრულდებოდა კონცერტებზე უფრო გახანგრძლივებული სახით (ხშირად აჭარბებდა 14 წუთს). სცენაზე სრულდებოდა როგორც ალბომის გამოშვებამდე, ასევე გამოშვების შემდეგ.
„Fat Old Sun“ განიხილებოდა კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd შეტანის კანდიდატად, თუმცა დეივიდ გილმორის სურვილის მიუხედავად ის მასში არ შეუტანიათ.[3]
საკონცერტო ვერსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„Fat Old Sun“ ცოცხლად სრულდებოდა 1970-71 წლებიდან. სტუდიური ფოლკ-ბალადისგან განსხვავებით, სცენაზე პინკ ფლოიდი სიმღერას როკ-კომპოზიციის ფორმას აძლევდა. დაგრძელებული იყო გილმორის გიტარის სოლო, ფინალისკენ კი ემატებოდა რაიტის ორგანზე შესრულებული მელოდია.
ჯგუფმა სიმღერა ორჯერ შეასრულა „BBC-ის“ რადიოტრანსლაციისათვის, 1970 წლის 16 ივლისსა და 1971 წლის 30 სექტემბერს.[4]
დეივიდ გილმორი სიმღერას ასრულებდა სოლო-კონცერტებზე 2001/2002, 2006 და 2015/2016 წლებში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სტრონგი, მარტინ (2004). The Great Rock Discography, 7th, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ ინტერვიუ დეივიდ გილმორთან. BBC Radio 2, 27.09.2002
- ↑ What was played at the BBC shows. pink-floyd.org
| ||||||||||||||||