შინაარსზე გადასვლა

Chimera (ფსიქოდელიური ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Chimeraბრიტანული ფსიქოდელიური როკ-დუეტი, ჩამოყალიბებული 1963 წელს.

დუეტი ჩამოყალიბდა ლიზა ბენკოფის (პიანინო) და ფრანჩესკა გარნეტის (ვოკალი) მიერ. ორივე იყო The Beatles-ის ყოფილი გრუპი.

თავდაპირველად კოლექტივი ცდილობდა The Beatles-ის ლეიბლ Apple Records-თან კონტრაქტის მიღებას. 1963 წელს ეს გოგონები მონაწილეობდნენ „The Beatles Christmas Show“-ში, მყვირალა მაყურებლებს შორის. ისინი მოგზაურობდნენ ბრიტანულ ანდერგრაუნდში და სურდათ საკუთარი მასალის სტუდიაში პროფესიონალურად ჩაწერა. მაგრამ Apple-თან მათ წარმატება არ ჰქონიათ.

1968 წელს, როდესაც გოგონები რომში იმყოფებოდნენ, მეგობარმა უამბო, რომ მაისში პინკ ფლოიდი გამოვიდოდა პოპულარული მუსიკის ფესტივალის წამყვანი ჯგუფის სახით. ლიზა ბენკოფი იხსენებდა, რომ ისინი თამამად ავიდნენ ნიკ მეისონთან და თავი წარუდგინეს. ნიკმა მათ საკუთარი ტელეფონის ნომერი მისცა.

ფრანჩესკა გარნეტი, რომში ცხოვრობდა, მაგრამ დედამისი ლონდონში ერლს-კორტის რაიონში ბინას ფლობდა, სადაც ფრანჩესკა 1969 წელს დაბრუნდა. ახალ მისამართზე გოგონებმა ნიკის („Nicky“, ასე უწოდებდნენ ისინი მეისონს) უხმეს და, გასაუბრების შემდეგ, მიიღეს ასეთი შეთავაზება - ნიკი იქნებოდა მენეჯერი, დევიდ გილმორი - პროდიუსერი.

ლიზას, როგორც ამტკიცებენ, დევიდი მოსწონდა, ხოლო ფრანჩესკა უფრო დაინტერესებული იყო უილი უილსონით, რომელიც მასთან პინკ ფლოიდამდე მუშაობდა. შიდა კონფლიქტებისა და გაუგებრობების გამო პროექტი ვერ განხორციელდა. აგრეთვე, მიუხედავად მეისონის რამდენიმე მცდელობისა, რომელიმე ლეიბლთან კონტრაქტის მოპოვება არ შემდგარა. ყველაფერი, რაც ამ თანამშრომლობიდან დარჩა, არის 10 სიმღერა (აქედან ერთში უკრავს მეისონი, მეორეში კი – რიჩარდ რაიტი). მასალა იწერებოდა, სანამ ჯგუფი ლეიბლს ეძებდა.

მეისონმა დუეტის ალბომის ხუთ სიმღერას პროდიუსერობა გაუწია. 2002 და 2004 წლებში ეს ჩანაწერები ბრიტანეთში გამოიცა შეზღუდული რაოდენობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]