Dramatic Theme

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Dramatic Theme“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან More
გამომცემელი Lupus Music Co. Ltd
გამოსვლის თარიღი 13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი)
9 აგვისტო 1969 (აშშ)
ჩაიწერა მარტი 1969
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, ინსტრუმენტული როკი, პროგრესული როკი, ჯემ-როკი
ხანგრძლივობა 2:15
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი, ნიკ მეისონი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Moreსიმღერები

Dramatic Theme“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის რიგით მეცამეტე და უკანასკნელი კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Dramatic Theme“ ჯგუფის კიდევ ერთი ინსტრუმენტული კომპოზიციაა, რომლის ავტორი ოთხივე მუსიკოსია. მასში გამოყენებულია იგივე მოტივი, რაც „Main Theme“-ში, თუმცა იგი ძირითადად აგებულია დეივიდ გილმორის გიტარაზე და მხოლოდ 2 წუთს და 15 წამს გრძელდება. CD-ის ანოტაციებში ნიკ მეისონის თანაავტორის სახით მითითება მოცემული არ იყო, თუმცა ეს შეცდომა მოგვიანებით შესწორდა.

კომპოზიციის კიდევ ერთი ვერსია, „Theme (Beat Version)“ მოხვდა გამოცემის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში.

იმპროვიზაცია კონცერტებზე არ შესრულებულა.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.