ლე-მანის 24 საათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლე-მანის 24 საათი
ჩატარების ადგილი სატრას ტრასა
დებიუტი 1923
ხანგრძლივობა 24 საათი
ყველაზე მეტი მოგება (მძღოლი) ტომ კრისტენსენი (9)
ყველაზე მეტი მოგება (გუნდი) Joest Racing (12)
ყველაზე მეტი მოგება (მწარმოებელი) პორშე (16)

ლე-მანის 24 საათი (ფრანგ. 24 Heures du Mans) — მსოფლიოში უძველესი აქტიური ავტორბოლა გამძლეობის დასადგენად,[1] რომელიც იმართება ყოველწლიურად 1923 წლის შემდეგ ქალაქ ლე-მანის მახლობლად, საფრანგეთში, და ითვლება ყველაზე პრესტიჟულ ავტორბოლად მსოფლიოში. რბოლას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „გრან-პრის გამძლეობისა და ეფექტურობისთვის“. გუნდებმა უნდა ეძებონ ბალანსი ავტომობილის სიჩქარესა და მის საიმედოობას შორის, რათა მათ გაძლონ 24 საათი მექანიკური დაზიანებების გარეშე, ასევე რაციონალურად გამოიყენონ სახარჯი მასალები, როგორებიცაა საწვავი, საბურავები და სამუხრუჭე ხუნდები. მძღოლების ამტანობის შემოწმებაც მიდის პარალელურად, რომლებმაც ორ საათი უნდა გაატარონ საჭესთან, სანამ მათი პარტნიორი არ შეენაცვლებათ მათი გუნდიდან. თავიანთი რიგის ლოდინში მძღოლები ასწრებენ წახემსებას და მცირე დასვენებას. მიმდინარე წესებით, თითო გუნდს შუძლია ჰყავდეს სამი მძღოლი თითო ავტომობილისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Weekly auto agenda: Le Mans“. The Independent. 11 ივნისი, 2010. ციტირების თარიღი: 22.04.2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)