Up the Khyber

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Up the Khyber“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან More
გამოიცა Lupus Music Co. Ltd
გამოსვლის თარიღი 13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი)
9 აგვისტო 1969 (აშშ)
ჩაიწერა მარტი 1969
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, ექსპერიმენტული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯემ-როკი
ხანგრძლივობა 2:12
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორი ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
More - სიმღერები

Up the Khyber“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი არის რიგით მეოთხე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიცია წარმოადგენს ვრცელ სოლოს დასარტყმელ საკრავებზე, ფორტეპიანოზე დაძაბული და ორგანზე აკვიატებული შესრულებით და ფირის არატიპიური ეფექტებით. იგი გრძელდება დაახლოებით 2 წუთს და 12 წამს. ეს არის პინკ ფლოიდის ერთადერთი სიმღერა, რომლის ავტორებად მითითებულები არიან მხოლოდ მეისონი/რაიტი.

კომპოზიციის სახელწოდება ერთგვარი ხუმრობაა, ვინაიდან Khyber კოკნის რითმული სლენგის ნაწილია, სადაც ხაიბერის გასასვლელი დუნდულს ნიშნავს.[3]

საკონცერტო ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა სრულდებოდა ცოცხლად ოდნავ შეცვლილი ფორმით The Man and The Journey-ის ფარგლებში, სადაც „Doing It“ ეწოდებოდა. იგი აგრეთვე სრულდებოდა „Interstellar Overdrive“-ის ნაწილის სახით.

The Man and The Journey[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : The Man and The Journey.

„Up the Khyber“ შეადგენდა „Doing It“-ის ნაწილს. სხვა მსგავსი კომპოზიციებია „Syncopated Pandemonium“, „The Grand Vizier's Garden Party (Entertainment)“, „Party Sequence“ და „Skins“.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Khyber pass, The Phrase Finder, UK.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Up_the_Khyber&oldid=3352581“-დან