შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფო
იერსახე
შვედეთ-ნორვეგიის უნია ან შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფო (შვედ. Svensk-norska unionen, Unionen mellan Sverige och Norge, ნორვ. Unionen mellom Norge og Sverige) — შვედეთისა და ნორვეგიის პირადი უნია, რომელიც 1814 წლიდან 1905 წლამდე არსებობდა. დამყარდა 1814 წლის შვედეთ-ნორვეგიის ომის შედეგად. ამ უნიით შვედეთი ვალდებულებას იღებდა ეღიარებინა ნორვეგიის შიდა დამოუკიდებლობა და მისი 1814 წლის ეიდსვოლის კონსტიტუცია. უნია დაირღვა 1905 წლის კარლსტადის ხელშეკრულებით, რის შემდეგაც ნორვეგიამ სრული დამოუკიდებლობა და საკუთარი მეფე — ჰოკონ VII მიიღო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Stråth, Bo (2005): Union och demokrati: de förenade rikena Sverige och Norge 1814-1905. Nora, Nya Doxa. ISBN 91-578-0456-7 (შვედური გამოცემა)
- Stråth, Bo (2005): Union og demokrati: Dei sameinte rika Noreg-Sverige 1814-1905. Oslo, Pax Forlag. ISBN 82-530-2752-4 (ნორვეგიული გამოცემა)