ანტუან ანრი ბეკერელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანტუან ანრი ბეკერელი
ფრანგ. Antoine Henri Becquerel
Portrait of Antoine-Henri Becquerel.jpg
დაბ. თარიღი 15 დეკემბერი 1852(1852-12-15)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი პარიზი[6]
გარდ. თარიღი 25 აგვისტო 1908(1908-08-25)[1] [3] [4] [5] (55 წლის)
გარდ. ადგილი კრუასიკი
დასაფლავებულია manoir de Pen Castel
მოქალაქეობა საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა და ქიმია
მუშაობის ადგილი პოლიტექნიკური სკოლა[7] , Muséum national d'histoire naturelle[8] და გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა[9]
ალმა-მატერი ლუი დიდის ლიცეუმი, პოლიტექნიკური სკოლა[7] და გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების ბაკალავრი[9] და მეცნიერებათა დოქტორი[9]
მამა ედმონდ ბეკერელი
შვილ(ებ)ი ჟან ბეკერელი
ნათესავ(ებ)ი პოლ ბეკერელი
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[10] [11], ჰელმჰოლცის მედალი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[12], საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[12], რუმფორდის მედალი, La Caze Prize of the Academy of Sciences, ბარნარდის მედალი სამეცნიერო დამსახურებისთვის და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი
ხელმოწერა Henri Becquerel signature.svg

ანტუან ბეკერელი (ფრანგ. Henri Becquerel; დ. 15 დეკემბერი, 1852, პარიზი — გ. 25 აგვისტო, 1908, ბრეტანი) — ფრანგი ინჟინერი, ფიზიკოსი, 1903 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში და პირველი ადამიანი ვინც აღმოაჩინა რადიოაქტივობა. რადიოაქტივობის აღმოჩენაში მას ეხმარებოდნენ პიერ კიური და მარი სკლოდოვსკა-კიური[13], ამიტომ ნობელის პრემია ბეკერელთან ერთად მათაც მიიღეს. SI სისტემაში მისი სახელი (Bq) ეწოდა რადიოაქტივობის ერთეულს[14].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტუან ბეკერელი დაიბადა 1852 წლის 15 დეკემბერს პარიზში, მდიდარი ოჯახში. მისი ოჯახის წარმომავლობა მჭიდროდ უკავშირდებოდა ფიზიკას: ბეკერელის ბაბუა (ანტუან სეზან ბეკერელი), მამა (ალექსანდრ-ედმონდ ბეკერელი) და შვილი (ჟან ბეკერელი) იყვნენ ფიზიკოსები[15]. იგი სწავლობდა საინჟინრო პოლიტექნიკურ სკოლაში. 1874 წელს ბეკერელი დაქორწინდა ლუსი მარი ჟამენზე, რომელიც მათი შვილის, ჟანის დაბადების დროს გარდაიცვალა[16]. 1880 ჟამენი მეორედ დაქორწინდა ლუის დესირ ლორექსზე[17].

1894 წელს ბეკერელი მუშაობდა ხიდებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში ინჟინრად. მოგვიანებით მან დაიწყო საკუთარი ადრეული ექსპერიმენტების ჩატარება და ინჟინრობას თავი დაანება. ბეკერელმა ადრეულ წლებშივე შეისწავლა დედამიწის მაგნიტური ველი[18].

1900 წელს ბეკერელმა გაზომა ბეტა ნაწილაკების პარამეტრები, და მიხვდა რომ მათ ჰქონდათ იგივე ზომები, როგორიც აქვს მაღალსიჩქარიან ელექტრონს, რომელიც ტოვებს ბირთვს[19][17]. 1901 წელს მანვე აღმოაჩინა შემდეგი ფაქტი: რადიოაქტიურობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მედიცინაში. ამ აღმოჩენამ გამოიწვია რადიოთერაპიის წარმოქმნა და განვითარება (რადიოთერაპია გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ)[19].

ბეკერელს რადიოაქტივობის აღმოჩენის შემდეგ დიდი ხნით სიცოცხლე არ დასცალდა. იგი გარდაიცვალა 1908 წლის 25 აგვისტოს 55 წლის ასაკში, ბრეტანის რეგიონში (საფრანგეთი)[18]. მისი გარდაცვალება გამოწვეული იყო უცნობი დაავადებით, მაგრამ იყო შეტყობინება, რომ მან მიიღო დამწვრობა რადიოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებით[20].

1889 წელს ანტუან ბეკერელი გახდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი[19]. 1900 ბეკერელმა მოიპოვა რუმფორდის მედალი ურანის რადიოაქტიურობის აღმოჩენისათვის და ამავე წელს გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[21][18]. ბეკერი 1901 წელს ასევე დაჯილდოვდა ბერლინ-ბრანდერბურგის სამეცნიერო და ჰუმანიტარული აკადემიის მედლით[22]. 1905 დაჯოლდოვდა აშშ მეცნიერებათა აკადემიის მიერ ბერნარდის მედლით[23]. 1906 წელს ბეკერელი არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1908 წელს არჩეულ იქნა ამავე აკადემიის მუდმივ მდივნად[24]. იგი სიცოცხლეშივე აირჩიეს ბერლინის სამეფო აკადემიის პატივსაცემი წევრად. ბეკერელის სახელის პატივსაცემად მთვარეზე და მარსზე არსებულ კრატერებს ეწოდა ბეკერელის კრატერები[25][26].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Antoine Henri Becquerelministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Беккерель Антуан Анри // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. 7.0 7.1 გერმანული ვიკიპედია — 2001.
  8. Wikipedia — 2001.
  9. 9.0 9.1 9.2 NNDB — 2002.
  10. The Nobel Prize in Physics 1903Nobel Foundation.
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  12. 12.0 12.1 Léonore databaseministère de la Culture.
  13. "The Discovery of Radioactivity". Berkeley Lab.
  14. "BIPM - Becquerel" . www.bipm.org. Retrieved 13 April 2018.
  15. Henri Becquerel . [S.l.]: Great Neck Publishing. 2006. ISBN 9781429816434. OCLC 1002022209
  16. Karbowski, Andrzej (2012)."Biography: Henri Antoine Becquerel (1852 – 1908)" (PDF). Storytelling @ Teaching Model. Retrieved 13 April 2018.
  17. 17.0 17.1 "Henri Becquerel - Biography, Facts and Pictures" . www.famousscientists.org. Retrieved 6 March 2018.
  18. 18.0 18.1 18.2 Henri Becquerel – Biographical. Nobelprize.org.
  19. 19.0 19.1 19.2 Badash, Lawerence (2018). "Henri Becquerel" . Encyclopædia Britannica. Retrieved 6 March 2018.
  20. "Benchmarks: Henri Becquerel discovers radioactivity on February 26, 1896" . EARTH Magazine. 5 January 2012. Retrieved 13 April 2018.
  21. "Rumford Medal" . royalsociety.org. Retrieved 12 March 2018.
  22. "Henri Becquerel" . www.nndb.com. Retrieved 25 April 2018.
  23. "Becquerel, Henri, 1852-1908". history.aip.org. Retrieved 12 March 2018.
  24. Sekiya, Masaru; Yamasaki, Michio (January 2015). "Antoine Henri Becquerel (1852–1908): a scientist who endeavored to discover natural radioactivity". Radiological Physics and Technology. 8: 1–3 – via Springer Link.
  25. "Planetary Names: Crater, craters: Becquerel on Mars". planetarynames.wr.usgs.gov. Archived fromthe original on 14 April 2018. Retrieved 13 April 2018.
  26. "Becquerelite: Becquerelite mineral information and data". www.mindat.org. Retrieved 13 April 2018.