შინაარსზე გადასვლა

ბელგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბელგიის სამეფო)
ბელგიის სამეფო

ბელგია
ბელგიის
დროშა გერბი
დევიზი: 
ძალა ერთობაშია
ჰიმნი: Brabançonne

(ინსტრუმენტული ვერსია)
ბელგიის მდებარეობა ევროპაში
ბელგიის მდებარეობა
ბელგიის მდებარეობა ევროპაში
ბელგიის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბრიუსელი [ა]
50°51′ ჩ. გ. 4°21′ ა. გ. / 50.850° ჩ. გ. 4.350° ა. გ. / 50.850; 4.350
ოფიციალური ენა
ეთნოქორონიმი ბელგიელი
მთავრობა ფედერალური
საპარლამენტო
კონსტიტუციური მონარქია[1]
 -  მონარქი ფილიპე
 -  პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო
საკანონმდებლო ორგანო ფედერალური პარლამენტი
 -  ზედა პალატა სენატი
 -  ქვედა პალატა წარმომადგენელთა პალატა
დამოუკიდებლობა
 -  გამოაცხადა
ნიდერლანდისგან

4 ოქტომბერი, 1830 
 -  აღიარება 19 აპრილი, 1839 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა

(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1958 
ფართობი
 -  სულ 30,689 კმ2 (136-ე)
 -  წყალი (%) 6.5
მოსახლეობა
 -  2020 აღწერა 11,492,641[2] (81-ე)
 -  სიმჭიდროვე 376 კაცი/კმ2 (22-ე)
მშპ (მუპ) 2018 შეფასება
 -  სულ $550 მილიარდი[3] (38-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $48,224[3] (მე-20)
მშპ (ნომინალი) 2018 შეფასება
 -  სულ $533 მილიარდი[3] (23-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $46,724[3] (მე-17)
ჯინი (2018)25.6[4]
დაბალი
აგი (2013) 0.919[5]
ძალიან მაღალი · მე-17
ვალუტა ევრო () [ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი 32
ინტერნეტ-დომენი .be [გ]
ა. ^  ბრიუსელის რეგიონი არის დე ფაქტო დედაქალაქი, მაგრამ ქალაქ ბრიუსელის მუნიციპალიტეტი არის დე იურე დედაქალაქი
ბ. ^  1999 წლამდე, ბელგიური ფრანკი (BEF).
გ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ბელგია (ნიდერლ. België; ფრანგ. Belgique; გერმ. Belgien), ოფიციალურად ბელგიის სამეფო (ნიდერლ. Koninkrijk België, ფრანგ. Royaume de Belgique, გერმ. Königreich Belgien) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი (620 კმ), ჩრდილოეთით — ნიდერლანდები (450 კმ), აღმოსავლეთით გერმანია (167 კმ) და ლუქსემბურგი (148 კმ), ჩრდილო-დასავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა. სანაპირო ხაზის სიგრძეა 66 კმ. ბელგია მდებარეობს დასავლეთი ევროპის ბევრი ქვეყნის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების გზაჯვარედინზე. ფართობი 30,689 კმ². ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბრიუსელი. ოფიციალური ენებია: ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული.

ბელგია კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიაა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმა ფედერაციულია. ფულის ერთეულია ევრო. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ბელგიაში ცხოვრობდა 11,492,641 ადამიანი. ეროვნული შემადგენლობით ბელგიის მოსახლეობა 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: ფლამანდელები და ვალონები. ამ ორი ჯგუფის ტერიტორიული განსახლების საზღვარი გადის ბრიუსელის სამხრეთით. ბელგიის კონსტიტუცია სარწმუნოების თავისუფლების გარანტიას იძლევა. მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა, არიან აგრეთვე პროტესტანტები, იუდეველები და სხვა.

ძვ. წ. III საუკუნიდან ბელგიის ტერიტორია დასახლებული იყო ბელგების კელტური ტომებით. ქვეყნის სახელწოდება ბელგების სახელწოდებასთან არის დაკავშირებული. ძვ. წ. 57 წელს რომაელებმა დაიპყრეს. III-V საუკუნეებში ბელგიის ტერიტორიაზე დასახლდნენ გერმანული ტომები — ფრანკები, ფრიზები და საქსები, რამაც გამოიწვია ჩრდილოეთ ბელგიის ადრინდელი ბელგურ-რომაული მოსახლეობის გაგერმანელება. V-IX საუკუნეებში ბელგიის ტერიტორია შედიოდა ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. XIV საუკუნის დასასრულს ბელგიის თითქმის მთელი ტერიტორია ბურგუნდიის ჰერცოგთა გამგებლობაში მოექცა, ხოლო 1516 წელს ესპანეთს დაემორჩილა.

1795 წელს ბელგია საფრანგეთს შეუერთდა. შემდეგ, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ბელგია ნიდერლანდებს შეუერთდა. ლონდონის კონფერენციამ 1830-1831 წლებში ცნო ბელგიის სუვერენიტეტი და გამოაცხადა მისი სამუდამო ნეიტრალიტეტი. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიამ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი და თავისი ჯარებით დაიკავა მისი ტერიტორია. 1940 წლის 10 მაისს გერმანიის ფაშისტურმა არმიამ კვლავ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი. ბელგიის მთავრობა ლონდონში წავიდა.

ბელგია არის ევროპის კავშირის, გაეროსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. 1944 წლის 5 სექტემბერს შეიქმნა ეკონომიკური კავშირი ბენილუქსი, რომელიც არის შემოკლებული სახელწოდება ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგისა. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განლაგებულია ევროპის კავშირის შტაბ-ბინა, აგრეთვე ნატოს ოფისი და ბენილუქსის ქვეყნების სეკრეტარიატი.

ბელგიის სამეფო დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს. მსოფლიო ომების დროს იყო გერმანიის აგრესიის ობიექტი. 1945 წლიდან ევროპული თანამშრომლობის (ბენილუქსი, ევროპის საბჭო, ნატო, ევროპის კავშირი) ცენტრია. 1980 წელს - შეიქმნა მმართველობის რეგიონული სტრუქტურები ფლანდრიის, ვალონიისა და ბრიუსელისათვის. 1992 წელს გამოცხადდა, რომ შემოღებული იქნებოდა ფედერაციული სისტემა. 1994 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.

ბელგიის რელიეფური რუკა

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის წევრი. მას საზღვრები აქვს: საფრანგეთთან - 620 კმ., გერმანიასთან - 167 კმ., ლუქსემბურგთან - 148 კმ., ნიდერლანდებთან - 450 კმ. ბელგიის ფართობი შეადგენს 30 528 კმ²-ს.[6] ის მდებარეობს 49°30 - 51°30 ჩრდილოეთ განედებსა და 2°33 - 6°24 აღმოსავლეთ გრძედებს შორის.[7]

ბელგიის სანაპირო ზოლი ჩრდილოეთის ზღვასთან ძირითადად წარმოადგენს ქვიშის დიუნებსა და პოლდერებს. ბელგიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ტყიან გორაკებს რომელიც დაღარულია ხევებით და კლდოვანი კანიონებით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, გერმანიის საზღვართან ახლოს არის მაღალი ჭაობის პლატო, სადაც მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი ბოტრანჟი. მისი სიმაღლე შეადგენს 694 მ-ს.[8][9] ბელგიის უდიდესი მდინარეებია - შელდა 207 (ბელგიაში, სულ 370) და მეზი 183 (ბელგიაში, სულ 933). უდიდესი ტბა - ო-დერი; კლიმატი - ოკეანური.

ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.

კიოპების კლასიფიკაციის მიხედვით, ბელგია ხასიათდება ოკეანური კლიმატით; ჩრდილო-დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილის მსგავსად, ბელგიაშიც თითოეულ სეზონში ნალექების დიდი ოდენობა მოდის.[10] საშუალოდ —3 გრადუს ტემპერატურით, იანვარი ყველაზე ცივი თვეა, ხოლო ყველაზე თბილი თვე, საშუალოდ 18 გრადუსით, ივლისია. საშუალო ნალექების რაოდენობა თებერვალი-აპრილის პერიოდში 54 მმ-ია, ხოლო ივლისში - 78 მმ. 2000-2006 წლებში საშუალო ყოველდღიური ტემპერატურა 7-14 გრადუსებს შორის მერყეობს, ხოლო ყოველთვიური ნალექების რაოდენობა დაახლოებით 74 მმ-ის ტოლია.[11]

ბელგიის ტერიტორია დაყოფილია სამ რეგიონად, რომელთაგან ორი, ფლამანდრიის რეგიონი და ვალონსის რეგიონი, თავის მხრივ, პროვინციებად არის დაყოფილი; მესამე რეგიონი, დედაქალაქ ბრიუსელის რეგიონი, არც პროვინციაა და არც პროვინციის ნაწილი.

  • პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ მყოფი ფედერალური საპარლამენტო დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური - სამეფოს მმართველია საქს-კობურგ-გოთას დინასტია. ბელგიის მეფეები: 1831 - ლეოპოლდ I, 1865 - ლეოპოლდ II, 1900 - ალბერტ I, 1934 - ლეოპოლდ III, 1951 - ბოდუენ I, 1993 წლიდან - ალბერტ II (ALBERT II).
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი (შარლ მიშელი, 2014)
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისა (150 წევრი) და სენატისაგან (71 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა. 1989 წლიდან ქვეყანა ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელიც 3 სუბიექტისაგან (ფრ. regions, ნიდ. gewesten) შედგება: ბრიუსელი, ვალონია და ფლანდრია. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად (ფრ. province, ნიდ. provincie) იყოფიან.
მოსახლეობის სიმჭიდროვე ბელგიაში დეპარტამენტების მიხედვით.
ბრიუსელი, ქვეყნის დედაქალაქი და ბელგიის უდიდესი მეტროპოლიტური ტერიტორია.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ბელგიის მთლიანი მოსახლეობა (რეგისტრირებული მოქალაქეები) შეადგენდა 11,492,641-ს.[2] 2019 წლის იანვრის მდგომარეობით ბელგიის მოსახლეობის სიმჭიდროვეა 376/კმ2, რაც მას მსოფლიოში 22-ე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნად და ევროპაში მე-6 ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნად აქცევს. ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა ანტვერპენის პროვინცია, ხოლო ყველაზე მჭირდოდ დასახლებული - ლუქსემბურგის პროვინცია. 2019 წლის მონაცემებით, ფლანდრიის მოსახლეობა შეადგენდა 6,589,069-ს (მთლიანი მოსახლეობის 57.6%); მის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებს მიეკუთვნება: ანტვერპენი (523,248), გენტი (260,341) და ბრიუგე (118,284). ვალონიის მოსახლეობა ტოლია 3,633,795-ს (მთლიანი მოსახლეობის 31.8%); ყველაზე ხალხმრავალი ქალაქებია: შარლერუა (201,816), ლიეჟი (197,355) და ნამური (110,939). ქვეყნის დედაქალაქ ბრიუსელში ცხოვრობს 1,208,542 ადამიანი, რომლებიც განაწილებულში არიან 19 მუნიციპალიტეტში (მათგან 3 მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 100,000-ს აღემატება).[2]

2017 წლის მონაცემებით, ბელგიაში შობადობის მაჩვენებელი იყო 1.64 ბავშვი/ქალზე, რაც 1873 წლის მაჩვენებელთან (4.87 ბავშვი/ქალზე) მნიშვნელოვნად დაბალია.[12] ქვეყანას, საშოალოდ 41.5 წლით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი საზოგადოება ჰყავს.

2007 წლის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს ჰქონდა ბელგიის მოქალაქეობა,[13] ხოლო 6% წარმოადგენდნენ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. სხვა ქვეყნის მოქალაქეების შორის იყვნენ: იტალიელები (171,918), ფრანგები (125,061), გერმანელები (116,970), მაროკოელები (80,579), პორტუგალიელები (43,509), ესპანელები (42,765), თურქები (39,419) და გერმანელები (37,621).[14][15] 2007 წელს ბელგიაში 1,38 მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 12.9% -ს შეადგენს. აქედან 685,000 (6.4%) დაიბადა ევროკავშირის გარეთ, ხოლო 695,000 (6,5%) დაიბადა ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში.[16][17]

2012 წლის დასაწყისში უცხოური წარმოვავლობის ხალხი და მათი შთამომავლები წარმოადგენდნენ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს, ანუ 2.8 მილიონ ახალ ბელგიელს.[18] ამ ახალ ბელგიელთაგან 1,200,000 ევროპული წარმოშობისაა და 1,350,000[19] არადასავლური ქვეყნებიდან (მათი უმეტესობა მაროკოდან, თურქეთიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან). 1984 წლიდან, ბელგიის მოქალაქეობის შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ, 1.3 მილიონზე მეტმა მიგრანტმა მიიღო ბელგიის მოქალაქეობა. ემიგრანტთა და მათი შთამომავლების უდიდესი ჯგუფს წარმოადგენენ მაროკოელები.[20] ქვეყნის მოქალაქე გახდა თურქული წარმოშობის მოსახლეობის 89.2%, ასევე მაროკოული მოსახლეობის 88.4%, იტალიელების 75.4%, ფრანგების 56.2% და ჰოლანდიელების 47.8%. [19]

ძირითადი ენების სავარაუდო განაწილება ბელგიაში
ნიდერლანდური
  
59%
ფრანგული
  
40%
გერმანული
  
1%

ბელგიას გააჩნია სამი ოფიციალური ენა: ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული. აგრეთვე ვხვდებით არაოფიციალურ უმცირესობათა ენებს.[21] იმის გათვალისწინებით, რომ აღწერა არ ტარდება, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ბელგიის სამი ოფიციალური ენისა ან მათი დიალექტების განაწილებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით.[22] თუმცა, სხვადასხვა კრიტერიუმებით, მათ შორის, მშობლების ენის (ენების), განათლების, სტატუსების გათვალისწინებით, შესაძლებელია დაახლოებითი ციფრების დაწერა. სავარაუდოდ, ბელგიის მოსახლეობის 60%-სთვის მშობლიური ენა ნიდერლანდურია (ხშირად ფლამანდურად მოიხსენიებენ), ხოლო მოსახლეობის 40%-სთვის - ფრანგული. ფრანგულად-მოსაუბრე ბელგიელებს ხშირად უწოდებენ ვალონებს.

ნიდერლანდურ ენაზე მოსაუბრეთა საერთო რიცხვი არის დაახლოებით 6.23 მილიონი, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში; ხოლო ფრანგულ ენაზე მოსაუბრეების რაოდენობა ვალონიაში არის დაახლოებით 3.32 მილიონი; აგრეთვე, ფრანგულენოვან მოსახლეობას (~870,000) ვხვდებით დედაქალაქ ბრიუსელის რეგიონში.[23] გერმანულ-ენაზე მოლაპარაკე საზოგადოება შედგება 73,000 ადამიანისგან (უმეტესად ვალონიის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში); აქედან დაახლოებით 10,000 წარმოშობით გერმანელია, ხოლო 60,000 - ბელგიელი, რომელიც გერმანულად საუბრობს.[24][25][26][27]

შეწირული გულის ეროვნული ბაზილიკა (კუკელბერგი, ბრიუსელი)

ბელგია უმეტესწილად სეკულარული ქვეყანაა: მისი კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლებას და მთავრობა პრაქტიკულად პატივს სცემს ამ უფლებას. ალბერტ I-ისა და ბოდუენის მეფობის დროს ბელგიის სამეფო ოჯახს ღრმადმორწმუნე კათოლიკეების რეპუტაცია ჰქონდა.[28] ტრადიციულად, ბელგიის მოსახლეობის დიდი ნაწილის ძირითადი სარწმუნოება კათოლიციზმია; განსაკუთრებული რელიგიურობით გამოირჩევიან ფლანდრიელები. მიუხედავად ამისა, 2009 წლის მონაცემებით, კვირას ტაძარში მოსახლეობის მხოლოდ 5% დადიოდა (3% ბრიუსელში,[29] 5.4% ფლანდრიაში). 1998 წელთან შედარებით, 2009 წელს საკვირაო ეკლესიის დამსწრეთა რაოდენობა თითქმის განახევრებული იყო (1998 წელს ესწრებოდა მთლიანი მოსახლეობის 11%).[30] მიუხედავად ეკლესიაში დასწრეთა რაოდენობის კლებისა, კათოლიკური თვითმყოფადობა ბელგიის კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.[28]

ევრობარომეტრის 2010 წლის გამოკითვაში,[31] ბელგიის მოქალაქეების 37%-მა უპასუხა, რომ თვლის, ღმერთი არსებობს. 31%-მა უპასუხა, რომ თვლიან, არსებობს რაიმე სახის სული ან მაცოცხლებეი-ძალა. 27%-მა უპასუხა, რომ მათ არ სჯერათ რაიმე სახის სულის, ღმერთის ან სიცოცხლის ძალის არსებობის. ხოლო 5%-მა გამოკითვაში მონაწილეობაზე თავი შეიკავა. ევრობარომეტრის 2015 წლის მონაცემებით, ბელგიის მთლიანი მოსახლეობის 60.7% მიჰყვებოდა ქრისტიანობას, მათ შორის, ყველაზე ხალხმრავალი (52.9%) მიმდინარეობა იყო რომაული კათოლიციზმი. პროტესტანტები 2.1%-ს შეადგენდნენ, ხოლო მართლმადიდებლები მთლიანობაში - 1.6%-ს. არარელიგიური მოსახლეობის წილი იყო 32.0%, რომელიც ათეისტებად და აგნოსტიკებად იყოფა. დანარჩენი მოსახლეობის 5%-ს წარმოადგენდნენ მაჰმადიანები, ხოლო სხვა, შედარებით მცირე რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებოდა მოსახლეობის 2.1%.[32] 2012 წელს ჩატარებულმა იმავე გამოკითხვამ დაადგინა, რომ ქრისტიანობას ბელგიაში ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავდა - მოსახლეობის 65%.[33]

სიმბოლურად და მატერიალურად, რომის კათოლიკური ეკლესია ხელსაყრელ მდგომარეობაში რჩება.[28] ბელგია ოფიციალურად ცნობს სამ რელიგიას: ქრისტიანობას (კათოლიკე, პროტესტანტიზმი, მართლმადიდებლური ეკლესიები და ანგლიკანიზმი), ისლამსა და იუდაიზმს.[34]

2000-იანი წლების დასაწყისში ბელგიაში დაახლოებით 42000 ებრაელი ცხოვრობდა.

2008 წლის აღწერამ დადგინდა, რომ ბელგიის მოსახლეობის დაახლოებით 6% (628.751 ადამიანი) მუსლიმია.[35] მუსულმანები წარმოადგენენ ბრიუსელის მოსახლეობის 23,6%-ს, ვალონიას - 4.9%-ს და ფლანდრიას - 5.1%-ს. ბელგიის მუსლიმთა უმეტესი ნაწილი ცხოვრობს დიდ ქალაქებში, მაგალითად, ანტვერპენიანტვერპენში, ბრიუსელსა და შარლერუაში. ემიგრანტთა ყველაზე დიდ ჯგუფს ბელგიაში წარმოადგენენ მაროკოელები 400,000 ადამიანით. 220,000 წევრით თუქრები ქმნიან ეთნიკურად მესამე, ხოლო რელიგიურად მეორე ყველაზე დიდ ჯგუფს ბელგიაში.[20][36]

განათლება სავალდებულოა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბელგიელებისთვის.[37] 2002 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, ბელგიას ჰქონდა მესამე უმაღლესი წილი 18-დან 21 წლამდე ასაკის მოზარდებში (42%), რომლებმაც სწავლა სკოლისშემდგომ სასწავლო დაწესებულებებში (მესამე დონის სასწავლებლებში) განაგრძეს.[38] მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული მოსახლეობის 99%-მა წერა-კითხვა იცის, ფუნქციონალური გაუნათლებლობის (შედის წერის, კითვხის და სხვა ყველდღიური უნარების უცოდინრობა) გამო შეშფოთება იზრდება.[39][40] სტუდენტთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა (PISA), რომელსაც კოორდინირებას OECD უწევს, ამჟამად ბელგიის განათლებას მსოფლიოში მე-19 საუკეთესოდ ასახელებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს.[41]

ბელგია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (272 მლრდ $) მსოფლიოში მე-20 ადგილი უკავია.

  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 1, მრეწველობა - 26, მომსახურება - 73;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 26.730 $.
  • უდიდესი კომპანიები - სოსიეტე ჟენერალი, ბრიუსელ-ლამბერი, კობერა, ელექტრორაი, ბელგაკომი, ფორტისი, ინტერბრიუ.
  • ექსპორტი - რკინა, ფოლადი, საფეიქრო ნაწარმი, ნავთობქიმიკატები, პლასტმასი.
  • ბიუჯეტი - 113 400 მლნ $.
  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ბელგიური ფრანკი.
ედი მერკსი, მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდეს ველომბრბოლელად

1970-იანი წლების შემდეგ, სპორტული კლუბები და ფედერაციები ენის მიხედვით ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ.[42] ბელგიის ორივე ნაწილში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა ფეხბურთი; აგრეთვე პოპულარულ სპორტის სახეობებს მიეკუთვნება: ველორბოლა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო[43] და კალათბურთი.[44]

გარდა საფრანგეთისა, ბელგიის წარმომადგენლებს ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული ველომრბოლელთა ჩემპიონატი სახელად ტურ-დე-ფრანსი. აგრეთვე, ბელგიის სახელით მოასპარეზეებს, ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული „UCI-როდ მსოფლიო ჩემპიონატი“. 2012 წლის მოსლფლიო ჩემპიონია ფილიპ გილბერტი. კიდევ ერთი ცნობილი ბელგიელი ველომრბოლებია ტომ ბუნენი. ხუთჯერ მოგებული ტურ-დე-ფრანსითა და მრავალი სხვა მიღწევით, ბელგიელი ველომრბოლელი ედი მერკსი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ველომრბოლელად მიიჩნევა.[45]

ბელგიამ უმასპინძლა 1972 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს; აგრეთვე ნიდერლანდებთან ერთად უმასპინძლა 2000 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას მსოფლიო რეიტინგში 2015 წლის ნოემბერში პირველ ადგილს იკავებდდა.[46]

ცნობილი ბელგიელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 275-280.
  • Arblaster, Paul (23 December 2005). A History of the Low Countries, Hardcover 312pp, Palgrave Essential Histories, Palgrave Macmillan, New York. ISBN 978-1-4039-4827-4. 
  • (May 1999) რედ. Blom, J. C. H.: History of the Low Countries, Hardcover 503pp, Berghahn Books, Oxford/New York. ISBN 978-1-57181-084-7. 
  • Cammaerts, Émile L. [1913] (1921). A History of Belgium from the Roman Invasion to the Present Day, 357pp, D. Appleton and Co, New York. OCLC 1525559. 
    [Also editions [1913], London, OCLC 29072911; (1921) D. Unwin and Co., New York OCLC 9625246 also published (1921) as Belgium from the Roman invasion to the present day, The Story of the nations, 67, T. Fisher Unwin, London, OCLC 2986704]
  • [1902] (28 June 2001) The History of Belgium: Part 1. Cæsar to Waterloo, Paperback 493pp, Elibron Classics, Adamant Media (Delaware corporation), Boston, Massachusetts, United States. ISBN 978-1-4021-6714-0.  Facsimile reprint of a 1902 edition by the author, London
    Ib. [1909] (June 2001). Ib. Part 2. 1815–1865. Waterloo to the Death of Leopold I, Paperback 462pp, Ib., Ib. ISBN 978-1-4021-6713-3.  Facsimile reprint of a 1909 edition by the author, London
  • Fitzmaurice, John (1996). The Politics of Belgium: A Unique Federalism, Paperback 284pp, Nations of the modern world, Westview Press. ISBN 978-0-8133-2386-2. OCLC 30112536. 
  • Kossmann-Putto, Johanna A. [1987] (January 1993). რედ. Deleu Jozef H. M.: The Low Countries: History of the Northern and Southern Netherlands, De Lage Landen: geschiedenis van de Noordelijke en Zuidelijke Nederlanden. Vlaams-Nederlandse Stichting Ons Erfdeel, Rekkem, 3rd Rev. edition Paperback 64pp, Flemish-Netherlands Foundation Stichting Ons Erfdeel, Rekkem, Belgium. ISBN 978-90-70831-20-2. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Government type: Belgium. The World Factbook. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 19 December 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Structuur van de bevolking nl. Statbel. ციტირების თარიღი: 29 February 2020.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 World Economic Outlook Database. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 1 October 2018.
  4. Gini coefficient of equivalised disposable income – EU-SILC survey. Eurostat. ციტირების თარიღი: 20 October 2019
  5. 2019 Human Development Index Ranking. Hdr.undp.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-23. ციტირების თარიღი: 2020-08-12.
  6. CIA World Factbook: Belgium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-12. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
  7. (ნიდერლანდური ენა) Geografische beschrijving van België – Over Belgie – Portaal Belgische Overheid. Belgium.be. Retrieved on 12 August 2013.
  8. Geography of Belgium. 123independenceday.com (<!––unknown––>). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 September 2007. ციტირების თარიღი: 10 August 2007.
  9. Life—Nature. Office for Official Publications of the European Communities (2005). ციტირების თარიღი: 10 August 2007.
  10. Peel, Murray C.; Finlayson, Bryan L. & McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen–Geiger climate classification“. Hydrology and Earth System Sciences. 11 (5): 1633–1644. doi:10.5194/hess-11-1633-2007. ISSN 1027-5606. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 February 2017. ციტირების თარიღი: 10 December 2011. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |last-author-amp= (დახმარება) (direct: Final Revised Paper დაარქივებული 29 February 2012 საიტზე Wayback Machine. )
  11. Climate averages—Brussels. EuroWEATHER/EuroMETEO, Nautica Editrice Srl, Rome, Italy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 27 May 2007.
  12. Max Roser (2014), "Total Fertility Rate around the world over the last two centuries", Our World In Data, Gapminder Foundation, https://ourworldindata.org/grapher/children-born-per-woman?year=1800&country=BEL
  13. This number evolved to 89% in 2011. Belgian Federal Government. Population par sexe et nationalité pour la Belgique et les régions, 2001 et 2011 French. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2012. ციტირების თარიღი: 31 August 2012.
  14. Perrin, Nicolas. (April 2006) European Migration Network—Annual Statistical Report on migration and asylum in Belgium (Reference year 2003)—section A. 1) b) Population by citizenship & c) Third country nationals, 1 January 2004 გვ. 5–9. Belgian Federal Government Service (ministry) of Interior—Immigration Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 28 May 2007.
  15. De vreemde bevolking. ecodata.mineco.fgov.be
  16. L'IMMIGRATION EN BELGIQUE. EFFECTIFS, MOUVEMENTS. ET MARCHE DU TRAVAIL დაარქივებული 31 March 2012 საიტზე Wayback Machine. . Rapport 2009. Direction générale Emploi et marché du travai
  17. Belgian Federal Government. Structure de la population selon le pays de naissance French. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 August 2012. ციტირების თარიღი: 31 August 2012.
  18. BuG 155 – Bericht uit het Gewisse – 01 januari 2012 დაარქივებული 8 September 2012 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. npdata.be (1 January 2012).
  19. 19.0 19.1 BuG 159 – Bericht uit het Gewisse – 7 mei 2012 დაარქივებული 26 January 2013 საიტზე Wayback Machine. . npdata.be (7 May 2012).
  20. 20.0 20.1 Voor het eerst meer Marokkaanse dan Italiaanse migranten დაარქივებული 18 January 2014 საიტზე Wayback Machine. . hbvl.be. 21 May 2007
  21. (2009) რედ. Lewis, M. Paul: Languages of Belgium, sixteenth, Dallas, Texas, U.S.A.: SIL International, გვ. 1,248. ISBN 978-1-55671-216-6. ციტირების თარიღი: 27 February 2011. 
  22. de Witte, Bruno (1996). Rainey, Anson F. (ed.). „Surviving in Babel? Language rights and European integration“. Canaanite in the Amarna Tablets. 1. Brill. p. 122. ISBN 90-04-10521-2.
  23. Belgium Market background. British Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 November 2007. ციტატა: „The capital Brussels, 80–85 percent French-speaking, ...“ ციტირების თარიღი: 5 May 2007.—Strictly, the capital is the municipality (City of) Brussels, though the Brussels-Capital Region might be intended because of its name and also its other municipalities housing institutions typical for a capital.
  24. The German-speaking Community. The German-speaking Community. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 May 2007. ციტირების თარიღი: 5 May 2007. The (original) version in German language დაარქივებული 29 May 2007 საიტზე Wayback Machine. (already) mentions 73,000 instead of 71,500 inhabitants.
  25. Citizens from other countries in the German-speaking Community. The German-speaking Community. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 June 2007. ციტირების თარიღი: 5 May 2007.
  26. German (Belgium)—Overview of the language. Mercator, Minority Language Media in the European Union, supported by the European Commission and the University of Wales. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 May 2011. ციტირების თარიღი: 7 May 2007.
  27. Leclerc, Jacques. (19 April 2006) Belgique • België • Belgien—La Communauté germanophone de Belgique French. L'aménagement linguistique dans le monde. Host: Trésor de la langue française au Québec (TLFQ), Université Laval, Quebec. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2007. ციტირების თარიღი: 7 May 2007.
  28. 28.0 28.1 28.2 (2009) The world and its people – Belgium, Luxembourg and the Netherlands. Marshall Cavendish, გვ. 499. ISBN 978-0-7614-7890-4. 
  29. Churchgoers in Brussels threatened with extinction Dutch (30 November 2010). ციტირების თარიღი: 4 September 2011.
  30. Kerken lopen zeer geleidelijk helemaal leeg – Dutch news article describing church attendance in Flanders დაარქივებული 27 November 2010 საიტზე Wayback Machine. . Standaard.be (25 November 2010). Retrieved 26 September 2011.
  31. Eurobarometer Biotechnology report 2010 დაარქივებული 30 April 2011 საიტზე Wayback Machine. p.381.
  32. Eurobarometer 437: Discrimination in the EU in 2015. European Commission. ციტირების თარიღი: 15 October 2017.  დაარქივებული 15 October 2017[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  33. "Discrimination in the EU in 2012", Special Eurobarometer, 383 (European Union: European Commission): p. 233, 2012, http://ec.europa.eu/public_opinion/archives/ebs/ebs_393_en.pdf. წაკითხვის თარიღი: 14 August 2013
  34. State and Church in BELGIUM (31 October 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 July 2010.
  35. In België wonen 650.000 muslims. Indy Media (12 September 2008). ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  36. Moslims in België per gewest, provincie en gemeente. Npdata.be (18 September 2015). ციტირების თარიღი: 9 March 2016.
  37. Hofman, Roelande H.; Hofman, W. H. A.; Gray, J. M.; Daly, P. (2004) Institutional context of education systems in Europe: a cross-country comparison on quality and equity. Kluwer Academic Publishers, გვ. 97, 105. ISBN 978-1-4020-2744-4.  Extracts: p. 97 დაარქივებული 12 April 2016 საიტზე Wayback Machine. , p. 105 დაარქივებული 12 April 2016 საიტზე Wayback Machine.
  38. Table 388. Percentage of population enrolled in secondary and postsecondary institutions, by age group and country – Chapter 6. International Comparisons of Education, data: 2002. Digest of Education Statistics—Tables and Figures. National Center for Education Statistics, Institute of Education Sciences (IES), US Department of Education (2005). ციტირების თარიღი: 6 June 2007.
  39. Among Belgium native German speakers many are familiar with the local dialect varieties of their region, that include dialects that spill over into neighboring Luxembourg and Germany. (2005) რედ. Gordon, Raymond G. Jr.: Languages of Belgium, Fifteenth, Dallas, Texas, U.S.: SIL International.  (Online version: Sixteenth edition დაარქივებული 3 December 2005 საიტზე Wayback Machine. )
  40. I. Monitoring Human Development: Enlarging peoples's choices ... —5. Human poverty in OECD, Eastern Europe and the CIS. Human Development Indicators გვ. 172–173. United Nations Development Programme (UNDP) (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 June 2007. ციტირების თარიღი: 6 June 2007.
  41. Range of rank on the PISA 2006 science scale. OECD. ციტირების თარიღი: 27 February 2011.
  42. (1999) რედ. Klaus Heinemann: Organised sport in transition: development, structures and trends of sports clubs in Belgium. Schattauer Verlag, გვ. 183–229. ISBN 978-3-7945-2038-1. 
  43. Wingfield, George (2008). რედ. Charles F. Gritzner: Belgium. Infobase Publishing, გვ. 94–95. ISBN 978-0-7910-9670-3. 
  44. Hendricks, Kelly (20 June 2014). „Belgium's 10 most popular sports“. The Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 November 2014. ციტირების თარიღი: 26 October 2014.
  45. Majendie, Matt (18 April 2005). „Great, but there are greater“. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 August 2007. ციტირების თარიღი: 20 September 2007. ციტატა: „[the Author's] top five [cyclists] of all time: 1 Eddy Merckx, 2 Bernard Hinault, 3 Lance Armstrong, 4 Miguel Indurain, 5 Jacques Anquetil“
  46. „Belgium go top, Chile and Austria soar“. FIFA. 5 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 June 2016. ციტირების თარიღი: 30 March 2016.