ლეოპოლდ III (ბელგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეოპოლდ III
Leopold III of Belgium.jpg
ბელგიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 17 თებერვალი, 1934
მმართ. დასასრული: 16 ივლისი, 1951
წინამორბედი: ალბერტ I
მემკვიდრე: ბოდუენი
რეგენტი: პრინცი შარლი (1944-50)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 ნოემბერი, 1901
დაბ. ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
გარდ. თარიღი: 25 სექტემბერი, 1983, (81 წლის)
გარდ. ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
მეუღლე: ასტრიდ შვედი
(ქ. 1926 - გარდ. 1935)
მერი ლილიან ბაელსი
(ქ. 1941)
შვილები: ჟოზეფინ შარლოტი, ლუქსემბურგის ჰერცოგინია
ბოდუენი, ბელგიის მეფე
ალბერტ II, ბეგლიის მეფე
ალექსანდერი
მარი კრისტინა
მარი ესმერალდა, მონკარას ქალბატონი
სრული სახელი: ლეოპოლდ ფილიპს კარელ ალბერტ მეინარდ ჰუბერტ მარია მიგელი
დინასტია: საქსენ-კობურგ-გოთა
მამა: ალბერტ I, ბელგიის მეფე
დედა: ელიზაბეთ ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლეოპოლდ III (ფრანგ. Léopold III, ნიდერლ. Leopold III; დ. 3 ნოემბერი, 1901, ბრიუსელი, ბელგია — გ. 25 სექტემბერი, 1983, ბრიუსელი, ბელგია) — საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი. ბელგიის მეფე 1934-1951 წლებში. მეფე ალბერტ I-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ბავარიელის ვაჟი. ბელგიის ორი მეფის: ბოდუენისა და ალბერტ II-ის მამა.

მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომში მისი წარუმატებელი კამპანიის გამო გერმანელებმა მთელი ბელგიის ოკუპირება მოახდინეს, არაეფექტური მმართველობისა და დეპორტაციის გამო მას 1944-50 წლებში რეგენტად თავისივე ძმა, პრინცი შარლი დაენიშნა, რომელმაც მართალია საბოლოოდ მოახერხა ქვეყნის განთავისუფლება და გერმანელთა გაძევება, მაგრამ ლეოპოლდის ავტორიტეტი უკვე იმდენად იყო შერყეული, რომ 1951 წელს იძულებული გახდა თავისი ვაჟის სასარგებლოდ გადამდგარიყო ტახტიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეოპოლდი დაიბადა 1901 წლის 3 ნოემბერს ბრიუსელში. იგი იყო პრინც ალბერტ ბელგიელისა და მისი მეუღლის, პრინცესა ელიზაბეთ ბავარიელის უფროსი ვაჟი. მას სახელი პაპის, ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ის პატივსაცემად დაარქვეს. მამამისი იყო თავისი ბიძის, უვაჟო მეფე ლეოპოლდ II-ის ტახტის მემკვიდრე, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1909 წელს იგი ბელგიის მეფე გახდა ალბერტ I-ის სახელით. ამგვარ პირობებში, ლეოპოლდი ტახტის მემკვიდრე გახდა და ბრაბანტის ჰერცოგის წოდება მიენიჭა.

1926 წლის 4 ნოემბერს, სტოკჰოლმში მან ცოლად შეირთო პრინცესა ასტრიდ შვედი, რომელთან ერთადაც დასახლდა ბრიუსელის სამეფო კარზე და შეეძინა სამი შვილი.

1934 წლის 17 თებერვალს, მამის გარდაცვალების შემდეგ ლეოპოლდ III ბელგიის მეფე გახდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში, 1935 წლის 29 აგვისტოს მისი 29 წლის მეუღლე, დედოფალი ასტრიდი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, რამაც საშინლად იმოქმედა მეფეზე.

1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. თავდაპირველად ლეოპოლდმა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სცადა, თუმცა 1940 წელს ნაცისტურმა გერმანიამ მთელი ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის ოკუპაცია მოახდინა. გერმანელებმა მართალია ტახტი შეუნარჩუნეს, თუმცა ბელგიის სამეფო ოჯახი საპატიო ტყვეობაში ჰყავდათ. ვინაიდან ლეოპოლდის დედა გერმანელი იყო, მასზე გარკვეული შეღავათები მოქმედებდა, მაგრამ არა ოჯახის სხვა წევრებზე. 1941 წელს, გერმანელთა ტყვეობაში მყოფმა ლეოპოლდმა მეორედ იქორწინა მორწმუნე ინგლისელ ქალ მერი ლილიან ბაელსზე, რომელთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა.

1944 წელს ჰაინრიხ ჰიმლერმა ბელგიიდან ლეოპოლდის დეპორტაცია განახორციელა, რის შემდეგაც იგი ცოლთან ერთად გაიქცა გერმანიაში. მისი არ ყოფნის პერიოდში ბელგიას ლეოპოლდის უმცროსი ძმა, პრინცი შარლი მართავდა, როგორც რეგენტი. ლეოპოლდ III ბელგიაში მხოლოდ 1950 წელს დაბრუნდა, რის შემდეგაც ძმას რეგენტის სტატუსი შეუჩერა და სცადა ძველებურად გაეგრძელებინა მმართველობა, თუმცა ამაოდ. იგი ხალხში მეტად არაპოპულარული მმართველი იყო, რის გამოც 1951 წლის 16 ივლისს იძულებული გახდა თავისი 20 წლის ვაჟის, მეფე ბოდუენის სასარგებლოდ გადამდგარიყო ტახტიდან.

ლეოპოლდმა თავის ვაჟზე გავლენის მოხდენის გზით მაინც შეინარჩუნა გარკვეული ძალაუფლება, რომელიც 1960 წელს, ბოდუენის ქორწინებისთანავე დასრულდა. დარჩენილი ცხოვრება მან თავის მეორე ცოლთან ერთად გაატარა ბრიუსელში, სადაც გარდაიცვალა 1983 წლის 25 სექტემბერს, 81 წლის ასაკში. მის მეუღლეს უზრუნველყოფის მიზნით მეფემ რეთის პრინცესის წოდება უბოძა. მერი ლილიანი 2002 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი ლეოპოლდის გვერდით დაკრძალეს ბრიუსელში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ ცოლთან ჰყავდა სამი შვილი:

  1. ჟოზეფინ შარლოტი (1927-2005), ცოლად გაჰყვა ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგ ჟანს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  2. ბოლდუენი (1930-1993), ბელგიის მეფე 1951-1993 წლებში. ცოლად შეირთო ფაბიოლა დე მორა ი არაგონი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. ალბერტ II (1934-ცოცხალია), ბელგიის მეფე 1993-2013 წლებში. ცოლად შეირთო პაოლა რუფო დი კალაბრია, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, მათ შორის ბელგიის დღევანდელი მეფე ფილიპე.

მეორე ცოლთან ჰყავდა ასევე სამი შვილი:

  1. ალექსანდრე (1942-2009), ცოლად შეირთო ლეა ვოლმანი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  2. მარი კრისტინა (1951-ცოცხალია), პირველად იქორწინა პაულ დრუკერზე, რომელსაც ოთხ წელიწადში გასცილდა და მეორედ დაქორწინდა ჟან-პოლ გურგოსზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. მარი ესმერალდა (1956-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა სირ სალვადორ მონკარას, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jules Gérard-Libois, José Gotovitch, Leopold III, De l'an 40 à l'effacement, Pol-His, Bruxelles, 1991, pp. 304–306, ISBN 2-87311-005-8.
  • Els Witte, Jan Craeybeckx, Alain Meynen, Political History of Belgium: From 1830 Onwards, spoke about a forced abdication, Academic and Scientific Publishers, Brussels, 2009, p. 244. ISBN 978-90-5487-517-8.
  • La Couronne et la rose, Baudouin et le monde socialiste 1950–1974, Le Cri, Brussels, 2010, ISBN 978-2-87106-537-1.
  • Beolens, Bo; Watkins, Michael; Grayson, Michael (2011). The Eponym Dictionary of Reptiles. Baltimore: Johns Hopkins University Press. xiii + 296 pp. ISBN 978-1-4214-0135-5. ("Leopold", p. 155).
  • Roger Keyes, Outrageous Fortune: The Tragedy of Leopold III of the Belgians
  • Alan Brooke, Field Marshal Lord (2001). War Diaries 1939–1945. Phoenix Press. pp. 60, 61. ISBN 1-84212-526-5.
  • Fraser, David (1982). Alanbrooke. New York: Atheneum. pp. 152, 153. ISBN 0-689-11267-X.