პოლდერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლდერი (გერმანია)
პოლდერი. სოფელი კინდერდეიკი

პოლდერი (ნიდერლ. polder) — სანაპიროს ამოშრობილი და დამუშავებული მიწის მონაკვეთი, რომელიც ჩვეულებრივ განლაგებულია ზღვის დონეზე დაბლა და გარშემო არსებული წყლებისგან დაცულია ნაყარით, ჯებირითა და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობებით. პოლდერებში გრუნტის წყლების დონე რეგულირდება დრენაჟული მოწყობილობებით. მათთვის დამახასიათებელია ნიადაგის მაღალი ლამიანი ნოყიერება. ზღვის დონეზე დაბლა მდებარე ნიადაგის აღდგენისათვის წყალი ჯებირის გავლით უნდა იქნას ამოტუმბული.

შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, რის გამოც მცენარულობა მასზე არ ხარობს. მარილების თავიდან ასაცილებლად იყენებენ სადრენაჟო საშუალებებს. პოლდერი ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთი ზღვის სანაპიროზე (ნიდერლანდები, დანია, გერმანია, ბელგია), აგრეთვე პოლონეთში, იაპონიაში და აშშ-ის ატლანტური სანაპიროს ზოგიერთ რაიონში. პოლდერები ნიშანანდობლია ასევე შავი ზღვის უკრაინის სანაპიროსათვის. უმსხვილესი პოლდერები შეიქმნა ზეიდერზეეს პროექტის ფარგლებში ნიდერანდებში.

ნიდერლანდებში სპეციალურად არის აშენებული მრავალი კაშხალი და ჯებირი, რომლებიც სანაპირო დაბლობს დატბორვისაგან იცავს. პოლდერების ყველაზე კარგი მაგალითია ეისელმერის ტბის სანაპიროზე არსებული პოლდერების სისტემა. საერთო ჯამში ნიდერლანდებში დაახლოებით 4000-მდე პოლდერია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]