ჟან-კლოდ ვან დამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-კლოდ ვან დამი
Jean-Claude Van Damme 2012.jpg
ჟან-კლოდ ვან დამი 2012 წელს
დაბ. თარიღი 18 ოქტომბერი 1960
ბერკემ-სენტ-აგათი, ბრიუსელი, ბელგია
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
სცენარისტი
პროდიუსერი
მეუღლე(ები) მარია როდრიგესი (1980-84)
სინთია დერდერიანი (1985-86)
დარსი ლაპიერი (1994-97)
შვილ(ებ)ი კრისტოფერ ვან ვარენბერგი,
ბიანკა ვან ვარენბერგი,
ნიკოლას ვან ვარენბერგი
მშობლები მამა: იუჯინ ვან ვარენბერგი
დედა: ელიანა ვან ვარენბერგი

ჟან-კლოდ ვან დამი (ფრანგ. Jean-Claude Van Damme, სახელი დაბადებისას — ჟან-კლოდ კამილ ფრანსუა ვან ვარენბერგი, ფრანგ. ნიდერლ. Jean-Claude Camille François Van Varenberg; დ. 18 ოქტომბერი 1960, ბერკემ-სენტ-აგათი, ბრიუსელი, ბელგია) — ჰოლივუდში მოღვაწე ფლამანდიელი წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, საბრძოლო სცენების დამდგმელი, Rodin Entertainment-ის დამფუძნებელი და მეთაური. წარსულში სახელოვანი კარატისტი, კულტურისტი და კიკბოქსიორი.

1978 წელს დაიკავა მე-3 ადგილი თავის წონით კატეგორიაში ევროპის სამოყვარულო ჩემპიონატში ბოდიბილდინგში, ხოლო ერთი წლის შემდეგ იასპარეზა ბელგიის ჩემპიონატში, რომელიც ატარებდა სახელწოდებას „მისტერ ბელგია“, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და გახდა აბსოლუტური ჩემპიონი.

1979 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი კარატესა და კიკბოქსინგში საშუალო წონით კატეგორიაში პროფესიონალთა შორის. აგრეთვე შავი ქამრის მფლობელია. თავისი საბრძოლო კარიერის განმავლობაში საერთო ჯამში ჩაატარა 22 ბრძოლა, რომელთაგან 20-ჯერ ხვდა წილად მოგება, ხოლო 2-ჯერ დამარცხდა.

მონაწილეობა აქვს მიღებულ მრავალ ფილმში, რომელთაგან წარმატებული აღმოჩნდა: „სისხლიანი სპორტი“ (1988), „კიქბოქსიორი“ (1989), „ორმაგი დარტყმა“ (1991), „უნივერსალური ჯარისკაცი“ (1992), „რთული სამიზნე“ (1993), „დროის პატრული“ (1994), „JCVD“ (2008), „შეუჩერებელნი 2“ (2012).

3-ჯერ იყო ზედიზედ მომინირებული MTV Movie Awards-ის კინოპრემიაზე კატეგორიაში „ყველაზე სასურველი მამაკაცი“, — 1992, 1993 და 1994 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: