ემილ ვერჰარნი
ემილ ვერჰარნი | |
---|---|
![]() |
|
დაბ. თარიღი | 21 მაისი 1855[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | სინტ-ამანდსი, ანტვერპენის პროვინცია[6] |
გარდ. თარიღი | 27 ნოემბერი 1916[7] [3] [4] [5] (61 წელი) |
გარდ. ადგილი | რუანი, საფრანგეთი[8] |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი და დრამატურგი |
ენა | ფრანგული ენა[1] |
მოქალაქეობა | ![]() |
ალმა-მატერი | ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტი |
ხელმოწერა | ![]() |
ემილ ვერჰარნი (Emile Verhaeren; დ. 21 მაისი, 1855 — გ. 27 ნოემბერი, 1916) — ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი, სიმბოლიზმის სკოლის ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი.
დაიბადა ფრანგულენოვან საშუალო შეძლების ოჯახში. თერთმეტი წლის ასაკში იეზუიტთა მკაცრი რეჟიმის სკოლაში აგზავნიან გენტში, სადაც ის სრულიად ფრანგული ზეგავლენის ქვეშ ექცევა. სკოლის დასრულების შემდეგ ლუვენის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობს. აქ გამოდის მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთში. უნივერსიტეტის წლების განმავლობაში ის მრავალ მსგავსი აზროვნების სტუდენტს უახლოვდება. მოგვიანებით ისინი რევოლუციური ლიტერატურული ჟურნალის "La Jeune Belgique" (ახალგაზრდა ბელგიელი) თანარედაქტორები ხდებიან.
იურისპრუდენციაში დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ ვერჰარნი ედმონდ პიკარის, ცნობილი კრიმინალური ადვოკატი, შეგირდი ხდება (1881-1884), რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ბრიუსელის ხელოვანთა წრეებში. მისი წყალობით ემილ ვერჰარნი ხშირად ხვდებოდა ახალგაზრდა რადიკალური აზროვნების მწერალთა და ხელოვანთა თავყრილობებზე დასავლეთ ევროპაში ხელოვნების ძირეული განახლების პერიოდში. მათი გავლენის შედეგად ემილი სასამართლო სამსახურს მალევე ანებებს თავს და საკუთარ ცხოვრებას პოეზისა და ლიტერატურას უძღვნის.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Selected poems by Verhaeren (ფრანგული)
- Emile Verhaeren - ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- Les campagnes hallucinées, 1893
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
- ↑ Emile Verhaeren
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC
- ↑ 5.0 5.1 IMSLP — 2006.
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118768085 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ RKDartists
- ↑ Верхарн Эмиль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.