ფილიპე (ბელგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპე
ფილიპე
ბელგიის მე-7 მეფე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 21 ივლისი, 2013
წინამორბედი ალბერტ II

დაბადებული 15 აპრილი, 1960
ბრიუსელი, ბელგია
მამა ალბერტ II
დედა პაოლა რუფო დი კალაბრია
მეუღლე მატილდა
შვილები ელიზავეტა, გაბრიელი, ემანუელი, ელეონორა

ფილიპე (ნიდერლ. Filip(s) Leopold Lodewijk Maria, ფრანგ. Philippe Léopold Louis Marie; დ. 15 აპრილი, 1960, ბრიუსელი, ბელგია) — ბელგიის მეფე 2013 წლიდან. საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან. ალბერტ II-ის ვაჟი.

პრინცი ფილიპე პირველი ბელგიელი პრინცია, რომელმაც განათლება არა ტრადიციულად ოჯახში, არამედ ჩვეულებრივ სკოლაში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამეფო სამხედრო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1981 წელს დაამთავრა. 1988 წელს პრინცმა ფილიპმა მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის მაგისტრის ხარისხი.

1993 წელს მეფე ბოდუენ I-ის გარდაცვალებისა და მამის, ალბერტ II-ის, ტახტზე ასვლის შემდეგ ოფიციალურად მიიღო ბრაბანტის ჰერცოგის ტიტული; ეს ტიტული სამეფო ტახტის მემკვიდრეებს ენიჭება.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლის 4 დეკემბერს იქორწინა მატილდაზე, რომელთანაც შეეძინა 4 შვილი: ელიზაბეთი (ბრაბანტის ჰერცოგინია; ტახტის მემკვიდრე), გაბრიელი, ემანუელი და ელეონორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]