მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედენ აზარი
აზარი 2019 წელს
პირადი მონაცემები სრული სახელი
ედენ მაიკლ აზარი[1] დაბადების თარიღი
7 იანვარი , 1991 (1991-01-07 ) (32 წლის) [2] დაბადების ადგილი
ლა-ლუვიერი, ბელგია სიმაღლე
175 სმ[3] სათამაშო პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი საკლუბო ინფორმაცია მიმდინარე კლუბი
რეალ მადრიდი ნომერი
7 ახალგაზრდული კარიერა 1995–2003
როიალ სტეიტ ბრანიონსი 2003–2005
ტუბიზი 2005–2007
ლილი პროფესიონალური კარიერა* წლები
გუნდი
მატჩი
(გოლი ) 2007–2012
ლილი
147
(36) 2012–2019
ჩელსი
245
(85) 2019–
რეალ მადრიდი
38
(4) ეროვნული ნაკრები‡ 2006
ბელგია15 წლ.
5
(1) 2006
ბელგია16 წლ.
4
(2) 2006–2008
ბელგია17 წლ.
17
(2) 2007–2009
ბელგია19 წლ.
11
(6) 2008–
ბელგია
114
(33)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 ოქტომბერი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 სექტემბერი, 2021
ედენ აზარი (ფრანგ. Eden Hazard დ. 7 იანვარი , 1991 , ლა-ლუვიერი) — ბელგიელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი , ასევე თამაშობს გარემარბის პოზიციაზე. იგი ცნობილია მისი სისწრაფით, დრიბლინგით, ტექნიკითა და კრეატიულობით.[4] [5] [6] მას ხშირად ადარებენ კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის .[7] [8] [9] [10] ჰაზარი, მწვრთნელების, კოლეგებისა და კომენტატორების მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[11] [12] [13]
ედენ აზარმა კარიერა ბელგიაში დაიწყო, ჯერ „როიალ სტეიტ ბრანიონსში“, შემდეგ კი „ტუბიზში“. 2005 წელს იგი ფრანგული გუნდის, „ლილის“ აკადემიას შეუერთდა. მან აკადემიაში 2 წელი გაატარა და 2007 წლის ნოემბერს, 16 წლის ასაკში მისი პროფესიონალური დებიუტიც შედგა. მან ლილში 190-ზე მეტი თამაში ჩაატარა და მოიგო რამდენიმე ინდივიდუალური ტიტული, ხოლო 2012 წლის ზაფხულში იგი ინგლისურ კლუბ ჩელსის შეუერთდა, სადაც თავის პირველ სეზონში კლუბთან ერთად უეფა-ს ევროპა ლიგის თასის მოპოვება შესძლო,[3] რისთვისაც დასახელებული იქნა წლის ახალგაზრდა ფეხბურთელად პსა-ის ვერსიით . 2014-2015 სეზონში დაეხმარა „ჩელსის“ ინგლისის ლიგის თასისა [3] და პრემიერლიგის მოგებაში.[14] 2 წლის შემდეგ, 2016-2017 სეზონზე მან კლუბთან ერთად ხელმეორედ შესძლო „პრემიერლიგის“ მოგება.[14]
აზარის დებიუტი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2008 წლის ნოემბერში ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.[15] სამი წლის შემდეგ, 2011 წლის ოქტომბერში, ჰაზარმა პირველი გოლი გაუტანა ყაზახეთის ნაკრებს .[16] მას შემდეგ მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში. ჰაზარს მონაწილეობა აქვს მიღებული 2014 წლის მსოფლიოსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებში.
ლილი : (2)
ჩელსი : (7)
რეალ მადრიდი : (1)
ბელგია
↑ 2014 FIFA World Cup Brazil: List of Players (PDF). FIFA (11 ივნისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-11. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2014.
↑ 2018 FIFA World Cup Russia: List of players: Belgium (PDF). FIFA (10 ივნისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-28. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2018.
↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 E. Hazard . Soccerway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი, 2016. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2015.
↑ Eden Hazard . ESPN FC . ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2011.
↑ St Etienne v Lille: Preview . ESPN (5 მარტი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი, 2010. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2010.
↑ Leach, Jimmy (30 ნოემბერი, 2009). „Arsenal: potential transfer targets“ . The Independent . დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2010 .
↑ Lyttleton, Ben (18 აპრილი, 2011). „Ten top Ligue 1 talents who could be on the move this summer“ . Sports Illustrated . ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2011 .
↑ Benammar, Emily (1 აპრილი, 2010). „Eden Hazard, the Lille winger dubbed 'the next Lionel Messi“ . The Daily Telegraph . ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2010 .
↑ Foreign correspondent: Eden Hazard . Ligue de Football Professionnel (2 ნოემბერი, 2009). ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2011.
↑ „Eden Hazard, un genio del desborde“ . Marca (Spanish). 1 აპრილი, 2010. ციტირების თარიღი: 9 August 2010 .
↑ Exclusive – Hazard in 'same bracket' as Messi and Ronaldo, claims Chelsea team-mate Cahill . Talksport (28 ნოემბერი, 2014).
↑ Fifield, Dominic (16 სექტემბერი, 2014). „José Mourinho: Eden Hazard can be one of the greats of his generation“ . The Guardian .
↑ Chelsea: Eden Hazard one of the best attacking players around, says Ronald Koeman . Sky Sports (22 ოქტომბერი, 2014).
↑ 14.0 14.1 14.2 Eden Hazard: Overview . Premier League. ციტირების თარიღი: 16 April 2018.
↑ „Belgium v. Luxembourg Match Report“ (French). 18 ნოემბერი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი, 2011. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2010 .
↑ „Belgium overwhelm ten-man Kazakhstan“ . UEFA. 7 ოქტომბერი, 2011. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2011 .
↑ McNulty, Phil (19 May 2018). „Chelsea 1–0 Manchester United“ . BBC Sport. ციტირების თარიღი: 19 May 2018 .
↑ The "Bravo" Award . Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2012.
a კამინსკიმ მერვედფინალების შემდეგ ჩაანაცვლა მინოლე