შელდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შელდა
Escaut Ruien.jpg
ქვეყნები საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ბელგიის დროშა ბელგია
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ქალაქები გენტი
ანტვერპენი
ფლისინგენი
სიგრძე 435 კმ
აუზის ფართობი 35 500 კმ²

შელდა (ფრანგ. Escaut; ნიდერლ. Schelde) — მდინარე საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში. სიგრძე 435 კმ, აუზის ფართობი 35,5 ათ. კმ². სათავე აქვს არდენის მთებში, პიკარდიაში, 95 მ სიმაღლეზე. მდინარის ზემო წელი ჩრდილოეთ საფრანგეთის გუის კომუნაში მდებარეობს, კამბრესა და ვალანსიენის გავლით მიედინება ჩრდილოეთის მიმართულებით და იჭრება ბელგიის ქალაქ ტურნეს ტერიტორიაზე; ქალაქ გენტთან ერთვის ერთ-ერთი მთავარი შენაკადი მდინარე ლისი. აქედან აღმოსავლეთ მიმართულებას ექვემდებარება. მდინარის ორთავე ნაპირზე გაშენებულია აგრეთვე ქალაქი ანტვერპენი, საიდანაც მდინარე დასავლეთის მიმართულებას იღებს და შედის ნიდერლანდების ტერიტორიაზე. ქვემო დინებაში (ქალაქ გენტამდე) ზღვის მოქცევის ფარგლებშია. ნიდერლანდებში იყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ შელდად. ერთვის ჩრდილოეთის ზღვა, სადაც ქმნის ვრცელ ესტუარს (დასავლეთი შელდა). მთავარი შენაკადებია: ლისი და რიუპელი. წლის ცივ პერიოდში დიდწყლიანია. სანაოსნო გზის სიგრძეა 340 კმ. არხის მეშვეობით დაკავშირებულია მდინარეებთან მაასთან, სენასთან და სომასთან. ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: გენტი, ანტვერპენი (ბელგია), ფლისინგენი (ნიდერლანდები).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შელდა&oldid=3421986“-დან