ლარა ფაბიანი
| ლარა ფაბიანი | |
|---|---|
|
ლარა ფაბიანი 2016 წელს | |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | ლარა სოფი კეტი კროკარტი |
| დაბ. თარიღი |
9 იანვარი, 1970 ეტტერბეიკი, ბელგია |
| დაბ. ადგილი | ეტერბეკი[1] |
| წარმოშობა | ბელგია, იტალია |
| ჟანრ(ებ)ი |
პოპი ფრანგული პოპი პოპ–როკი აკუსტიკური საცეკვაო |
| საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ფორტეპიანო |
| აქტიური | 1986-დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | Polydor, Sony Music, Universal Music Group |
| ხელმოწერა |
|
| საიტი | LaraFabian.com |
| ლარა ფაბიანი ვიკისაწყობში | |
ლარა სოფი კეტი კროკარტი, ცნობილი როგორც ლარა ფაბიანი (ფრანგ. Lara Sophie Katy Crokaert; დ. 9 იანვარი, 1970, ეტერბეკი, ბელგია[2]) — ბელგიურ-იტალიური წარმოშობის ფრანგულენოვანი მომღერალი და მსახიობი[3]. სიმღერებს ასრულებს მრავალ ენაზე - ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, სიცილიურად, იტალიურად, ნეაპოლურად, პორტუგალიურად, ესპანურად, ბერძნულად, რუსულად, ლათინურად, ებრაულად, თურქულად, აზერბაიჯანულად და ჩინურად. კარიერის განმავლობაში ფაბიანმა გამოუშვა ჩვიდმეტი სტუდიური ალბომი და მიაღწია საერთაშორისო წარმატებას.
2024 წელს ლარა ფაბიანმა გამოუშვა მე-17 ალბომი სახელწოდებით Je suis là („მე აქ ვარ“). მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვს 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბელგიელ შემსრულებლად აქცევს.
მას შემდეგ, რაც 2018 და 2019 წლებში იყო მწვრთნელი კვებეკურ მუსიკალურ შოუში La Voix, 2020-იან წლებში ის გახდა მწვრთნელი ფრანგული ვერსიისთვის - The Voice: La Plus Belle Voix, რომელიც გადის ფრანგულ ტელეარხზე TF1. 2021 და 2022 წლებში, ლარა ფაბიანი გახდა Star Académie-ის დირექტორი კვებეკში. 2025 წლის სეზონზე, ის დასახელდა აკადემიის საპატიო ნათლიად („Marraine de l'Académie“)[4].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობა და მოზარდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლარა ფაბიანი დაიბადა ბრიუსელში, ეტერბეკის რაიონში. იგი ფლამანდრიელი პიერ კროკარტისა და სიცილიელი მარია ლუიზა სერიოს ერთადრეთი ქალიშვილია[5]. ბავშვობა გაატარა კატანიაში და რუისბრეკში. საუბარი დაიწყო იტალიურ ენაზე. სახელი "ლარა" შერჩეულია ბორის პასტერნაკის რომანის „ექიმი ჟივაგო“ მთავარი ქალი პერსონაჟის მიხედვით - ეს სახელი ყველა ენასა და აქცენტში ერთნაირად ჟღერს, განსხვავებით სახელისგან „ლაურა“, რომელიც დედას თავდაპირველად სურდა დაერქმია. სცენური ფსევდონიმის „ფაბიანი“ შთაგონება მამის მხრიდან ბიძის სახელმა ფაბიანომ მისცა[6].
ბელგიაში დაბადებულმა ლარა ფაბიანმა ცხოვრების პირველი ხუთი წელი კატანიაში, ეტნას მთის ძირში გაატარა. შემდეგ ოჯახთან ერთად ბრიუსელის გარეუბანში, ქალაქ რუისბრეკში დასახლდა. 5 წლის ასაკში დაინტერესდა სიმღერით, როდესაც რადიოთი მოუსმინა ევ ბრენერს[7]. მისმა მშობლებმა 6 წლის ასაკში შეიყვანეს ვოკალის კურსებზე[8][9], მოგვიანებით კი - სოლფეჯიოს, ფორტეპიანოსა და თეატრალური ხელოვნების გაკვეთილებზე.
1978 წელს დაიწყო მუსიკალური განათლება ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში, სადაც ათი წელი სწავლობდა კლასიკურ სიმღერას. ამ პერიოდში მან ასევე დაიწყო სიმღერების წერა. მისი საყვარელი შემსრულებლები იყვნენ ბარბრა სტრეიზანდი და ფრედი მერკური.
14 წლის ასაკიდან ლარა ფაბიანი მღეროდა ბრიუსელისა და მიმდებარე ქალაქების კლუბებსა და პიანო-ბარებში. გიტარაზე აკომპანიმეტს უწევდა მამა, რომელიც ადრე პეტულა კლარკის[10] გიტარისტი და ქორისტი იყო, შემდეგ კი გათბობის სისტემების ტექნიკოსად მუშაობდა.
1986 წელს მან გაიცნო მარკ ლერქსი, რომელიც ჟურნალისტიკას სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა ბრიუსელის პიანო-ბარებში (Le Ciné Monty, La Table d’Or, Café de l’Îlot, Black Bottom, Holiday Inn გენტში)[11]. ლერქსმა ლარას რვა სიმღერა დაუწერა. მან მოიგო რამდენიმე სამოყვარულო კონკურსი, მათ შორის ვალონიის ფესტივალი „Tremplin de la musique“, სადაც სამი ჯილდო მიიღო. ამის შემდეგ ლერქსს ორი სიმღერის დაწერა სთხოვა თავისი პირველი ჩანაწერისთვის, სახელწოდებით „L’Aziza est en pleurs“.
ლერქსის კავშირებით RTBF-ში, ფაბიანმა ჩაწერა რამდენიმე დემო-ვერსია - უმეტესად ლერქსის კომპოზიციები, რომელთა თანაავტორადაც ისიც მოიხსენიება. ივან ლეონარის წყალობით (რომელმაც მიქსი გააკეთა), დისკი მოხვდა RTL Luxembourg-ის წამყვან კლოდ რაპეს ხელში, რომელმაც გადასცა მას პროდიუსერ ჰიუბერ ტერეგენს. ტერეგენი ლარას ფაბიანს შეხვდა ბრიუსელის ბარში „Black Bottom“, მოუსმინა და მოიხიბლა მისით[12]. ტერეგენმა ფაბიანი შეარჩია ლუქსემბურგის წარმომადგენლად 33-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელიც გაიმართა 1988 წლის 30 აპრილს დუბლინში. ლარამ კონკურსზე შეასრულა სიმღერა „Croire“, რომლის ტექსტი დაწერილი იყო ალენ გარსიას , ხოლო მუსიკა - ჟაკ კარდონას მიერ. აღნიშნულ კონკურსზე ფაბიანი მეოთხე ადგილზე გავიდა 21 მონაწილეს შორის[13].
ამის შემდეგ ფაბიანი ცდილობდა სწავლის გაგრძელებას იტალიაში - სამართალმცოდნეობისა და ბავშვთა კრიმინოლოგიის განხრით, თუმცა სწავლა ერთი წლის შემდეგ შეწყვიტა. 1990 წლის მაისში მან პიანო-ბარ „Crescendo“-ში გაიცნო რიკ ალისონი - ეს მუსიკალური და რომანტიკული პარტნიორობა გადამწყვეტი აღმოჩნდა ფაბიანის კარიერაში. ისინი ერთად გადავიდნენ კვებეკში, რათა ბედი ეცადათ მუსიკალურ სცენაზე[14].
კვებეკში გადასვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლის აგვისტოში ლარა ფაბიანმა თავისი პირველი ალბომი Lara Fabian კანადაში გამოუშვა. ალბომმა გაყიდვების რაოდენობით 100 000-მდე მიაღწია და წარმატება მოიპოვა სიმღერებით Le jour où tu partiras და Qui pense à l’amour[15]. ფაბიანმა ნომინაცია მიიღო ფელიქსის პრემიაზე და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად მართავდა კონცერტებს მთელი კანადის მასშტაბით[16]. მოგვიანებით, ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროვიზიამ შეუწყო ხელი მის კარიერას, სწორედ კვებეკში 20 წლის ასაკში გადასვლა იქცა მისი ცხოვრების ყველაზე გადამწყვეტ მომენტად[5].
1994 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომი Carpe Diem, რომელმაც წარმატება მოიპოვა კანადაში: გამოსვლიდან მხოლოდ ორ კვირაში ალბომმა მოიპოვა ოქროს დისკის სტატუსი, მათ შორის სიმღერებით Tu t’en vas, Si tu m’aimes და Leila. უკვე მომდევნო წელს ალბომს მიანიჭეს ორმაგი პლატინის სერტიფიკატი. ამ წარმატებამ საფუძველი ჩაუყარა მის პირველ ტურნეს სახელწოდებით Sentiments acoustiques, რომელიც მთლიანად ამოყიდული ბილეთებით ტარდებოდა.
1995 წლის იანვარში, ლეგენდარულმა ფრანგმა მომღერალმა სერჟ ლამამ ლარა ფაბიანი მოიწვია პარიზში, Palais des Congrès-ზე, რათა ერთად ემღერათ ცნობილი სიმღერა Je suis malade.
1995 წელს ფაბიამა მოიპოვა ფელიქსის ჯილდო ნომინაციებში „წლის კვებეკელი მომღერალი“ და „საუკეთესო შოუ“. ამავე დროს, ლარა ფაბიანი იყო ნომინირებული Juno Awards-ზე 1996 და 1997 წლებში.
1996 წელს Walt Disney Studios-მა ფაბიანი მოიწვია, რათა გაეხმოვანებინა ესმერალდა ანიმაციურ ფილმში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. მისი ვოკალური პარტია მოხვდა ასევე ამ ფილმის ამერიკულ საუნდტრეკში. ამავე წელს მან დაწერა სიმღერა ფილმისთვის Daylight, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა სილვესტერ სტალონე. ასევე 1996 წელს ლარა ფაბიანმა მიიღო კანადის მოქალაქეობა. ამ პერიოდში გამოვიდა მისი მესამე სტუდიური ალბომი Pure, რომელმაც კანადაში მოიპოვა პლატინის სტატუსი.
1997 წელს ფაბიანმა მოიგო ფელიქსის ჯილდო „წლის ალბომისთვის“. ამავე წელს გამოვიდა მისი დუეტი ამერიკელ მომღერალთან რიჩარდ მარქსთან - სიმღერა Surrender to Me, რომელიც შევიდა მარქსის მეხუთე ალბომში.
ევროპაში დაბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წლის ივნისში ლარა ფაბიანის ალბომი Pure გამოვიდა ფრანგულენოვან ევროპულ ქვეყნებში. ალბომმა მოიპოვა ოქროს დისკის სტატუსი ბელგიაში და ბრილიანტის დისკის სტატუსი საფრანგეთში; მთელ მსოფლიოში გაიყიდა 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. წარმატება ძირითადად განაპირობა სიმღერებმა: Tout, Je t’aime, Humana, Si tu m’aimes და La Différence. ამავე წელს ფაბიანმა ხელშეკრულება გააფორმა Sony-სთან ინგლისურენოვანი ალბომების ჩასაწერად.
1998 წელი დაიწყო ტურნეთი საფრანგეთსა და ბელგიაში[17]. ამავე წელს მან მიიღო Victoire de la Musique ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“. სექტემბერში ის შეუერთდა ჯონი ჰალიდეის Stade de France-ის კონცერტზე, სადაც ერთად შეასრულეს დუეტი Requiem pour un fou. გრევენის მუზეუმმა (Musée Grévin) შექმნა ლარა ფაბიანის ცვილის ფიგურა[18] .
1999 წლის დასაწყისში გამოვიდა მისი პირველი ლაივ-ალბომი Live 98, რომელიც გამოსვლისთანავე გახდა ნომერი პირველი საფრანგეთსა და ბელგიაში. 1999 წელს ფაბიანმა მიიღო ჯილდო World Music Awards-ზე, როგორც ყველაზე გაყიდვადი არტისტი ბენილუქსის ქვეყნებიდან 1999 წელს.1999 წლის ივლისში, Polydor-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლარა ფაბიანის კვებეკში პოპულარული ალბომები გამოეშვა ევროპაში.
საერთაშორისო აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლარა ფაბიანმა თავისი პირველი ინგლისურენოვანი ალბომი აშშ-ში ჩაწერა - მისი ავტორები იყვნენ თავად ლარა, რიკ ალისონი, უოლტერ აფანასიევი და პატრიკ ლეონარდი.1999 წელს გამოვიდა ინგლისურენოვანი ალბომი Lara Fabian, რომელშიც შედიოდა ცნობილი სიმღერა Adagio (იტალიურ ენაზე). ალბომის საერთო გაყიდვები 2 მილიონს გადააჭარბა. 2000 წლის მაისში ალბომი გამოვიდა აშშ-ში, სადაც სიმღერა I Will Love Again გახდა პირველი ნომერი ჰიტ-ჩარტებში და დაიკავა 32-ე ადგილი Billboard-ის რეიტინგში[19]. ფაბიანმა დაიწყო მსოფლიო მასშტაბის პრომო-ტურნე და ნოემბერში მიიღო ფელიქსის ჯილდო, როგორც არაფრანგულ ენაზე წარმატებული არტისტი. დეკემბერში ლარამ კონცერტი ჩაატარა Madison Square Garden-ში, ნიუ-იორკში. 2001 წელს მისი სინგლი Love by Grace დიდი წარმატებით სარგებლობდა ბრაზილიაში, რამაც საბოლოოდ განამტკიცა მისი კარიერის საერთაშორისო ეტაპი.
2001 წლის მაისში, ლარამ მეორედ მოიპოვა World Music Awards-ის ჯილდო, როგორც ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ბენილუქსის ქვეყნებიდან[20].
ამავე პერიოდში მან ჩაწერა რამდენიმე სინგლი ფილმებისთვის:
- The Dream Within - ანიმაციური ფილმისთვის Final Fantasy: The Spirits Within
- For Always - სტივენ სპილბერგის ფილმისთვის A.I. – ხელოვნური ინტელექტი, დუეტში ჯოშ გროუბანთან.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლარა ფაბიანი წლების განმავლობაში ურთიერთობაში იყო კომპოზიტორ რიკ ალისონთან.
1998 წელს ფაბიანმა გაიცნო ფრანგი მომღერალი პატრიკ ფიორი, რომელიც იმ დროს კანადში იმყოფებოდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე იყო და წყვილი 2000 წლის ახალი წლის წინა ღამეს დაშორდა . 2021 წელს, თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის Je passe à table გამოსვლისას, ლარამ აღნიშნა, რომ ურთიერთობის დასრულება მისთვის „ტრაგიკული“ იყო.
2003-დან 2006 წლამდე ლარა ფაბიანი ურთიერთობაში იყო კიდევ ერთ კომპოზიტორთან - ჟან-ფელიქს ლალანთან.
შემდეგ მისი პარტნიორი გახდა რეჟისორი ჟერარ პულიჩინო, რომელთანაც 2007 წელს შეეძინა ქალიშვილი სახელად ლუ. წყვილი დაშორდა 2012 წელს[21].
2013 წლის 28 ივნისს ლარა ფაბიანი დაქორწინდა სიცილიური წარმოშობის ილუზიონისტზე - გაბრიელ დი ჯორჯოზე[22].
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტუდიური ალბომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1991: Lara Fabian
- 1994: Carpe Diem
- 1996: Pure
- 1999: Lara Fabian
- 2001: Nue
- 2004: A Wonderful Life
- 2005: 9
- 2009: Toutes les femmes en moi
- 2009: Every Woman in Me
- 2010: Mademoiselle Zhivago
- 2013: Le Secret
- 2015 : Ma vie dans la tienne
- 2017 : Camouflage
- 2019 : Papillon
- 2020 : Lockdown Sessions
- 2024 : Je suis là
საკონცერტო ალბომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1999: Live 1999
- 2002: Live 2002
- 2003: En Toute Intimité (live)
- 2006: Un regard 9 Live
- 2011 : Toutes les femmes en moi font leur show
- 2022 : Best of World Tour Live
კრებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2010: Best of Lara Fabian
- 2011: Je me souviens
- 2015 : Essential
- 2015 : Selection
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #134600789 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Olivier Mouton, Frédéric Antoine et Marie-Anne Wilssens, Belgique, un état d'esprit, Bruxelles, Racine Lannoo, 2001, 206 p. (ISBN 978-2-8738-6248-0)
- ↑ Marc-André Lemieux, « Lara Fabian: la renaissance », Le Journal de Montréal, 21 avril 2018 (lire en ligne)
- ↑ [vidéo] « «Star Académie»: Lara Fabian, la marraine de l'Académie, fait finalement son arrivée cette semaine », Vanessa Hébert, 3 mars 2025, 14 h 37 min 56 s (consulté le 18 mars 2025)
- 1 2 « Emission thé ou Café France 2 Lara Fabian 23 mai 2009 », sur Thé ou Café, mai 2009 (consulté le 24 mai 2009).
- ↑ Voici.fr, « Je suis une princesse დაარქივებული 2012-09-06 საიტზე Wayback Machine. », 3 septembre 2012.
- ↑ Émission Fréquenstar 1 décembre 1998 (თარგი:Heure).
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2025-05-31.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-05. ციტირების თარიღი: 2025-05-31.
- ↑ http://www.musicattitude.com/artistes/lara-fabian/biographie.html
- ↑ « Marc Lerchs - Pianiste à Bruxelles », sur Marc Lerchs (consulté le 6 juin 2022). თარგი:Lien web.
- ↑ « Marc Lerchs - Pianiste à Bruxelles », sur Marc Lerchs (consulté le 6 juin 2022). თარგი:Lien web.
- ↑ (ინგლისური) John Kennedy O’Connor, The Eurovision Song Contest. 50 Years. The Official History, Londres, Carlton Books Limited, 2005, p. 112
- ↑ Isabelle Morizet, Interview de Lara Fabian dans l'émission Il n’y a pas qu’une vie dans la vie sur Europe 1, 26 mai 2013.
- ↑ Biographie de Lara Fabian დაარქივებული 2010-10-19 საიტზე Wayback Machine. , RFI musique.
- ↑ Biographie du site officiel, page 3 დაარქივებული 2009-02-05 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Lara Fabian, les retrouvailles Belgique-Québec-Belgique : second début, quotidien belge Le Soir du 26 janvier 1998.
- ↑ Lara de cire, quotidien belge Le Soir du 5 septembre 1998.
- ↑ (ინგლისური) Historique charts Billboard დაარქივებული 2008-12-29 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Artistes récompensés, quotidien belge Le Soir du 4 mai 2001.
- ↑ [მკვდარი ბმული]« Lara Fabian annonce sa rupture avec Gérard Pullicino sur Facebook » [archive du 29 juin 2013], sur Métro France, 15 novembre 2012 (consulté le 15 novembre 2012).
- ↑ gala.fr/biographie/lara fabian