არტაანი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არტაანი (მრავალმნიშვნელოვანი).

Artaani monuments labeled map background.svg

აიაზმა (ორდანიკი)
ხევა
ველი
ური
ტიკანი
პანკისი
ორეზაქი
ბებერექი
სარწები
სინდისგომი
ორჩოკი
არტაანი
Cross-Pattee-Alisee-red.svg   საეპისკოპოსო კათედრა
Greek cross.svg   ეკლესია/მონასტერი
Red-circle.svg    ქალაქი
Castle Black.svg    ციხე

არტაანი, არტანი — ისტორიული მხარე და ციხე-ქალაქი სამხრეთ საქართველოში, მტკვრის ზემო დინების ორივე მხარეს. სახელწოდება არტაანთან ერთად გამოიყენებოდა არტაჰანიც, აქედან მოდის თურქული ფორმა არდაჰანი და რუსული არდაგანი. არტაანი თავდაპირველად მხარის სახელწოდება იყო. არსებობდა „ზენა არტაანი“ და „ქუენა არტაანი“, ანუ „მტკვრის აქეთა“ (მარჯვენა სანაპირო) და „მტკვრის იქითა არტანი“ (მარცხენა სანაპირო).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონტი მროველის ცნობით მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა ააშენა ციხე-ქალაქი არტაანი. ფარნავაზ I-მა შექმნა წუნდის საერისთავო, რომელშიც შედიოდა არტაანი, კოლა და ჯავახეთი. ვახტანგ გორგასალმა შექმნა საეპისკოპოსო, რომლის კათედრა ერუშეთში დააწესა. XII-XIII საუკუნეებში არტაანი სანაპირო საერისთავო იყო. შემდეგში არტაანი სამცხე-საათაბაგოში შედიოდა. XVI საუკუნეში საათაბაგო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და არტაანი ორად გაყო. დიდი ნაწილი შევიდა გურჯისტანის ვილაიეთში, მცირე ნაწილი კი ყარსის ვილაიეთში. ამ პერიოდში დიდი არტაანის მთავარ ქალაქს ეწოდებოდა ფარაკანი. XVII საუკუნეში ქალაქს ეწოდა პროვინციის სახელი არტაანი.

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ქალაქი და მხარე რუსეთის ჯარებმა დაიკავეს და 1878 წელს დადებული სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებისა და ბერლინის ტრაქტატის თანახმად არტაანი რუსეთის იმპერიას გადაეცა. 1918 წელს ოსმალეთმა დაიკავა, მაგრამ უკვე 1919 წლის აგვისტო-ნოემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებმა გენერალ გ. კვინიტაძის მეთაურობით არტაანის მხარე საქართველოს დაუბრუნა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, არტაანი ართვინის, ოლთისის და რიზეს ოლქებთან ერთად, თურქეთს გადაეცა. ამჟამად ის თურქეთის შემადგენლობაშია არტაანის პროვინციის სახით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]