არტაანი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არტაანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
არტაანი
Ardahan
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია არტაანი
კოორდინატები 41°07′00″ ჩ. გ. 42°42′00″ ა. გ. / 41.11667° ჩ. გ. 42.70000° ა. გ. / 41.11667; 42.70000
ქალაქის მერი ფარუქ ქოქსოი
ცენტრის სიმაღლე 1900
მოსახლეობა 17 274 კაცი (2000)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 478
საფოსტო ინდექსი 75000
საავტომობილო კოდი 75
ოფიციალური საიტი ardahan.gov.tr
არტაანი (ქალაქი) — თურქეთი
არტაანი (ქალაქი)

არტაანი (თურქ. Ardahan [არდაჰან]) — ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს არტაანის პლატოზე, მდინარე მტკვრის სათავესთან, მის ორივე ნაპირზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პტოლემეს არტაანი მოხსენიებული აქვს არტანისას (ლათ. appidum Artanisa) სახელით. XIII საუკუნიდან იქ განთავსებული იყო არტაანისა და კოლას ერისთავთა რეზიდენცია. საუკუნეების განმავლობაში არტაანი იყო საქართველოს სამეფოს განუყოფელი ნაწილი. 1555 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სამცხე-საათაბაგოს ოკუპირების შემდეგ სანჯაყის სტატუსით შევიდა იმპერიის შემადგენლობაში. 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიის ფარგლებშია. 1883 წლიდან იყო არტაანის ოკრუგის ცენტრი და შედიოდა ყარსის ოლქის შემადგენლობაში. 1883 წლისთვის ქალაქში იყო 4 წისქვილი და 78 სავაჭრო დაწესებულება. 1918-21 წლებში არტაანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ერთა ლიგამ ქალაქი საქართველოს ტერიტორიად აღიარა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველომ არტაანის ოლქზე კონტროლი დაკარგა. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, არტაანი ართვინის, ოლთისის და რიზეს ოლქებთან ერთად, თურქეთის შემადგენლობაში მოექცა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1883[1] 1273
1886[2] 844 451 393
1895[3] 778
1910[4] 3729 2024 1705
2000 17 274
2012 19 075
2016 21 587

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Города, существовавшие и существующие в Грузии» 1850.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]