თურქაშენის ეკლესია
იერსახე
| თურქაშენის ეკლესია | |
|---|---|
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 40°56′28″ ჩ. გ. 42°34′55″ ა. გ. / 40.9411833° ჩ. გ. 42.5821139° ა. გ. |
| რელიგიური წევრობა |
|
| ქვეყანა |
|
| ფუნქციური სტატუსი | დანგრეული |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| თარიღდება | X საუკუნე |
| ტაძრის გეგმა | |
თურქაშენის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, საქართველოს ისტორიულ მხარე კოლაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ თურქაშენთან (დღევანდელი იიღითქონაღი). ნაწილობრივ დანგრეულია. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით X საუკუნით ათარიღებენ.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია კარგად თლილი, ფერადი ქვებით. ჰორიზონტალები დაცულია. შენობის გადახურვა ჩამოქცეულია. აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლების შუა ნაწილები გამონგრეულია. აფსიდში სარკმლის აქეთ-იქით მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია. დარბაზს სამხრეთით ჰქონდა კარი, დასავლეთით – სარკმელი. დარბაზი წყვილი პილასტრით ორად იყოფა.