ქაჯის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქაჯის ციხე
Qajis cixe1.jpg
კოორდინატები: 41°09′14″ ჩ. გ. 43°07′50″ ა. გ. / 41.1540278° ჩ. გ. 43.1308139° ა. გ. / 41.1540278; 43.1308139
სტატუსი აღდგენილი
ქაჯის ციხე (თურქეთი)
Noun Project - Castle tower.svg

ქაჯისციხე (თურქ. Şeytan Kalesi) — ციხესიმაგრე, მდებარეობს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე — ერუშეთში. მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკის დაბა ჩილდირიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ილდირიმთეფესთან (ძველი სახელი რაბათი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილი ქაჯისციხეს შეცდომით ციხე-ქალაქ წუნდასთან აიგივებდა. ეს ციხე მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს და მისთვის "მრისხანე ციხე" უწოდებია. ციხესთან რაბათის არსებობას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. აქვე უნდა ყოფილიყო სოფელი საბადური. ამჟამად ეს ტოპონიმი დაკარგულია. ჯერ კიდევ 1943 წელს ლევონ მელიქსეთ-ბეგი ვარაუდობდა, რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი და არა – ალამუთის ციხე.

ციხეს გარს აკრავს დაახლოებით 30-35 მეტრი სიმაღლის მასიური გალავანი.

"მესხური დავითნის ქრონიკაში" ქაჯისციხე აქტიურ მოქმედებათა ობიექტია: "კოკოლა თავის ძმის-წულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯის-ციხე უკმოუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა...", "...გავილაშქრეთ ენკენისთუს ნახევარს და ქაჯის-ციხეს მივადეგით...", " ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბივა, და გურჰაქს ქაჯისციხე გაუბარაქიანა...". სწორედ ლაპარაკია ამ ქაჯისციხეზე, რომელმაც, როგორც ექვთიმე თაყაიშვილმა შენიშნა, დიდი როლი ითამაშა თურქების მიერ საქართველოს ამ ნაწილის დაპყრობის დროს.

საბოლოოდ ქაჯისციხე დაიპყრეს ლალა-ფაშას საქართველოში გამოლაშქრების დროს - 1578 წ., როდესაც ციხის მთელი გარნიზონი განადგურებულ იქნა. ამ დროიდან არის, ალბათ, ქაჯისციხე აოხრებული და მისი რაბათი უმოსახლოდ დარჩენილი.

თურქებმა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავს, ქართული "ქაჯის-ციხე" თარგმნეს და უწოდეს მას Šeytān-kal‘a [1] ქაჯეთის ციხე პირველად ასურულ ლურსმულ წყაროებში იხსენიება, როგორც ,,ქარმანი,, ისინი მას ურჩხულთა ციხეს ეძახდნენ. შემდეგ იგი მოხსენიებულია ძველ ბერძნულ წყაროებში ძვ.წ. მე-6 საუკუნის ანონიმი ავტორი მას ახასიათებს როგორც მსოფლიოს უმძლავრეს ციხეს ,,მასთან ტროას ლეგენდარული კედლებიც ვერ მოვა ახლოს,, ასე ახასიათებს ის ამ ციხეს და მას ,,აპორდუსს,, მაგიის მცოდნე ხალხით დასახლებულ ციხს უწოდებს. ის ასევე ამბობს, რომ ამ ციხის მცხოვებნი ფლობენ უძლიერეს სამხედრო ტექნიკას და ნებაყოფლობით არიან კოლხეთის სამეფოს ვასალები. თვითონ კოლხები ციხეს ,,საარონს,, ,,ქაჯთა ციხეს,, ეძახდნენ. ამ ხანის წყაროების მიხედვით ქაჯეთის ციხე სამხრეთ კოლხეთის მთიანეთში(მესხეთი და ჭანეთი) მდებარეობდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 403-404.
  • ბ. კუდავა, ბ. კუპატაძე, გ. საითიძე, ჯ. სამუშია. სამეცნიერო ექსპედიცია ართვინის, არდაჰანის, ყარსისა და არზრუმის ვილაიეთებში (2003 წლის 15-29 აგვისტო)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ს. ჯიქია.გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958