განხილვა:არტაანი (ქალაქი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:არტაანი)

უფრჩხილო სათაური, ჩემი აზრით, ისტორიულ მხარეს უნდა ჰქონდეს. გიო ოქრო 15:25, 23 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ ჩამოვყალიბდეთ: ქალაქს რა ჰქვია დღეს, ასევე რაიონს. თუ არდაგანი ჰქვია და „არტაანი“ ქალაქის ძველი ქართული ისტორიული სახელია, მაშინ ეგრე გავწეროთ. Surprizi (განხილვა/წვლილი) 06:46, 3 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
ანუ გვაქვს არდაჰანის პროვინცია, არდაჰანის რაიონი და ქალაქს არდაჰანი უნდა ერქვას. ისტორიული ამბები ისტორიაში და სახელში გავწეროთ.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 06:49, 3 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
სხვათა შორის, ოლთუ გვაქვს ოლთისის, შავშათი შავშეთის, გიოლე კოლას, ოლთუჩაი ოლთისისწყლის სახელწოდებით და ა.შ. ჩემი აზრით, არც არაფერი დაშავდება თუკი ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. - OTOGI Messages 13:41, 3 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: მართალი გითხრათ მომწონს თქვენი შემართება! იქ სადაც ახალციხე — „აჰისქაა“ (Ahıska) და ახალციხის მუნიციპალიტეტი — „აჰისქა ბელედიისი“ (Ahıska Belediyesi), უსამართლო იქნებოდა იგივეს არდამკვიდრებაც! არდაჰანის პროვინცია ხომ არ გადავიტანოთ ატაანის პროვინციაზე, თუ ეს ახალი წარმონაქმნია და შევეშვათ?--Surprizi (განხილვა/წვლილი) 04:58, 18 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
ამასთანავე, თუ ქალაქის სახელწოდებას არტაანს დავტოვებთ, მაშინ მთავარი სახელწოდება გიოოქროსი არ იყოს არტაანი (ქალაქი) უნდა იყოს, ხოლო ზოგადად არტაანი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს დავუთმოთ. ამასთანავე, თუ შევთანხმდებით არდაჰანის პროვინცია გადავიტანოთ არტაანის პროვინციაზე და შეიქმნას არტაანის რაიონიც.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 06:15, 18 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
თუკი ქალაქის სახელად დავტოვებთ არტაანს, მაშინ სწორი იქნება, თუკი პროვინციაც ამავე სათაურზე გადავა. გიო ოქრო 19:03, 18 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ ჩემი საბოლოო აზრი ესეთია:
  • არტაანი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე (შესაქმნელია);
  • არტაანი (ქალაქი) — ქალაქის სახელწოდება (გადასატანია);
  • არტაანის პროვინცია — თურქეთის დღევანდელი პროვინცია (გადასატანია);
  • არტაანის რაიონი — თურქეთის დღევანდელი რაიონი (შესაქმნელია);
უკვე არსებობს:

წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Surprizi (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მე, პირადად მომხრე ვარ. - OTOGI Messages 07:25, 19 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა. @გიო ოქრო: არსებობს უკვე არტაანი (მხარე). ეს კი გადავიტანე არტაანი (ქალაქი)-ზე, და უკან ხო არ დავაბრუნოთ ჯობია და იყოს უბრალოდ არტაანი?--Surprizi (განხილვა/წვლილი) 09:03, 19 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
არტაანი (მხარე) უნდა გადავიდეს უფრჩხილო სათაურზე, ჩემი აზრით. გიო ოქრო 12:08, 19 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
მე, პირიქით მგონია, ისტორიულ-გეოგრაფიული წარმონაქმნი ფრჩხილებში უნდა დარჩეს. არ მგონია სწორი მაგ., ქალაქი გარდაბანი ფრჩხილებში ჩავსვათ და ამის პარალელურად, ისტორიული მხარე „თავისუფალი“ დავტოვოთ. აქაც იგივე პრინციპია. - OTOGI Messages 15:21, 19 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით სიტყვა „არტაანის“ უპირატესი მნიშვნელობა არის ისტორიული მხარე და არა ქალაქი, ისევე როგორც შავშეთი და კოლა. გარდაბნის ან წილკნის შემთხვევაში ეს ასე არ არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრჩხილო უნდა ჰქონდეს... გიო ოქრო 16:57, 19 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]

ცნება უპირატესობის შესახებ ვიკიპედიაში პირობითია. ის რაც ისტორიულია უპრიანია იყოს ფრჩილებში, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში. - OTOGI Messages 09:57, 20 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
ვთვლი, რომ შავშეთი, კოლა, არტაანი, სპერი და მსგავსი თუნდაც ისტორიული ცნებები, რომლებიც სხვა მსგავსი დაწერილობის თანამედროვე ტოპონიმებთან ერთად არსებობენ და წარმოადგენენ უპირატეს მნიშვნელობებს, უნდა იყოს უფრჩხილოდ. სადღაც წესიც არის უპირატესი მნიშვნელობების უფრჩხილოდ დაწერის შესახებ, ახლა აღარ მახსენდება სად გვეწერა. გარდაბანზე და წილკანზე იგივე ცნობადობა სოფლებთან შედარებით არ ვრცელდება, რაც ტაო-კლარჯეთის მხარეებზე. კარგი იქნება სხვებმაც დააფიქსირონ აზრი, რომელი შეიძლება იყოს უპირატესი მნიშვნელობა. გიო ოქრო 10:09, 20 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]